Safe Space Tbilisi

პარტნიორები


კრწანისელები დახმარებას ითხოვენ ბეჭდვა ელფოსტა

{youtube}R_RH6mP6lJU{/youtube} 

 

თბილისში, კრწანისის დასახლებაში წიწვოვანი ხეებით დაფარულ 338 კვ.მ. ფართობს განადგურება ელის. 

მოსახლეობა წლების განმავლობაში   მწვანე ნარგავების განადგურებას ხელს უშლიდა.  მოქალაქე ლელი  კეკელიძემ მიწის ნაკვეთი  წლების წინ კრწანისის მესამე ჩიხში შეიძინა. საცხოვრებელი სახლის აშენება კი კრწანისის პირველ ჩიხში სურს, სადაც მრავალწლიანი ნარგავები დგას. საკადასტრო რუკის მიხედვით, მიწის ფართობი პირველ ჩიხს ემთხვევა. ბინის მშენებლობისთვის კი აუცილებელი ხდება წიწვოვანი ხეების გაჩეხვა.  მოსახლეობა მწვანე ნარგავების განადგურების და  მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. კრწანისელების თქმით   მშენებლობის შემთხვევაში იკეტება კორპუსებთან მისასვლელი გზა. მოსახლეობა კარგავს ტროტუარის ნაწილსაც. კრწანისელებისთვის გაუგებარია რაშია საქმე. 

დავა, კრწანისის პირველი ჩიხში მაცხოვრებლებსა და ლელი კეკელიძეს შორის  2003 წლიდან მიმდინარეობს.   

კრწანისის მოსახლეობა,  არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ -ს დახმარებას სთხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა გაბრიაძემ  განცხადებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს კრწანისის ქუჩისა და კრწანისის პირველ ჩიხს შორის მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მართლზომიერების ფაქტთან დაკავშირებით,   გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

 აღნიშნულ საკითხზე რეაგირების მიზნით, საქმე თბილისის ისანი- სამგორის რაიონულ პროკურორს ვალერი ლაცუზბაიას გადაეგზავნა.

krwanisis mosaxleoba.mov_000597330