მგლებთან-21 წელიწადი ბეჭდვა ელფოსტა

wolf

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ  იასონ ბადრიძეზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ახლა მისი მოგონებები  და შთაბეჭდილებები დიდ, სქელტანიან წიგნს გადაავსებს, რომელიც ალბათ იმით დაიწყება, 5 წლის ბიჭი მამამ ბორჯომის ხეობაში რომ წაიყვანა, საძილე ტომარაში გახვეული ღამით როგორ შესძრა მგლების ყმუილმა, მაშინ კი შეეშინდა, მაგრამ მერე, ამ ხმამ როგორ არ მოასვენა.

 

 1974 წლის  7 იანვარს 30 წლის იასონ ბადრიძე   ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ჩავიდა, ზორეთის უბანში ხუთსულიანი მგლის ოჯახი ეგულებოდა. მაშინ  თითო მგლის მოკვლაში 50 მანეთს უხდიდნენ მონადირეებს და მგელიც ძალიან ფრთხილი გამხდარიყო, ამიტომ ამ ცხოველიც ნდობის მოპოვება, თითქმის შეუძლებელი იყო.

 იასონს ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა მგლების სასიარულო ბილიკების შესასწავლად, მერე ტანზე ქსოვილი შემოიხვია,  ამ ქსოვილს დანაკუწებულს  ბილიკებზე ყრიდა, მგლები მისი სუნით რომ მიეტყუებინა.  თავიდან  ნადირი  შორიდან  ზვერავდა მის სამფლობელოში გაჩენილ სიახლეს, სამი კვირის შემდეგ  კი  ბილიკებზე საგანგებო დატოვებული  ხორციც გასინჯეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ  იასონი  არასახიფათოდ მიიჩნიეს. მარტის დასაწყისში მკვლევარმა უკვე კარგად იცოდა მგლების გადაადგილების ყველა მარშუტი და ცხოველების მეტი ნდობის მოსაპოვებლად, წინასწარი შეტანხმებით ეგერებიც არ გაკარებიან იქაურობას.

  2 აპრილს 50 მეტრის დისტანციაზე   წყვილი მგელი გაუჩერდა და ჰაერის ყნოსვა დაიწყეს, ძუ მისატყუებელ  ხორცის ნაჭერს წაეტანა და იქვე ჩაფლა, მეორე კი  კაცს მიაშტერდა და როგორც იასონი იხსენებს, ის ნახევარი წუთი საუკუნედ მოეჩვენა. მგლები კი ქშენანარევი ყეფით  გაეცალნენ იქაურობას.  იასონი კარგა ხანს იწვა მიწაზე გართხმული და პირველი რაც გაიფიქრა-თმები ხომ არ გამითეთრდაო,  მერე  კი  მიმხვდარა,  პაემანი, რომელსაც  3 თვე ელოდა,  შედგა! 3-4 აპრილს შეხვედრა ისევ განმეორდა.მგლები არ მხეცობდნენ, მშვიდად აკვირდებოდნენ მოსულს და ამით შ ეგულიანებული იასონი ერთ დღეს ნაბადში გაეხვია და მგლების „სამოქმედო ტერიტორიაზე“ ღამის გასათევად დარჩა,- ძილში თავზე სისველე ვირძენი, მივხვდი, მგელმა შარდით  მომნიშნა, ეს ერთგვარი კომუნიკაციის საშუალება იყო,   რადგან დისონანსი არ შემეტანა მათი სუნის სპექტრშიო-იხსენებს იასონი. ამით კაცის და მგელის ნდობის მოპოვების  პერიოდი დასრულებულა და შესაძლებელი გახდა   მშვიდად დაკვირვება ამ  თითქოს მოუთვინიერებელ  ცხოველზე.

იასონ ბადრიძე:  ჩემი კვლევის ძირითადი საგანი იყო ონტონოგენეზი-ქცევა დაბადებიდან სქესობრივ სიმწიპემდე, უნდა შემედარებინა მგელი თყვეობაში და თავისუფლებასი, რათა მქონოდა მათი ქცევისა დამოქმედების სრულფასოვანი სურათი, უნდა შემესწავლა მათი ცხოვრების ნირი, ნადირობის წესები,მშობლებისა და ნაშიერის ურთიერთობა. ამითომ კარგა ხანს მგლის ლეკვები ოროთახიან ბინაში, ბავშვებთან ერთად მყავდა და ყველა მნახველი გფაოგნებული იყო-ლეკვები ყირაზე გადადიოდნენ, ბავშვებს კი ნაკაწრიც არა ჰქონიათ. ყველაზე მძიმე კი სუნის გაძლება  იყო, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად მოთმინებით  ითანდნენ მეზობლებიც... ლეკვები ბუნაგიდან არასოდეს წამომიყვანია. თბილიშში, სვანეთის უბანში  ტყავის ჩასაბარებელ პუნქტში სხვადასხვა დროს 22 ლეკვი ვიყიდე, გავზარდე და ბუნებაში დავაბრუნე.

   ერთხელ ასე გამოზრდილ  მგელს   გადაურჩენია იასონი, როცა მას  პირისპირ დათვი შეფეთების და კაცის განწირულ ყვირილზე  განსაცდელში ჩავარნილ „გამზრდელთან“ მაშინვე მოვარდნილა და  მხეცი მოუგერიებია.

-         როცა მგელს ბუნებაში ვაბრუნებდი, ამოსაცნობად ფალანგებს ვაჭრიდი. ერთხელ, სწორედ ასეთი ფალანგმოწღილის ნაკვალევი შევნიშნე , მივყევი, მივყევი და ახლაც ჟრუანტელი მივლის, რომ მახსენდება: უკვე დაბერებული, კბილებდაცვენილი ძუ და ხვადი  ჩემს დანახვაზე როგორ ხტოდნენ, კოტრიალობდნენ,  მეფერებოდნენ. ზუსტად ამოვიცანი, 9 წლის წინ მყავდნენ გაშვებულები. მგელი  ძაღლზე უფრო ემოციური და  გამომხატველი ცხოველია.  ბოლოჯერ 1995 წელს დავუბრუნე მგელი ბუნებას და  ამით დამთავრდა ჩემი მათთთან უშუალო ურთიერთობა,  ამ წლების კვლევებმა დიდი მასალა და გამოცდილება დამიტოვა-ამბობს ბატონი იასონი.

-            ხანგრძლივმა მუშაობამ იასონ ბადრიძესასწავლა, თუ როგორ იწყებენ ნადირობას, როგორ იწყობენ ბუნაგს, საკუჭნაოებს, მეზობლობისა და მეგობრობის რა კანონები აქვთ, ისინი თურმე განსაკუთრებუად მზრუნველები არიან თავიანთი ნაშიერის მიმართ. ხროვეში რამდენი ძუ და ხვადც არ უნდა იყოს, მხოლოდ  დომინანტ წყვილს აქვს  თურმე გამრავლების უფლება.სწორედ დომინანტი ყოფილა „კორა“, რომელსაც 4 ლეკვი გაუჩენია. ხროვის ყველა წევრი რიგრიგობით შედიოდნენ ბუნაგში ახალშობილების მოსანახულებლად.დაბალი რანგის ძუს, სახელად“ ჯეშკეს“ მოუსვენრობა დასტყობია, ხუთი  დღე ბუნაგს თავს დასტრიალებდა და მეექვსე დღეს ძუძუები დაბერვია, ბუნაგში შევარდნილა , დედა „ კორა“ გარეთ გამოუგდია და სამი დღე ლეკვებისთვის ძუძუ უწოვებია. ასე დაეწყო ლაქტაცია ძუს, რომელის ჯერ აქესობრივადაც არ ყოფილა მომწიფებული, მაგრამ მზრუნველობისა და დედობის სურვილს ეს სასწაული მოუხდენია. ხვადები 3 წლის ასაკში ხდებიან სქესმწიფწწბი, ხვადები კი- ორწლინახევრის, რაც გამორიცხავს და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას.ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ ალტრუიზმით გამოირჩევიან, ბგერების  მნიშვნელობის გაგება და მათი მიზანმიმართული  გამოყენებაც შეუძლიათ. იასონ ბადრიძის ექსპერიმენტმა ისიც დაადგინა, რომ მგლებმა შვიდამდე თვლაც იციან, სხვა საკითხია, თუბროგორ იყენებენ ამ ცოდნაც ბუნებაში.

-         მგელი გულწრფელია, რასაც ფიქრობს , ზუსტად იმას აკეთებს, ამიტომ ვერც შენ იქნები ყალი და მატყუარა, არ გაპატიებენ.ბედნიერი ვარ, რომ მათტან  გამორჩეული ურთიერთობის საშყალება მომეცა. ვფიქრობ, შევძელი გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა, ამოვიცანი ადამიანური შესაძლებლობებიც ამ ინდივიდთან მიმართებაში. მგლებთან მუშაობისაქს ადამიანებმა უფრო გამაწვალეს თავიანთი გულგრილობითა და უინტერესობით, მაგრამ საკუთარ თავში მოვძებნე ძალა მიზნის მისაღწევადო, ამბობს იასონ ბადრიძე  და წინააღმდეგია ამ გონიერი ცხოველის მისამართით  სიტყვები-გაუმაძღარი, ვერაგი,  საზიზღარი გამოვიყენოთ, რადგან ნებისმიერი სახეობა ისეთია, როგორიც გაჩნდა და იქ არის, სადაც მას განგებამ ადგილი მიუჩინაო.

 




gamokitxva