Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ჭადრის გადარჩენა მოვასწარით ბეჭდვა ელფოსტა

{youtube}D0EB2ds-H3Y{/youtube}

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო  სივრცე“-მ   ვაკეში, ფალიაშილის ქუჩაზე მრავალწლიანი ჭადრის ჭრის ფაქტი გააპროტესტა.

 

ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებით,  ფალიაშვილის № 33 ა-ში ჯანმრთელ ჭადარს  ჭრიდნენ.

გაირკვა, რომ ჭადარი კორპუსის  მამასახლისის ჯაბა წულაძის  მოთხოვნით იჭრებოდა. გამგეობის მიერ გაცემულ ნებარვაში კი ეწერა , რომ ხე დაზიანებული და ავარიული იყო. ვიზუალური დათვალიერებით ხეს არც დაზიანება და არც ავარიულობა  არ ეტყობოდა .  ჭადრის  მოჭრაზე ნებართვა  ვაკე-საბურთალოს გამგეობამ გასცა.

 „უსაფრთხო სივრცემ “  გამგეობის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელს,  ჭადრის ხის მოჭრის შეჩერება მოსთხოვა .

მას შემდეგ რაც ჭადარს  დამცველი გამოუჩნდა, ხის ჭრა შეჩერდა.   ჭადრის მოჭრის გადაწყვეტილება , გადაბელვით შეიცვალა.

თუ რატომ  ჭრიდნენ ჭადარს, „უსაფრთხო სივრცე“-მ თბილისის ვაკე-საბურთალოს  გამგეობას წერილობით უკვე მიმართა.

 

dscn1993