ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ პარკის ტერიტორიაზე მედიათეკის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა ბეჭდვა ელფოსტა

  22 ნოემბერს 3 საათზე „გამარჯვების პარკში“ (ვაკის პარკი) არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ პარკის ტერიტორიაზე მედიათეკის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა. სამაყურებლო, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტის ორ სართულიანი შენობა ყოფილი გოლფ კლუბის ტერიტორიაზე შენდება.

პროექტის მიხედვით, მოჭრილია მრავალწლიანი მწვანე ნარგავები (20ხე). პროტესტს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე ნაირა გელაშვილი და „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე შეუერთდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია ტელეკომპანია „მაესტროსა“  და „კავკასიის“ ჟურნალისტებმა გააშუქეს.

მედიათეკას „გამარჯვების პარკში“ ტენდერში გამარჯვებული ფირმა „გონი“ აშენებს და მშენებლობა მილიონ 350 ათასი ლარი ჯდება. საინტერესოა ის, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთადერთი შპს - „გონი“ იღებდა.

თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის  N6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დედაქალაქის პერსპექტიული განვითერების გენერალური გეგმის“ მიხედვით, „გამარჯვების პარკის“  ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის (რზ-2) სტატუსი.  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით, პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნია. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, ნებართვის გაცემა მხოლოდ   გაერთიანებულ სამეცნიერო მეთოდურ საბჭოს შეუძლია. მედიათეკის  მშენებლობის ნებართვა კი, ამ შემთხვევაში, არაუფლებამოსილმა ორგანომ -ზონალურმა საბჭომ გასცა.

შეგახსენებთ, რომ ტენდერის დოკუმენტაციაში არ არსებობს კანონით დადგენილი საბუთები, რომელთა არსებობაც აუცილებელია „გამარჯვების პარკის“ ტერიტორიაზე მედიათეკის ასაშენებლად (კანონით, აუცილებელია გაერთიანებული მეთოდური საბჭოს სხდომის ოქმი). თუმცა არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე მითითებულია, რომ  მშნებლობის შეთახნხმება ისტორიულ საბჭოს თანხმობას არ საჭიროებს. გაცემული ზონალური ნებართვა კი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საგულისხმოა ისიც, რომ „გამარჯვების პარკის“ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა ისე გაიცა, რომ ყველგან მოხსენებულია „ილ. ჭავჭავაძის გამზირის N76-ში არსებულ მიწის ნაკვეთი“,  ფაქტობრივად არსად არაა დაფიქსირებული, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა ხდებოდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხემძღვანელი ანა გაბრიაძე  პარკებში ყველანაირი მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგია.  ორგანიზაციამ  მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით დედაქალაქის მერს 18  ნოემბერს მიმართა, მაგრამ მშენებლობა ჯერჯერობით არავის შეუჩერებია. პარკის ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მშენებლობის ნებართვის  შეჩერების  მოთხოვნით უკვე  მიმართა. ეს მშნებლობა ბოლო წლებში  რიგით მე-4 შენობაა, რომელიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაიწყო.  მიუხედავად მუდმივი წინააღმდეგობისა, ვაკის პარკში მშენებლობა პერმანენტულად გრძელდება.

 

 

 

Comments 

 
#1 lasha 2011-12-02 07:13
tan iseti ukanonobaa rom avoeeeeeeeeeeee e
gasdit da aketeben magram rodemde?
Quote
 




gamokitxva