Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ძველი ბაღები ახალ სახლებს ეწირებიან! ბეჭდვა ელფოსტა

{youtube width="500" height="400"}84Y1hdG3ynM{/youtube}

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალი 1960-70-იან წლებში აშენდა და აქაურები ამ დროიდან ზრუნავდნენ კვარტლის გამწვანებაზე.ასე შეიქმნა თითოეული კორპუსის  მიმდებარედ ბაღები და სკვერები, რომლებიც დაგეგმარებულია კორპუსის მიმდებარე გამწვანებად.როგორც ირკვევა, 1994 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილებით,იმჟამად ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ თამაზ ცანავამ დაიმაგრა მეხუთე კვარტლის მე-8, მე-10, 24-ე „ა“ და“ბ“ კორპუსების შუაგულში მდებარე 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთი(სკვერი).

ახლახან, 2012 წლის 15 მარტს თამაზ ცანავამ გაასხვისა აღნიშნული მიწის ნაკვეთი (რომლის საკუთრების კანონიერება სადავოა და დასადგენი) ახლა ნაკვეთის ახალი მეპატრონე-შპს. „მმბ“ გეგმავს მრავალსართულიანი  სახლის მშენებლობას. მეხუთე კვარტლის მცხოვრებლებმა (148 ხელმოწერით) მიმართეს თბილისის მერს და ითხოვენ, არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა და დაცული იქნას მოქალაქეთა კანონიერი უფლებები-იცხოვრონ ჯანმრთელ გარემოში და გადარჩეს წლობით გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები და მწვანე საფარი.

 

მშენებლობა შეჩერებულია

 

რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციას“უსაფრთხო სივრცე“ მომართა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მცხოვრებლებმა  და  გვთხოვეს, მათი კორპუსების შუაგულში მიწის ნაკვეთზე- სკვერში მშენებლობის ნებართვის შეჩერებაში დავხმარებოდით, რადგან ჯერ კიდევ სადაო და გასარკვევია ამ ნაკვეთის გასხვისების კანონიერება. მოსახლეობის მტკიცებით, ეს ნაკვეთი ორმოც წელზე მეტია, რაც მათ სარგებლობაშია  და მათივე გამწვანებულია, 1964 წლიდან მიწის ეს ნაკვეთი დაგეგმარებულია, როგორც  საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გამწვანება.ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, თამაზ ცანავამ დაისაკუთრა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლახან, 2012 წლის 15 მართს გაასხვისა. ახალი მესაკუთრე შპს „მმბ“ ახლა მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის აპირებს. თუკი ქალაქის შესაბამისი სამსახურები მშენებლობის ნებართვას გასცემს, ამით  გაუარესდება ათობით ადამიანის საცხოვრებელი პირობები დაიხშობა სივრცე,განადგურდება მწვანე ნარგავები.

           5 აპრილს მივიღეთ შეტყობინება, როგორც გვაცნობეს,  თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ტერიტორიაზე  „მშენებლობის ნებართვის გაცემა ამ ეტაპზე არ გაცემულა“.