ბარათაშვილის ქუჩაზე ცაცხვები აღარ შეგეგებებათ ბეჭდვა ელფოსტა

17 აპრილს ორგანიზაცია”უსაფრთხო სივრცის” ოფისში მოქალაქეებმა შეგვატყობინეს, ქალაქის შუაგულში-ბარათაშვილის ქუჩაზე  მრავალწლიანი ცაცხვები იჩეხებაო და დახმარებას ითხოვდნენ. ადგილზე მისულებს, მართლაც სავალალო სურათი დაგვხვდა,  ბენზოხერხების გუგუნში ახალგაფოთლილი, მრავალწლიანი ცაცხვები  ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა მიწაზე და შესაშური სისწრაფით გაქონდათ სატვირთო მანქანებს.

ადგილობრივი მცხოვრებლებისა და გამვლელების გულისტკივილს არავინ უსმენდა. სულ რამდენიმე წუთით მოვახერხეთ კომენტარი გვეთხოვა ქალაქის გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ჩალაძისათვის, რომელიც გვარწმუნებდა, რომ ნარგავების დაგაბელვა და დაგახალისება ხდებოდა, თუმცა ვერ დაგვარწმუნა,  ჯანმრთელი ცაცხვების ნაცვლად, რატომ ირგვებოდა კიპარისები და ვისი გადაწყვეტილება იყო  მრავალწლიანი ხეების განადგურება.

 

  - ეს ცაცხვები გასული საუკუნის ოთხმოცინ წლებში დაირგო და ახლო-მახლო კორპუსის მცხოვრებლებმა გავახარეთ, ვუვლიდით, ვრწყავდით, ჩვენს თვალწინ გაიზარდა და ულამაზესი მწვანე რიგი გაკეთდა- გვიხსნიდა ქალბატონი მაია მანიჟაშვილი,- მარტო დარგვა კი არა, ამის გახარებაა რთული, გასულ წელს აქვე,

ბავშვთა გალერეასთან მინისტრმა გოგა ხაჩიძემაც ჩარგო ხეები, მაგრამ მერე არავის მოუკითხავს და ერთიც არ გახარებულა.

 

-         რატომ ჭრით, ვისი ბრძანებით, ვცადეთ გაგვერკვია მწვანეჟილეტიან , ხერხმომარჯვებულ მამაკაცებთან.- უკეტესს დავრგავთ, გვიპასუხეს  და ცაცხვებთან ომი გააგრძელეს. ირონიულად მოდვეჩვენა მათი ეს პასუხი და მათ ჟილეტებზე საგულდაგულოდ გაკეტებული წარწერაც-გაამწვანე შენი ქალაქი.


 

ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ახალი ორმოები ისევ ითხრება, რაც გვაფიქრებინებს, რომ  ძველი ნარგავების განადგურება ღამითაც გაგრძელდება.

დღისით გადაბელილი ცაცხვები კი ძირში მოიჭრება, რადგან კიპარისების ახალი ნარგავები ზედ ცაცხვის ძირებშია ჩარგული და ამას ნებისმიერი მნახველი მიხვდება, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე ცაცხვები აღარასდროს შემოგეგებებათ.

 

p.s.  როგორც spa.gov.ge  ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 010406/30/ 84-2 შევიტყვეთ, ბარათაშვილის ქუჩაზე ცაცხვების განადგურება   და ახალი კიპარისების ჩარგვა 225 ათას ლარადაა შეფასებული.

 

 

 




gamokitxva