Safe Space Tbilisi

პარტნიორები


მოსკოვის გამზირზე ფიჭვები ღამით გაჩეხეს ბეჭდვა ელფოსტა

4 თებერვალს 10 საათზე  დარეკეს. გაისმა შეშინებული ხმა -  ხერხავენ!   რეკავდნენ მოსკოვის გამზირიდან, სადაც ჩვენ ერთი დღით ადრე ვიყავით. 1 საათში ადგილზე ვიყავით . ფიჭვებს კი არ ხერხავდნენ, ექსკავატორის ჩამჩით აქცევდნენ და მერე ჭრიდნენ, ფაქტიურად ყველაფერი მორჩენილი იყო. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ულამაზესი ფიჭვნარი დავტოვეთ - ის აღარ არსებობდა, 70-მდე ფიჭვი  2 საათში გაანადგურეს...

დაჩეხილი ხეები ეყარა, თან ჭრიდნენ,  თან გაჰქონდათ. ჩვენს თვალწინ ექსკავატორმა კიდევ რამდენიმე  ხე წააქცია.  ორი დღის წინ, როცა მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებმა ცხელ ხაზზე დაგვირეკეს, სამუშაოები მხოლოდ იწყებოდა, ტერიტორიას ღობავდნენ, საინფორმაციო დაფა კი ღამითაც არ იყო გამოკრული .

რამდენიმე შეშინებული  მოსახლე  ქუჩაში დგას.   კორპუსის ფანჯრები განათებულია- ფანჯრებთან ადამიანები დგანან.  ირგვლივ ბევრი მანქანაა, მოედანზე კი თხუთმეტამდე ჯანიანი მამაკაცია.  ჩვენ მათთნ დალაპარაკება ვცადეთ - ზურგი შეგვაქციეს,  თან სახეებს მალავდნენ. რამდენჯერმა ჩაიარა საპატრულო პოლიციის მანქანამ. ეს იყო და ეს - გუშინდელი ზღაპრული ფიჭვნარი გაქრა.

{youtube}zLbsb66euSg{/youtube}