Safe Space Tbilisi

პარტნიორები


იპოდრომზე ხეების ჩეხვა გრძელდება ბეჭდვა ელფოსტა

22 იავნარს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა ზარი. საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩების მაცხოვრებლები აპროტესტებენ იპოდრომზე ჩოგბურთის კორტების მიმდებარედ მრავალწლოვანი კედრებისა და ფოთლოვანი ხეების ჩეხვას.

 ადგილობრივთა განცხადებით, ეს არის დანაშაულიც და გულგრილობაც. ხეები იჭრება, რათა უკეთ მოხდეს ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზიდან გამომავალი მშენებარე გვირაბისაკენ სპეცტექნიკის მოძრაობა. ადგილზე მისვლისას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვაჩვენეს გაჩეხილი ხეები და მახლობლად მომუშავე სპეცტექნიკა. მათი განცხადებით, ხეების ჩეხვა დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. მოჭრილია ნედლი და ახალგაზრდა ფოთლოვანი ხეები და ნარგავები, ასევე 70 წლის ხნოვანობის კედრები და ვანდალიზმი ყოველდღიურად გრძელდება. ხეებს შორის მოძრავი მძიმე ტექნიკა და სამშენებლო მასალები აზიანებენ მრავალწლოვანი ხეების ქერქს და ამტვრევენ ტოტებს.

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ ხეების ჩეხვასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს გამგეობას წერილობით მიმართა და ხეების მასიური ჭრების ნებართვები მოთხოვა.