ფოტორეპორტაჟი ბეჭდვა ელფოსტა

სამწუხაროდ, ძაღლების გამოფენები თბილისში  წელიწადში  მხოლოდ ორჯერ ტარდება,  მაგრამ არსებობს ბაზრობა, რომელიც კვირაობით დიღომში იმართება. აქ ძაღლის,  კატის, თუთიყუშის, ხოხბებისა და ფარშევანდების შეძენაც  შეიძლება. ადრე , ის დიღმის ბაზრის ეზოში იმართებოდა. ბაზარის დანგრევის შემდეგ გამყიდვლების ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა ,თუმცა ასეთი სპეციფიური ბაზრობის დახლების  კეთილმოწყობაზე  არავის უზრუნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი, ტრადიციული „ ძაღლების ბაზრობის“ სახელით ცნობილი  ადგილი უკვე  ძალიან ძნელი მისასვლელი და მოუწესრიგებელია, დიღმის მასივში, კვირაობით აქ  მაინც უამრავი ადამიანი მოდის- ზოგი ცხოველის  შესაძენად , ზოგი კი უბრალოდ  დასათვალიერებლად. ჩვენ გადავიღეთ ეს რეპორტაჟი და გთავაზობთ, გაიზიაროთ   ის სიამოვნება, რომელიც ჩვენ  ადამიანის ოთხფეხა მეგობრებმა და შინაური ცხოველების ნახვამ მოგვანიჭა.

 




gamokitxva