Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის სარეკრეაციო ზონები



ბოტანიკური ბაღი ბეჭდვა ელფოსტა
 „ციხის ბაღი“  გაშენებული იყო თბილისის გარეუბანში, წავკისის ხევში.  1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გადაწვა, რა დროსაც ბაღი თითქმის მთლიანად განადგურდა. ხანძარს მხოლოდ კავკასიური აკაკის, თუთის და ვაზის რამდენიმე ძირი გადაურჩა.

1845 წლიდან ამ ბაღს ბოტანიკური ბაღი დაერქვა. იგი გაშენებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა შენაკადის წავკისის წყლის (ლეღვთა ხევის) ხეობაში, 128 ჰა ტერიტორიაზე, XVII საუკუნის II ნახევარში, ნარიყალას ე.წ. „ციხის ბაღის“ და „სეიდაბადის“  ბაღების ტერიტორიაზე, რასაც ადასტურებს: ფრანგი მოგზაურის ჟ. შარდენის ჩანაწერები (1672 წ); ჟ. ტიურნეფორი (1701 წ); ვახუშტი ბატონიშვილის შედგენილი თბილისის გეგმა (1735 წ); დელაპორტი (1768 წ); პ. იოსელიანი (1866 წ).

თბილისის ბოტანიკური ბაღი მთელი საუკუნის განმავლობაში ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება იყო ბოტანიკის დარგში მთელს ამიერკავკასიაში.

ბაღის ინტროდუცირებული და დგილობრივი ფლორა 3500-მდე სახესხვა-ობას ფლობს.

 
ვაკის პარკი ბეჭდვა ელფოსტა

 ვაკის პარკი - გაშენებულია ვაკის ბოლოში, მთაწმინდის ქედის გაშიშვლებულ ფერდობსა და მის წინა უკაცრიელ ტერიტორიაზე. 1946 წელს, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დაიწყო „გამარჯვების პარკის“ მშენებლობა (არქიტექტორი: კ. დგებუაძე, დენდროლოგი: ნ. ციციშვილი). ვაკის პარკიOგაშლილია ბუნებრივ ამფითეატრზე, სამი მხრიდან მაღლობებით არის შემოფარგლული, ფართობით 200 ჰა-ზე მეტი უჭირავს და წარმოადგენს ქალაქის დიდ მწვანე მასივს, სადაც დარგულია მრავალი ათასი ხე – ფოთლოვანი, წიწვოვანი, ხეხილი, ბუჩქნარი. პარკში მოწყობილია საბავშვო ქალაქი, გასართობი ატრაქციონებით, ჩოგბურთის მოედნით, მრავალი საპარკე ნაგებობებით.

 
ვერის ბაღი ბეჭდვა ელფოსტა

ვერის ბაღი - (ყოფილი სერგეი კიროვის სახელობის ბაღი) – მდებარეობს მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე, ყოფილი ვერის სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც დარჩენილია დ. ჭონქაძისა და ლ. არდაზიანის საფლავები. ბაღის მშენებლობა დაიწყო 1933 წელს, აგრონომ ა. მაჭავარიანის პროექტით, ფართობი 4.0 ჰა. პარკებისა და ტყეპარკის კომპოზიციებში იზრდება 61 სახეობის მერქნიანი მცენარე, მათგან წიწვოვანის - 10 სახეობა.

რეკონსტრუქციის შემდეგ ბაღის სპორტულ კომპლექსში შედის კალათბურთის დარბაზი, 4 საჩოგბურთო მოედანი, ჭადრაკის სასახლე, ალპური კლუბი და სხვა...

 

 
დენდრო პარკი ბეჭდვა ელფოსტა

 საქართველოს  სატყეო მეურნეობის სახელმწიფო  დეპარტამენტის დენდროლოგიური პარკი

საქართველოს  სატყეო მეურნეობის სახელმწიფო  დეპარტამენტის დენდროლოგიური პარკი - გაშენებულია თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე 1956-1970 წლებში, 300 ჰა ფართობეზე.  აქ მსოფლიო პარკმშენებლობის პრაქტიკაში პირველად გამოიყენეს დიდ ფართობზე 15-20 წლიანი, კომით გადატანილი, ხეები და ბუჩქები, რომლებიც შემოიტანეს საქართველოს ყველა სატყეო მეურნეობიდან და კავკასიის ბოტანიკური ბაღებიდან. პარკში მსოფლიოს ყველა გეოგრაფიული სარტყელიდან  700-ზე მეტი სახეობის მცენარეა. პარკი მდიდარია  სამკურნალო მცენარეებით, აქვს სანერგე და სასათბურე მეურნეობა.დენდრო პარკი ასრულებს სამეცნიერო-სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო ფუნქციას. პარკის გაშენდა ი. ჩოდრიშვილის მიერ. 

 

 
დიღმის ტყე–პარკი ბეჭდვა ელფოსტა


 დიღმის  მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეობს დიღმის  ტყე-პარკი. მისი ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც აქ თბილისის საბაზისო სანერგე დაარსდა. ქალაქის გენგეგმის მიხედვით მისი ტერიტირია 75 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.

 
<< დაწყება < წინა 1 2 3 შემდეგი > ბოლოს >>

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL