Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ეს ფიჭვები განწირულია? ბეჭდვა ელფოსტა

{youtube}3E-L3adhGlk{/youtube}

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ ისანი-სამგორის რაიონში მოსკოვის პროსპექტზე მრავალწლიანი ფიჭვნარის შემოღობვას აპროტესტებს. ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოსული განცხადების მიხედვით, მოსკოვის გამზირზე მე- 4 კვარტლის, მე-3 კორპუსის მიმდებარედ, ფიჭვნარი შემოღობეს და იქ მშენებლობას იწყებენ.

moskovis prospeqti 2 უცნობია რა შენდება ტერიტორიაზე სადაც მრავალწლიანი ნარგავებია, ტერიტორიაზე არ არის საინფორმაციო ბანერი, რომელზეც წესით სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს გამოქვეყნებული.
რისთვის შემოღობეს ტერიტორია და გაცემულია თუ არა ნარგავების მოჭრის ნებართვა
ამ საკითხის გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაციამ დედაქალაქის მერიას, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, ეკოლოგიისა და არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართა.