ბოტანიკური ბაღი ბეჭდვა ელფოსტა

 საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღს დიდი ხნის ისტორია აქვს.

ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში თბილისის სამხრეთით, მდინარე  წავკისისწყლის ქვემო ნაწილში  გაშენებული იყო დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების სამეფო ბაღი, რომელსაც ბოტანიკური ბაღის სტატუსი 1845 წელს მიენიჭა.

 

 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (თბილისი) ფართობი 98 ჰექტარია და ბაღის კოლექციებში კავკასიისა და სხვა რეგიონების 3500-ზე მეტი სახეობაა. აქ შემორჩენილია ისტორიული ძეგლები, რაც ბაღს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ანიჭებს.

 ახლა ბაღის ტერიტორიაზე სარემონტო და რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ვიზიტორების მიღება არ შეფერხებულა. მალე, ევროპის მოედნიდან საბაგირო გზით ნარიყალაზე ახვალთ და მერე, სრულიად უსაფრთხო ბილიკით ბოტანიკური ბაღის წალკოტში მოხვდებით. დაგეგმილია დასასვენებელი კუთხეების, კაფეებისა და ფანტანების მოწყობა.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რამდენიმე საქტორად იყოფა:ძველი ფრანგული ორანჟერეა,ბაღის ისტორიული ნაწილი, ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა კოლექცია, წიწვოვანი მცენარეების კოლექცია,მცენარეთა კონსერვაციის  განყოფილება,ფიჭვების კოლექცია,აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ფართოფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების კოლექცია,კედრნარი, პარტერი- დეკორატიული მებაღეობის ნაკვეთი, სამკურნალო მცენარეების კოლექცია, კავკასიის იშვიათ მცენარეთა კოლექცია , ვარდნარი,სირინგარიუმი-იასამნების კოლექცია,ჩრდილოეთ ამერიკის ხეებისა და ბუჩქების კოლექცია, ტროპიკული ორანჟერეა და აღმოსავლეთ აზიის ხეებისა და ბუჩქების კოლექცია.

     დეკორატიული მებაღეობის ნაკვეთში ასაკოვან ქალბატონს შევხვდით, გულდაგულ დამუშავებულ ნაკვეთში პეტუნიებს რგავდა- აქ 1968 წელს მოვედი, ეს ხეები ისეთი პატარები იყვნენ, რომ დაბლა, თბილისის  ხედი ხელისგულივით მოჩანდა, დღე არ გავა, აქაურობას რომ არ დავხედო, დავასუფთაო, მოვუარო, ახლა უფროსი აგრონომი ვარ და ზამთარ -ზაფხულ მუშებთან ერთად მეც ფიზიკურად ვმუშაობ -გვეუბნება ქალატონი თინა ჯავახიშვილი და  აყვავებული ბაღის დასათვალიერებლად გვიწევს მეგზურობას- მრავალწლიანი კიპარისების, კედრებისა და ტუიების მწკრივს მიუყვება თეთრი ვარდები, პირთეთრები, პეტუნიები, პიონები.

 ბოტანიკური ბაღის წალკოტი ყველასათვის არაჩვეულებრივი  მასპინძელია.

 

 




gamokitxva