ახალი ჰესები - შეტევა ბუნების წინააღმდეგ! ბეჭდვა ელფოსტა

 ლიბერტანიალური  ქვეყნის  უახლესი  საბჭოთა  ჰესები

 

07051საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, მეცნიერული დასკვნების უგულვებელყოფით  დაიწყო ჰიდრორესურსების გამოყენება, განაახლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის  ოთხმოცდაათიან წლებში შეჩერებული ხუდონჰესის მშენებლობა, სადაც  დაგეგმილია, აშენდეს 702 მგ. ბ. მიწისქვეშა ჰიდრო ელექტროსადგური, 220 მ. სიმაღლის თაღოვანი კაშხლითა და 364 მილ.კბ. მეტრზე მეტი წყლის რეზერვუარით. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიტბორება 528 ჰექტარი, წყლით დაიფარება 27 სოფელი, ასობით ოჯახი დაკარგავს საცხოვრებელ ფუძეს, წყლის ფსკერზე აღმოჩნდება არქიტექტურული ძეგლები, ეკლესიები, საფლავები, შეიცვლება ბიოკლიმატი, განადგურდება მცენარეთა და ცხოველთა საფარი, ამ საფრთხეებს საქართველოს ვერც ერთი კუთხე ვერ ასცდება, სადაც  მშენებლობები დაიწყება და  ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება პატარა ქვეყანა. ამ თემაზე  ვესაუბრეთ საზოგადოების “ მწვანე ალტერნატივა“  ხელმძღვანელს, ქალატონ მანანა ქოჩლაძეს.

07055-დღეს სამწუხაროდ,   საქართველოში ჰესების მშენებლობის გადაწყვეტილებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ღებულობენ.  უფრო მეტიც,  მშენებლობა ისე იწყება რომ ხშირად სამშენებლო ნებართვაც კი არაა გაცემული,  რომელიც მოიცავს ასევე  გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, შეუთანხმებელია  გარემოსდაცვითი მართვის გეგმები და სტანდარტები.

არადა, დიდი კაშხლების მშენებლობას დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანებზე და გარემოზე, ვინაიდან დატბორვის შედეგად ხდება დიდი ოდენობი სასოფლო სამეურნეო მიწებისა და ტყეების დატბორვა, ახალი სარკეების წარმოქმნა  იწვევს ტენიანობის ზრდას, ნეგატიური ზემოქმედება აქვს მიკროკლიმატზე, რაც  თავის მხრივ უარყოფითაფ მოქმედებს   ადამიანთა ჯანმრთელობაზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილიც მთის მდინარეების გამოყენებას გულისხმობს. დიდი კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში შესაძლებელი გააქტიურდეს მეწყრული პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობას.

ამასთან, საქართველო სეისმურად მაღალი რისკების ზონაშია განლაგებული. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ წყლის დიდი რეზერვუარები   სეისმურ პროცესებს ააქტიურებს.  ცნობილია ასევე კაშხლის მიერ გამოწვეული მიწისძვრები. შესაბამისად, მსგავსი ფაქტორები გასათვალისწინებელია, სანამ მიიღება გადაწყვეტილება დიდი კაშხლების მშენებლობასთან დაკავშირებით.

07052ამისთვის საჭირო ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც   გაითვალისწინებს ყველა მოსალოდნელ რისკებს. უნდა ჩატარდეს ამ დოკუმენტის რეალური ექსპერტიზა და განიხილოს საჯაროდ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გარემოსა და ადამიანებისთვის სასარგებლო გადაწყვეყტილების მიღება.

დღესდღეობით კი პროცესები  გაუმჭვირვალეა, ამის მაგალითია ნენსკრა ჰესის მშენებლობის საზეიმო დაწყება სვანეთში.  პროექტის განხორციელებას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც ნაკრის, ისე ნენსკრას ხეობებზე და მდინარეების ეკოსისტემაზე. სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე და სრულად შეიცვლება არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი. ნენსკრასა და ხუდონზე დაგეგმილი რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება, ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, გააუარესებს ადამიანთა ჯანმრთელობას და გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებას. მნიშვნელოვნად გააქტიურდება პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში არსებული მყინვარების დნობის პროცესი.

 საქართველოში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაახლოებით 85  ჰესის მშენებლობას გეგმავს. მათ შორის  იგეგმება, დიდი თუ საშუალო სიმძლავრის- ხუდონი, ნამახვანი,  ნეკრას კასკადი, აჭარის წყლის , ჭოროხის კასკადი, დარიალი, ფარავანჰესი....

კიდევ ერთი პრობლემა დაკავშირებულია იმასთან თუ რა კომპანიები  აშენებენ ამ ჰესებს.  კაშხლების მშენებლობა ძალიან რთული საქმეა და აუცილებელია რომ მაღალი კვალფიკაციის მშენებელი კომპანიები ახორციელებდნენ ამ საქმეს.  არ შეიძლება ჰესი ააშენოს იმ კომპანიამ, ვინც გუშინ სასტუმროებს აშენებდა, ეს სრულიად განსხვავებული საამშენებლო პროცესებია. ამასთან სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიცირებული ადამიანური რესურსი,  რომელიც შესძლებს ზედმიწევნითი ზედამხედველობა გაუწიოს მიმდინარე მშენებლობებს, თუმცა მსგავსი  რესურსით  განებივრებულები არა ვართ. მაღალკვალიფიცირებული ჰიდრო ინჟინრების ნაკლებობა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული, ხოლო შემორჩენილი ძველი კადრები კი არასაკმარისია ასეთი მასშტაბების მშენებლობების კონტროლისთვის.

 

07053გარდა ამისა, ჩვენი აზრით,   ამ ჰესების მშენებლობა  არანაირი სარგებელს არ მოუტანს ქვეყნის ბიუჯეტს. , ვინაიდან,  მშენებლობა ხორციელდება  პრინციპით -  აშენება, ოპერირება, ფლობა -პროექტის სპონსორი თავიდან ბოლომდე ამ პროექტის მესაკუთრეა.

ასეთ პირობებში ბიუჯეტის შემოსავლები მინიმალურია, ვინაიდან ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზეა ორიენტირებული, ხოლო ექსპორტი განთავისუფლებულია გადასახადისგან. ამასთან საქართველოში არ არსებობს რესურსის მოხმარების ადექვატური  გადასახადი .  შესაბამისად,  ბიუჯეტში შევა მხოლოდ ქონების და მოგების გადასახადი, რაც ძალიან მცირეა. მაგ. ფარავანის ელექტროსადგურის შემთხვევაში ეს წლიურად 2 მლნ შშ დოლარზე მეტს არ შეადგენს.  ~

ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული რაიმე დამატებითი ბონუსი ქვეყნის თუ ადგილობრივი მაცხოვრებელებისთვის (უფასო ენერგია, ტარიფის დაწევა და ა.შ). მაშინ როდესაც სახელმწიფო მიწასაც (მათ შორის მუნიციპალურ საკუთრებასაც ) კი სიმბოლურ ფასად 1 დოლარად გადასცემს ინვესტორს და ამ  ამ კომპანიებს საშუალება აქვთ ბიზნესინტერესებისთვის  იპოთეკით   დატვირთონ ქონება.

 ასე რომ მთავრობის მხრიდან დიდია ხელშეწყობა კონკრეტული კომპანიებისათვის, ხოლო მოსახლეობის ინტერესების დაცვის მხრივ ფაქტობრივად არაფერი კეთდება. მათ შორის, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც უნდა გადაასახლონ ამ ტერიტორიებიდან, არაა  მომზადებული მათი განსახლების გეგმები, არაა გათვალისწინებული  სასოფლო - სამეურნეო სავარგულებისა თუ საძოვრებით სარგებლობის საკითხი იმ თემებთან მიმართებაში რომელებიც დაზარალდებიან მშენებლობის შედეგად.

ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ გაურკვეველია  მშენებლობის დამფინანსებელთა წარმომავლობა. განმახორციელებელ კომპანიათა ნაწილი  ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული (მაგ. ხუდონ ჰესის მშენებელი ტრანსელექტრიკა), ნაწილს კი სახელმწიფოს 100% წილის მქონე საწარმოები აშენებენ. მაგ. მას შემდეგ, რაც ნამახვანის კასკადის მშენებლობას თურქული და კორეული  კომპანიები გამოეთიშნენ, საქართველოს  ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ  შეიქმნა  ნამახვანის კასკადის მშენებლობის კომპანია  100% სახელმწიფო წილით.  ასევე, სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებლობას საქართველოს რკინიგზა განახორციელებს. 

07054ელექტროენერგეტიკულ სექტორში კერძო ინვესტიციბის მოზიდვის ნაცვლად და ქვეყანაში კერძო საკუთრების და  ლიბერტანიალური  რიტორიკის ფონზე,  ყალიბდება  გარკვეულ წილად საბჭოური ტიპის მმართველობის მოდელი, როდესაც სახელმწიფო უშუალოდ დაინტერესებულია, ჩართულია და ახორციელებს გარკვეული ენერგო ობიექტების მშენებლობას მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რეალურადაა მომგებიანი ეს ობიექტები და რა ზეგავლენა ექნება ბაზარზე.

დღეს, აქტიური მშენებლობების  ფაზაშია დარიალი,  ლარსი, კინტრიში და ფარავანი. საინტერესეოა, ისიც რომ ამ პროექტების, განსაკუთრებით დიდ კაშხლიანი ჰესების,  უდიდესი ნაწილი  ძველი პროექტებია, რომლებიც  საბჭოთა კავშირის დროს დაწუნებული იყო მათ ზემოქმედების გამო გარემოზე და ადამიანებზე.

 არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ მობილიზაცია გაუკეთონ საზოგადოებას, და  ბუნების წინააღმდეგ დაწყებული შეტევას აქციებით დაუპირისპირდებიან, სადაც საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ.

 




gamokitxva