ადმინისტრაციული საჩვრების ისტორია ბეჭდვა ელფოსტა

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  დედაქალაქის მერიისგან საჯარო ინფორმაციას სისტემატიურად ვერ იღებს. იშვათად მიღებული პასუხები კი არასრულია. ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი წერილები, ხშირ შემთხვევაში უპასუხოდ რჩება, ამით კი ირღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიული მოთხოვნები. ორგანიზაცია იძულებულია, ასეთ შემთხვევებში  დედაქალაქის მერს საჩივრით მიმართოს. დედაქალაქის მერს „უსაფრთხო სივრცემ“ ადმინისტრაციული საჩივრით არაერთხელ მიმართა.  თუმცა უშედეგოდ.   სამწუხაროდ საჯარო ინფორმაციის მოპოვების ერთადერთ გზად   სასამართლო რჩება.

 

საჩივარი მერს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“-მ გასული წლის 05 დეკემბერს დედაქალაქის მერიისგან,  შპს “ფორესტ კონსალტინგისა“  და დედაქალაქის მერიას შორის 2011 წლის 17 თებერვალს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები მოითხოვა. ქ. თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისაგან, დღემდე არანაირი სახის წერილობითი ინფორმაცია ორგანიზაციას არ მიუღია. `უსაფრთხო სივრცე`-მ, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, მერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

 `უსაფრთხო სივრცე` -მ  ეკონომიკის სამინისტროს   საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, საქართველოს მთავრობას საჩივრით მიმართა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და თბილისის `დედნროლოგიური პარკი~, დაცული ტერიტორიის შემადგენლობიდან გამოვიდა. შესაბამისი ცვლილება `თბილის ეროვნული პარკის შესახებ` კანონში, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის ზღვის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგვაში გადავიდა.  არასამათავრობო ორგანიზაცია `უსაფრთხო სივრცე`-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაცემული ტერიტორიიების რუქა გასული წლის 25 ნოემბერს მოსთხოვა. თუმცა უშედეგოდ. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისთვის `უსაფრთხო სივრცე`-მ ვერა ქობალიას უწყებას საქართველოს მთავრობაში უჩივლა.

საჩივარი მერს

არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცე" თბილისის მერიისაგან 2009-2011 წლებში ჩატარებული ფიტო სანიტარული კვლევების შესახებ დოკუმენტაციას ითხოვს. ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, მერიას  2011წლის 7 დეკემბერს მიმართა. თუმცა `უსაფრთხო სივრცეს` საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისგან, დღემდე არანაირი სახის წერილობითი ინფორმაცია არ მიუღია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული  საჩივრით დედაქალაქის მერს მიმართა.

აღსანიშნავია ის, რომ ფიტო სანიტარული კვლევების ჩატარების შესახებ დოკუმანტაცია, ორგანიზაციამ პირველად  ოქტომბერში გამოითხოვა.  საჯარო ინფორმაციის მიუღებლობის გამო, ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივრით დედაქალაქის მერს მიმართა. „უსაფრთხო სივრცე“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას სასამართლოს გზით  გეგმავდა, მაგრამ დედაქალაქის გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ ჩალაძე ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ანა გაბრიაძეს საჯარო ინფორმაციის გადაცემას დაპირდა.  დაპირების მიუხედავად, კვლევების გაცემის თაობაზე, ორგანიზაციას საჯარო ინფორმაცია  დღემდე არ მიუღია.

 

 




gamokitxva