Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის ზღვის ფეკალიებით დაბინძურება შეწყდა ბეჭდვა ელფოსტა

_tbilsea111

თბილისის წყალსაცავი დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს.  ზღვის წყალი დედაქალაქის რამდენიმე რაიონის წყალმომარაგების ერთ-ერთი ობიექტია, რომელის დაცვის ღონიძიებები,  საქართველოს შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილური უზრუნველყოფის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს,  297 ბრძანებითაა განსაზღვრული.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის ზღვა, სისტემატიურად ფეკალური მასებით ბინძურდებოდა.  შეაგროვებულ ფოტო მასალაზე,  თბილისის წყალსაცავის დაბინძურების ფაქტებია ასახული. ზღვის წყლის გამოყენება ხდება საქონლის დარწყულებისათვის.  წყლის ხარისხზე ასევე მოქმედებს,  ზღვაში წყალმცენარეების გამრავლებაც.

 

საკანალიზაციო ქსელის სქემა

(გასადიდებლად მიაჭირეთ სურათს) 

ruka-zgva

წყალსაცავის   ხარისხის დასადგენად, ორგანიზაციამ   წყლის ნიმუშების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი სს.გ ნათიძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს დაუკვეთა. ზღვის წყლის ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვის აგვისტოს   თვეში  სამი წერტილიდან(წყალამღებთან,წყალარების წერტილიდან და სამგორის შემომავალ არხთან აიღეს) , სექტემბერში კი ორი წერტილიდან( წყალაღების წერტილთან და დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის სიახლოვეს) (სულ  5 წერტილიდან) აიღეს.

აგვისტოში ჩატარებული  კვლევით, კლასიფიკაციის მიხედვით, თბილისის ზღვა   „დასაშვები დაბინძურების“ წყლის ობიექტს მიეკუთვნება.

 {youtube width="500" height="400"}-5tKpd4aFMI{/youtube}

სექტემბერში  ჩატარებული ლაბორატორიულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ თბილისის ზღვის ის უბანი, რომელიც ფეკალური წყლით პერმანენტულად ბინძურდება, ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით, მიეკუთვნება „ზომიერი დაბინძურების“  ხარისხს.  დაბინძურებული   წყლის გამოყენებამ სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების წყაროდ, შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობის ნაწილის ინტოქსიკაციის საწყისი სიმპტომები. არასამთავრობო ორგანიზაცამ 27 ოქტომბერს თბილის ზღვაზე მოაწყო გასვლითი აქცია, სადაც ტელეკომპანიების „მასეტროსა“ და „კავკასიის“  ჟურნალისტების თანდასწრებით„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“  დედაქალაქის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს დაბინძურების ფაქტები აცნობა.  ამ თემაზე მომზადდა სიუჟეტები „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ეთერში.   (10.27. .10.27,  )

 

თბილისის ზღვის კანალიზაციით დაბინძურება

{gallery}tbilsea{/gallery} 

 

წყალსაცავის დაბინძურების შესახებ „უსაფრთხო სივრცემ“ წერილობით აცნობა დედაქალაქის მერიას, გარემოს დაცვის სამინისტროს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“. საავარიო ბრიგადამ  დაზიანებული მილის მხოლოდ ის  ნაწილი შეაკეთა, რომელიც გზიდან ჩანდა. რეალურად მდგომარეობა არ გამოსწორებულა. თბილისის ზღვა  ფეკალური მასებით ისევ ბინძურდება.  დაბინძურების ადგილი, გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის   თანამშრომლებაც შეამოწმეს.  ადგილზე შედგა დათვალიერების ოქმი, რომლის საფუძველზეც მომზადდა წერილი  მერიის ზედამხედველობის სამსახურის სახელზე.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობამ, ზღვის დაბინძურების კერის აღკვეთაზე, პასუხისმგებლობა მოიხსნა.

ასევე  გაზეთ „ყველა სიახლეში“ თბილისის ზღვის დაბინძურების შესახებ მომზადდა  სტატია.

 

საკანალიზაციო სისტემა აღდგენის მერე

{gallery}tbilsea1{/gallery}

საპატრიარქოს რადიო „ივერია“ -ზე, გადაცემა „ჩვენ და ეკოლოგია“ორგანიზაცის წარმომადგენლებმა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

  ჩვენი ორგანიზაცია შეხვდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ტექნიკური დირექტორის ომარ გოცირიძეს, რომელმაც    განგვიმარტა, რომ ეს პრობლემა მრავალი წელი არსებობს  და მოსახლეობის მხრიდან  რეგულარულად ხდება მილების დაზიანება  წყლის სარწყავად გამოყენების მიზნით..

დღეის მდგომარეობით სიტუაცია  გამოსწორებულია.  თბილისის ზღვის ნაპირზე მოხსნილია სიმინდის ყანების შემოღობვა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სფეციალისტებმა  აღაგდინეს ჭების ნორმალური ფუნქციერება. გავიარეთ მთელი ტრასა- ტურისტული ბაზა „ოქროს საწმისიდან“ ეგრედწოდებულ პროფკავშირების ტრასის დასაწყისამდე  ყველა ჭა ნორმალურად ფუნქციონირებს. ნაწილი ხუფების გამოცვლილია და  იგეგმება დარჩენილი  ხუფების გამოცვლა. გადავიღეთ ფოტომასალა და შესაბამის  სამსახურს დავუკვეთეთ  წყლის საკონტროლო ანალიზი, დადგინდა, რომ  ამჯერად წლის მდგომარეობა დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

 

 

 

04.03.2011

წერილი

ოქმი #487

ოქმი #488

 

29.08.2011

წერილი

ოქმი #404

ოქმი #405

ოქმი #406

 

27.02.2012

წერილი

ოქმი #46 (1)

ოქმი #46 (2)