Safe Space Tbilisi
პარტნიორები
თბილისში ხეებს მავნებლებმა შეუტიეს | ||
ჯიქიას ქუჩის ბოლოს დასახლებულ უბანში ხეებს მავნებლები შეესია. თეთრ ქსელში გახვეულ ნარგავებსა და ტანსრულ ხეებს მწვანე ფოთოლი აღარ შერჩათ. მავნებლები სწრაფად მრავლდებიან და უფროდა უფრო მეტ პერიმეტრზე ვრცელდება. ასეთ შემთხვევაში ქალაქის მწვავე საფარს განადგურების საფრთხე ემუქრება.
შპს“მცენარეთა დაცვის საწარმოსა“ და თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის სპეციალისტებმა მავნებლების კერა ფიზიკური და ორგანული ქიმიის კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და შეწამვლაც აქედან დაიწყო. ვიზიალური დათვალიერებით ვერ გვითხრეს, რა მავნებელია ეს და სპეციალისტების-ენტომომოლოგების დასკვნას ელოდებიან, თუმცა გვარწმუნებენ, რომ გავრცელების კერა მთლიანად ლოკალიზებულია .
|