დიღმის ტყე-პარკს სარეკრაციო სტატუსი ბეჭდვა ელფოსტა

 უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიღმის ტყე-პარკს სარეკრაციო სტატუსი აღარ დაუბრუნდება. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის `სენისა~  და მოქალაქე ანა გაბრიაძის საჩივარი სასამართლომ დაუშვებლად ცნო. მოსარჩელეები სარეკრეაციო ზონის სტატუსის დაბრუნებას და თბილისის საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას  ითხოვდნენ.

საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის  გადაწყვეტილებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმაში ცვლილებები შევიდა. დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა და საზოგადოებრივ- საქმიან ზონად გადაკეთდა.

სტატუსი –საქმიანი ზონა –დიღმის ტყე-პარკში მრვალსართულიანი შენობის აშენების უფლებას იძლევა, რაც  რეკრეაქციული სტატუსის დროს  დაუშვებელი იყო.

არასამთვრობო ორგანიზაციის ` უსაფრთხო სივრცე~-ს  ხელმძღვანელის ანა გაბრიაძის თქმით, დიღმის ტყე-პარკმა საკრებულოს გადაწყვეტილებით 8 ჰექტარი მოცულობის სარეკრაციო ზონა დაკარგა.

დიღმის ტყე-პარკზე  ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა სტუდია "მონიტორმა". ( იხილეთ (http://monitori.ge/video_blank.php?vid=171)ფილმში ნათლად ჩანს, ყველა ის კანონდარღვევა, რომელიც ტყე-პარკის უკავშირდება. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით,  ტყე-პარკის  ნაწილისთვის სტატუისისი მოხსნით, მმართველი პარტიის წევრები იყვნენ დაინტერესებული. ფილმის მიხედვით სტატუს შევცვლილი 8 ჰექტარი ტყის ნაწილი, პარლამენტის ნაციონალ დეპუტატებს ეკუთვნით.

დიღმის ტყე-პარკის სარეკრეაციო სტატუსის  აღდგენას საკითხი,  საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლომ განიხილა. უზენაესი სასამართლოს  ზემოხსენებულმა გადაწყვეტილებამ, ამ საქმეს საქართველოში პერსპექტივა მოუსპო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ევროპულ სასამართლოში აპირებს.

გარდა ამისა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ  თამუნა ხიდაშელმაAთბილისის პროკურატურას მიმართ, რათა გამოეძიებინათ თუ რატომ არსებობდა დიღმის ტყე-პარკის ორი რუკა. საუბარია იმ დოკუმენტებზე, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მერიის პროექტით ტყე-პარკის რა ფართობს უნდა შეცვლოდა რეკრეაციული ზონის სტატუსი. საკრებულოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია რომ სტატუსი შეეცვალა ერთ ჰექტარს,  შემდგომში წარდგენილ ვარიანტებში კი მითითებულია  რომ შეეცვალა 8 ჰექტარს.

 

  დოკუმენტი1

  დოკუმენტი 2

  დიღმის ტყე–პარკის რუკა

  ვიდეო

 




gamokitxva