ღია წერილი ბეჭდვა ელფოსტა

                                                                                                                             თბილისს მერს

ბატონ გიგი უგულავას

 

                                                                                თბილისი  საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონ ზაალ სამადაშვილს

 

                                           თბილისის ეკოლოგიის და გამწვანების სამ სახურის უფროსს

                                          ბატონ გიორგი ქორქაშვილს

                                                                                            

ღია წერილი

 

                 თბილისის უბნებში   ხეები  მასიურად  ხმება.  არასამთავრობო ორგანიზაციამ „უსაფრთხო სივრცე“ პარკებსა და ქუჩებში  არსებული ხე-მცენარეების  ხმობის მიზეზების  დასადგენად, მცენარეთა დაავადებათა სპეციალისტებს მიმართა. 2011წ. აგვისტო - სექტემბერში  ჩატარდა კვლევები, აგრეთვე  ფოტოებზე დაფიქსირდა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც შექმნილია თბილისის სხვადა სხვა უბნებში. კვლევა ჩატარდა 10 ობიექტზე : დავით აღმაშენებლის ხეივანში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის ტყე პარკში, ვაკისა და დენდრო პარკებში, კიკვიძის ბაღში, კახეთის გზატკეცილზე  და დაიდო 13 დასკვნა, რომლებშიც  მოცემულია ხმობის მიზეზების ანალიზი და სპეციალისტების რეკომენდაციები.

 ქალაქის მწვანე საფარის ჯანმრთელობა,  ქ. თბილისს მერიის ზრუნვის საგანია . ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური,  ატარებს  ტენდერს.  გამარჯვაბულს ევალება დაავადებათა დადგენა და მათთან  ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.  ზუსტად  ამ  დასკვნების საფუძველზე, შემდგომში ტარდება ფიტოსანიტარელი ღონისძიებები.  ამ  კვლებებისთვის,  შარშან, 2011 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 40 ათასი ლარი.  2011წ.  30 სექტემბერს ჩვენ მივმართეთ თბილისის მერიას თხოვნით,  წარმოედგინა ჩვენთვის   კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები.  სამწუხაროდ,  პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ჩვენს მიერ   დაკვეთილი ზემოთხსენებული   კვლევის  შედეგად, კი  შემდეგი სურათი გამოვლინდა:

ჩამოთვლილ ობიექტებზე,  მწვანე ნარგავებს სოკოვანი დაავადებები და  მავნებლები აზიანებენ, რაც მათ ხმობას იწვევს.  განსაკუთრებით  საგანგაშო მდგომარეობაა  გლდანი- ნაძალადევის რაიონში.---

 ქერჩის ქუჩაზე, გლდანში , შავი ფიჭვების ხეივნის უმეტესი ნაწილი, დაავადებისგან შარშანწინ გახმა . მცენარეებს დაავადება დაახლოებით სამი წლის წინ გაუჩნდა. მაშინვე  მისი შემდგომი გავრცელების აცილების მიზნით,   გამხმარი  ხეები უნდა  მოეჭრათ და გაეტანათ , ვინაიდან  ისინი ინფექციის წყაროს წარმოადგენენ, დაავადებული მცენარეები კი შეეწამლათ.  გამხმარი ხეები დღესაც  მოუჭრელია . დაავადება კი მთელ გლდანში გავრცელდა. მეცნიერების დასკვნაში ჩაიწერა: „დაავადება გავრცელების მიხედვით ინტენსიურ ხასიათს ატარებს“

 იგივე  გვარის სოკოვანი დაავებები წელს ფიჭვებზე  დიღმის ტყე პარკშიც  გამოვლინდა.2006, 2007, 2008 წლებში აქ სისტემატიურად ტარდებოდა წამლობა.  2006 წ. დიღმის ტყე პარკში ჩატარდა პასპორტიზაცია ინვენტარიზაცია , პირველადი ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლა. სურათი ნამდვილად შემზარავი იყო. მავნებელი და სოკოვანი დაავადებები გავრცელებული იყო როგორც წიწვოვან, ასევე ფოთლოვან მცენარეებზე . უმძიმესი იყო უნიკალური 200 წლიანი მუხების მდგომარეობა.   3 წლის განმავლობაში  წელიწადში 2-ჯერ  ტარდებოდა წამლობები. წამლობას წინ უძღვოდა ტერიტორიის გაწმენდა  ხმელი და დაავადებული ხეებისგან. მოჭრილი ხეების კუნძები ამოიძირკვა და მხოლოდ მას შემდეგ, ყველა წესის დაცვით, მცენარეები  შეწამლეს.  სპეციალისტებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს: ტყე-პარკი გადარჩა.  ფაქტიურად ბოლო 3 წლის მანძილზე ტერიტორია კვლავ ყურადღების გარეშეა  დარჩენილი. არ ტარდება არც მონიტორინგი, არც შეწამვლა.

2011 წ. აგვისტოში დიღმის ტყე პარკიდან აღებული იყო  ფიჭვის, მუხის, ხმელთაშუ ზღვის მუხის, ნეკერჩხლის ,კურკოვნების დაავადებული ტოტების , ფოთლების და წიწვების  ნიმუშები. არსებობს  ამხელა შრომით მიღწეული    შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე . ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ გარდა იმ დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება აღორძინდეს  დიღმის ტყე პარკის ტერიტორიაზე, გლდანიდან   ფიჭვის  ხმობის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები გადმოვიდა.

მძიმე ვითარებაა  დავით აღმაშენებლის ხეივანში. ამ ტერიტორიის შესწავლის შედეგად მიღებულ  დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფიჭვების ხმობა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:  გავრცელებული სოკოვანი დაავადებით და მავნებლებით, ჭარბტენიანობით -(  ზოგ ადგილას შეიმჩნევა  დაჭაოებაბა.  სავარაუდოდ, კომუნიკაციების დაზიანება)  აგრეთვე შეიმჩნევა, ახალდარგული   მცენარეების ხმობა, რაც მოურწყველობით არის გამოწვეული.

 იანვარში კი, აღმაშენებლის ხეივანში, კომუნიკაციების შეცვლის დროს, უამრავი ხე დაზარლდა და გაიჩეხა.

მუხიანიში კი დაავადებულია  მუხები.  მოსახლეობა ვის არ მიმართავდა ამის შესახებ…

თბილისში  არ მოიძებნება დენდრო პარკის მსგავსი მასშტაბის, დაგეგმარების  მრავალფეროვნების, სილამაზის  ტერიტორია.  სამწუხაროდ, აქაც შექმნილია უმძიმესი ფიტოსანიტარული მდგომარეობა.  მეცნიერებმა შეისწავლეს ვერცხლისფერი ნაძვის, მუხის, ცხენის წაბლის, კედარის ნიმუშები.  დადგინდა დაავადებები,როგორც სოკოვანი, ასევე მავნებლები.  დასკვნაში კი ჩაიწერა ---“ზემო აღნიშნული მავნე  ორგანიზმების განვითარებას, ხელს უწყობს სისტემატიური მოუვლელობა,  დენდრო პარკის ტერიტორიაზე მოშლილია სარწყავი სისტემა და გვალვების დროს არ ხორციელდება მორწყვა.  აგრეთვე, ზოგ ადგილას,  ტერიტორია დაჭაობებულია (მილების გაუმართაობის შედეგად). აღნიშნული ფაქტები ხელს უწყობს მცენარეთა დასუსტებას, მავნე ორგანიზმების გავრცელებას და ხმობას.”

ვაკის პარკში ცენტრალური  კედრების ხეივნის ნაწილი რამდენიმე  წელია  გახმა, დაავადების კერები გავრცელდა პარკის მთელ ტერიტორიაზე. გავრცელდა როგორც სოკოვანი დაავადებები,  ასევე მავნებლები.

მოსკოვის პროსპეკტზე დაავადებულია კაკლები.

კახეთის გზატკეცილზე  დაფიქსირდა   ცაცხვის სოკოვანი დაავადებაა.

კიკვიძის პარკში    სხვადასხვა გვარის სოკოვანი დაავადებები გამოვლინდა ცაცხვზე, თუთაზე, ნეკერჩხალზე, კედარსა და ჭადარზე. 

 

მარშალ გელოვანის გამზირზე  სოკოვანი დაავადებები გამოვლინდა კიპარისებზე და თუთებზე.

თითქმის ყველა დასკვნა სრულდება შემდეგი სიტყვებით მავნებელ დაავადებათა შემდგომში გავრცელების  თავიდან აცილების მიზნით და მასიური ხმობის შესაჩერებლად,  აუცილებელია მავნე ორგანიზმების წინააგმდეგ, დაუყოვნებლივ  ჩატარდეს სანიტარულ -ჰიგიენური ღონისძიებები,.....მცენარეთა გადარჩენა- გაჯანსაღების მიზნით, მომდევნო წლის გაზაფხულზე , მაისის დასაწყისში, უნდა ჩატარდეს კომბინირებული წამლობა. ..... შემდეგი წამლობა უნდა  ჩატარდეს პირველი წამლობიდან 15-20 დღის შემდეგ“

 ზამთრის პერიოდში,  ვეგეტაციის დასაწყისამდე, დაავადებებიც მიძინებულია. გაზაფხულზე კი,  ვეგეტაციის დაწყებისთანავე,  მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ჩვენს მიერ შესწავლილი იყო მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები. სამწუხაროდ, ვიზუალურადაც ჩანს, რომ   დაავადება გავრცელდა  დიღმის კვარტლებში,  სანაპირო ზოლში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე- დაუყონებლივ მისაღებია ზომები. გაზაფხულზე დროულად უნდა ჩატარდეს მონიტორინგი  და განისაზღვროს  ჩასატარებელი ღონისძიებები, რომლის ჩატარება აუცილიბელია სწორედ,  არჩეულ პერიოდში და წესების დაცვით,  რათა მათ შედეგი გამოიღონ.

მოგმართავთ თხოვნით,  დროულად გააკეთოთ ყველაფერი, რომ  შეჩერდეს დაავადებების გავრცელება  და ხეების ხმობა.

 

ა.ა.ი.პ „უსაფრთხო სივრცი“

თავმჯდომარე  ანა  გაბრიაძე

 

                                

 




gamokitxva