თბილისის წყალსაცავის (თბილისის ზღვის) ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბეჭდვა ელფოსტა

w24695_2თბილისის ირიგაციული დანიშნულებისა და კომპლექსური გამოყენების წყალსაცავი შეიქმნა გასული საუკუნის 50-იან წლებში. წყალსაცავს წყალი მიეწოდება სიონის წყალსაცავისთ დარეგულირებული მდ. იორიდან ზემო სამგორის სარწყავი სისიტემის ზემო მაგისტრალური არხით. გასული საუკუნის 80-იან წლებში მწყობრში შევიდა ჟინვალის ჰიდროენერგეტიკული კომპლექსი, საიდანაც წყლის გარკვეული რაოდენობა ჟინვალის წყალსატარი გვიღაბით ასევე მიეწოდება თბილისის წყალსაცავს სასმელ-სამეურნეო დანიშნულებით. ამრიგად, თბილისის წყალსაცავი გამოიყენება ქვემო ქართლის მიწების მოსარწყავად, ქ. თბილისის წყალმომარაგებისთვის და რეკრეაციული მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ თბილისის წყალსაცავზე ფუნქციონირებს რამდენიმე თევზის მეურნეობა.


w24695

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის წყალსაცავიდან სასმელ წყალს იღებს დედაქალაქის რამდენიმე დიდი რაიონი, მასზე არ არის შემოსაზღვრული სანიტარიული ზონები, არ არის გათვალისწინებული წყალსაცავის წყალდაცვით ზონებში გათვალისწინებული ღონისძიებები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლო მდებარე სოფლებიდან ჩამორეკილი ნახირი წყალსაცავს იყენებს დასარწყულებლად, რის გამო პირუტყვები ჩადიან წყალში და აბინძურებენ მას. მდგომარეობას ბოლო წლებში ამძიმებდა თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროში და დასასვენებელ სახლში მაცხოვრებელი დევნილების მიერ შეტბორვის ზონაში დათესილი ყანების მორწყვა კანალიზაციის დაზიანებული მილებიდან გამოსული ფეკალური წყლები, რომლებიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინებოდნენ წყალსაცავში. წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია ასევე ბინძურდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის, ძირითადად პირადი მოხმარების ნაგვით.

_YUR4954

ყოველივე აღნიშნულის გამო თბილისის წყალსაცავის აკვატორიაში დაიწყო წყალმცენარეების ინტენსიური ზრდა-განვითარება, რომლებიც ბოლო დროს გვხვდება პლაჟის ზონაში 20-30 სანტიმეტრს სიღრმეზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერ წყალსატევში წყალმცენარეების განვითარება ევთროფიკაციის პროცესის დასაწყისია, რომლის დროს წყალში არსებული ჟანგბადის დიდი ნაწილი შთაინთქმება წყალმცენარეების მიერ, საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს იქტიოფაინა და წყლის სხვა ბინადარნი. იწყება მათი დაღუპვის გარდაუვალი პროცესი, რაც წყალმცენარეების განვითარებასთან ერთად იწვევს წყალსატევში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის ზრდას. ეს უკნასკნელნი კი მეტად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან წყალმცენარეებით მდიდარი წყლის მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში იწვევს კუჭ-ნაწლავების, სასუნთქი ორგანოებისა და თვალების სერიოზულ დაავადებას მეტად არასასურველი შედეგების განვითარებით.

თუ გავითვალიწინებთ, რომ თბილისის წყალსაცავიდან სასმელ წყალს იღებს თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი და იგი წარმოადგენს დედაქალაქის ერთ-ერთ დასასვენებელ ადგილს, აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება თბილისის წყალსაცავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 

 (წყალმცენარეები წყალსაცავში)

 




gamokitxva