Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისური გამწვანების პარალელები ბეჭდვა ელფოსტა

თბილისი, თავისი განსაკუთრებული   ადგილმდებარეობის გამო, ოდითდან სიმწვანით გამოირჩეოდა. დედაქალაქის ზრდა-განვითარებას , ახალი საცხოვრებელი უბნების მშენებლობას ასობით ხე ეწირებოდა,წლების მანძილზე  ასე გაიკაფა თუთის ტყეები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავები თბილისის შემოგარენში, თუმცა მაღალსართულიანი სახლებისა თუ იტალიური ეზოების მცხოვრებლები ზრუნავდნენ საკუთარი გარემოს გამწვანებაზე  და ახლა  თბილისში არაერთი ეზოა ამის თვალსაჩინო მაგალითი,სადაც დღეს მრავალწლიანი მუხა, ჭადარი, ცაცხვი, კიპარისი, კედარი თუ კაკალი დგას.

 ხშირად თბილისის გამწვანებისათვის უჩვეულო ჯიშებსაც შეხვდებით-პალმები, ლიანები, აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ენდემები, რომელიც აქ ადამიანების განსაკუთრებულმა მოვლა-პატრონობამ გაახარა.

                 ორგანიზაცია“უსაფრთხო სივრცის“ ობიექტივმა ერთ-ერთი ასეთი მწვანე ეზო მაშინ აღმოაჩინა, როდესაც თბილისის მერიის სამსახური ქუჩის ნარგავებს ჩეხავდა, იქვე, ეზოს შიგნით კი სულ სხვა რეალობა დაგვხვდა.  ბოტანიკური ბაღის კუთხეს ჰგავდა პატარა, იტალიური ეზო და მწვანედ ხასხასებდა მრავალწლიანი ხეები, ყვაოდნენ პალმები და ვარდები. ყველაფერს ადამიანების მზრუნველი ხელი ეტყობოდა

             - მართალია, ეზო პატარაა,  მაგრამ არც ერთხელ არ გვიფიქრია თუნდაც ერთი ხე მოგვეჭრა გაფართოების მიზნით, ეს ხეებიც აქაურობის ისეთი სრულუფლებიანი მაცხოვრებლები არიან, როგორც ჩვენ და ამათაც აქვთ სიცოცხლის უფლება-გვითხრა მობინადრემ, რამაც კარგი იდეა გაგვიჩინა-გამოვავლინოთ თბილისური მწვანე ეზოები.