ორჰუსის კონვენცია საქართველოში ბეჭდვა ელფოსტა

ორჰუსის კონვენცია-„გარემოსდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.“ ამ კონვენციას საფუძველი 1998 წლისწ ოქტომბერში ჩაეყარა დანიაში, ორჰუსში და ძალაშია 2001 წლის ოქტომბრიდან. მისი მიზანია, გააძლიეროს გარემოს დაცვა საზოგადოების სხვადასხვა პროცესში ჩართვით  და  მათი მონაწილეობით  გადაწყვეტილების  მიღებაში.კონვენციის შექმნის მიზანი იყო დაიცვას ახლანდელი და მომავალი თაობების უფლებები, რადგან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელ და უსასფრთხო გარემოში, ასევე დაიცვას და გააუმჯობესოს გარემო.

 

 ორჰუსის კონვენცია ერთმანეთთან აკავშირებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებებს:

  • მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცის გარემოს დაცვის შესახებ.
  • საზოგადოებას უნდა ჰქონდეს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში  მონაწილეობის უფლება.
  • საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემოსდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავსირებიტსახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული უფლებები და მოვალეობები:

საზოგადოებამ ინფორმაციის გაცემაზე შეიძლება უარი მიიღოს  იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო დაწესებულება არ ფლობს მოთხოვნილ  ინფორმაციას; განაცხადი არ შეესაბამება მოთხოვნებს ან ზოგადააა ჩამოყალიბებული;  თუ ინფორმაცია დამუშავების პროცესშია;

      ასევე , ინფორმაცია შეიძლება არ გაიცეს, თუკი ის საიდულოებას ,  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს  ეხება   და კონფიდენციალურია;როცა ინფორმაცია ეხება ინტელექტუალურ საკუთრებას ან პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას, ასევე მესამე მხარის ინტერესებს, რომელმაც ნებაყოფლობით გასცა ინფორმაცია. თუმცა, ინფორმაციის გაცემაზე    უარის  მიღების შემთხვევაში, ზუსტად  უნდა იყოს განმარტებული უარის მიზეზები, ასევე მითითებული უნდა იყოს გასაჩივრების ის ფორმები, რომელიც ინფორმაციის მომთხოვნმა მხარემ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს

ორჰუსის კონვენციის რატიფიცირება საქართველოში პარლამენტმა 2001 წელს მოახდინა.შესაბამისად, საქართველოს მთავრფობას დაეკისრა ვალდებულებები, რაც უპირველეს ყოვლისა, ამ კონვენციის მოთხოვნათა შესრულებას გულისხმობს.

  ეუთოს მისიამ 2006 წელს საქართველოში ორჰუსის ცენტრი ჩამოაყალიბა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ორჰუსის კონვენციის განხორციელებას და ამით ხელი შეუწყოს მოქალაქეებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში მართლმსაჯულების განხორციელებას.

 




gamokitxva