Safe Space Tbilisi

პარტნიორები


კიკვიძის ბაღი გაჩეხეს ბეჭდვა ელფოსტა

20 თებერვალს დილით კიკვიძის ბაღში მრავალწლიანი მწვანე ნარგავები გაჩეხეს. ტერიტორია თებერვლის დასაწყისში შემოღობეს. გავრცელებული ინფორმაციით აქ პოლიციის შენობის მშენებლობა იგეგმება. მოსახლეობამ „უსაფრთხო სივრცე“- ს თებერვლის დასაწყისში დასახმარებლად მიმართა. 


თუ რისი მშენებლობა იგეგმება კიკვიძის პარკის ტერიტორიაზე, ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“-მ დედაქალის მერიას წერილობით პირველ თებერვალს მიმართა, თუმცა პასუხი ორგანიზაციას დღემდე არ მიუღია. მორიგი წერილი ორგანიზაციამ ცხრა თებერვალს, დედაქალაქის არქიტექტურის სამსახურს გაუგზავნა და კიკვიძის ბაღის ტერიტორიაზე შეთანხმებული პროექტის, ქსეროასლები მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. წერილის პასუხი ორგანიზაციას დღემდე არ მიუღია. 
„უსაფრთხო სივრცე“ კიკვიძის ბაღში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. 
თბილისის მერიის ოფიციალური ვებ გვერდის urban.ge-ს , 7 თებერვლის მონაცემებით კიკვიძის პარკი, გამწვანებულ ტერიტორიას, სარეკრეაციო ზონა №2 წარმოადგენს. აქედან გამომდინარე პარკის ტერიტორიაზე პოლიციის შენობის მშენებლობა დაუშვებელია!
შეგახსენებთ, რომ პოლიციის შენობის ასაშენებლად, თებერვლის დასაწყისში მოსკოვის გამზირზე მრავალწლიანი ფიჭვები მოჭრეს.

 

{youtube}ClbDZygskxA{/youtube}

{youtube}lDCYPmXmRRI{/youtube}

 

სტატია "ლიბერალ–ში"

http://liberali.ge/statia/giorgi-gogua/kikvidzis-ba