ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას?! ბეჭდვა ელფოსტა

თბილისში მშენებლობების ბუმია.  ახლახან   ესტაკადები და გვირაბები დედაქალაქში   ახალ სამშენებლო მიმდინარეობად იქცა. გაჩნდა ბანერები, რომლის წარწერითაც თავაზიანად ბოდიშს უხდიან მოქალაქეებს, მხოლოდ  იმისათვის, რომ დროებით მოძრაობა შეეზღუდებათ, თუმცა  არავინ   არაფერს ამბობს იმაზე, რომ ამ მშენებლობებს  ათობით მწვანე ნარგავი და მრავალწლიანი ხეები ეწირება.

 

   გუშინ,  ჩვენ სავალალო სურათის მხილველები გავ ხდით- მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილი ხიდის მიმართულებით, 800 მეტრის მანძილზე  ერთ მწკრივში 47 მრავალწლიანი ჭადარი  დავთვალეთ  ძირში მოჭრილი, ეს ის ხეებია, 60 წელზე მეტია მწვანე დარაჯებად რომ  ედგნენ ქალაქს და თბილისელების ჯანსაღ გარემოს ემსახურებოდნენ.  -კომუნიკაციები იცვლება და ალბათ გზა გაფართოვდება, გვითხრა სანაპიროზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა  მუშამ, მაგრამ მალევე გაგვერიდა და მეტი განმარტება აღარ მოუცია. იქვე დგას სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც თვალყურს ადევნებენ , როგორ ცვივა მიწაზე მორებად ქცეული ხეები, მაგრამ ჩვენთან  კომენტარს არ აკეთებენ . კითხვები კი ბევრი გვაქვს: ვინ გაანადგურა  და რატომ გაიმეტეს მრავალწლიანი ჭადრები?  რა უფრო მთავარია  დედაქალაქისთვის -  გზების გაფართოება თუ  ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, ვინ უნდა დაიცვას ცოცხალი  ორგანიზმები?

            სანაპიროს ასე ნელ-ნელა ეცლება   მწვანე  მწკრივი.  რიგში სხვა  ჭადრები  დგანან, ალბათ მალე თბილისში ლამპიონები ჭადრების გარეშე ჩაქრება და „აქ ხომ ჭადრებიც მღერიან“ მხოლოდ   სიმღერაში დარჩება. სიმღერა იქეთ იყოს და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებაა,-ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში(მუხლი 37)  

  თბილისში მშენებლობების ბუმია, კარგია როცა მშენებლობა აღმშენებლობასაც გულისხმობს. ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას?

  

 




gamokitxva