საჯარო ინფორმაცია საჯაროდ იმალება? ბეჭდვა ელფოსტა

2011 წლის 5 დეკემბერს, ააიპ “ უსაფრთხო სივრცემ “ ქ. თბილისის მერიას, კანონით დადგენილი წესით მოსთხოვა საჯარო ინფორმაცია-თბილისის მერიასა და შპს“ფორესთ კონსალტინგს“  შორის 2011 წლის 17თებერვალს   გაფორმებული  ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნები, რაზეც წერილობითი პასუხის მიუღებლობის შემდეგ ‘უსაფრთხო სივრცე“ იძულებული გახდა  თბილისის მერისათვის ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა.

 ამჯერად და მერეც, მერიიდან მიღებული წერილები კი არ აკვალიანებდა, არამედ  პირიქით, ყოველი პასუხი  უფრო და უფრო  აშორებდა  და  გაურკვეველს ხდიდა  დაინტერესებული მხარის მოთხოვნას.  უფრო მეტიც, პასუხის მისაღებად  ისეთ ვებგვერდებზე ამისამართებდნენ, სადაც  მოთხოვნილი ინფორმაცია   არ იძებნება.

29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოუსმინა მხარეებს და  დავა არასამთავრობო ორგანიზაციასა და თბილისის მერიას შორის რთული კატეგორიის საქმეს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება 2012 წლის 10 აპრილს გამოცხადდება.

 




gamokitxva