მადათოვის კუნძულის სიმწვანე ნადგურდება! ბეჭდვა ელფოსტა

kortebi

თბილისში, მტკვრის სანაპიროზე  იუსტიციის სახლის დაჩქარებული ტემპით მშენებლობის პარალელურად, დაჩქარებული ტემით იჭრება მრავალწლიანი ხეები– ნაძვები, ჭადრები, ფიჭვები, ცაცხვები... შეგახსენებთ, აქ სულ ცოტა ხნის წინ თბილისელთათვის  თავშეყრისა და დასვენების საყვარელი ადგილი–ჩოგბურთის კორტებიც იყო. ახალმშენებლობა ცისკენ მიიწევს, მიწაზე კი ყოველდღიურად ნადგურდება მწვანე საფარი.  ჭრები თანდათან დედა ენის ბაღისკენ მიიწევს და თუ ასე  გაგრძელდა,სავარაუდოთ აქაურობაც მალე მოტიტვლებულ ადგილად გადაიქცევა, სანაცვლოდ კი აქ წამომართულ შენობაში დაჩქარებული წესით მიიღებთ დოკუმენტებს და  პასპორტს იმის დასტურად, რომ ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ.

 




gamokitxva