რუსიკო ხუნწარიას ძაღლები ბეჭდვა ელფოსტა

 -კარგი დღე მაქვს, მოწყალება გაიღეს ადამიანებმა- რაღაც ფული მომცეს, ახლა წავალ და საჭმელს ვიყიდი, ეს იცით რას ნიშნავს ჩემთვის?

 ბედნიერი ვარ, დღეს დაპურებულები მეყოლებიან, წამოდით ნახეთ, როგორ მელოდებიან- ამბობს რუსიკო ხუნწარია და მისი ოთხფეხა მეგობრების თავშესაფრების სანახავად გვეპატიჟება.

 

    ეს ის ძაღლებია, რომლებიც რუსიკომ მოსაკლავად განწირულები გალიებს გამოსტაცა, ზოგი ბუნკერებიდან ამოიყვანა, ბევრიც ქუჩებში მაწანწალობიდან დაიხსნა და ახლა მათი სიცოცხლისათვის ისე თავგანწირვით იბრძვის, როგორც ადამიანებისთვის იბრძვიან ხოლმე.

 ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცის” ფოტოკამერამ   სოფელ ლისის სამ თავშესაფარში რუსიკო ხუნწარიას გადარჩენილი ძაღლები გადაიღო, რომელიც მხოლოდ ადამიანების შემოწირულობებითა და ამ ქალბატონის გასაოცარი  ჰუმანურობის წყალობით სულდგმულობს.

 

      

 




gamokitxva