ხეები იჩეხება ბეჭდვა ელფოსტა

wvermoqrili_xeebiთბილისის გარეუბნებში გამოვლინდა   კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა .ხეების უნებართვო ჭრა და  მათი მასიური დაზიანება  ოქროყანაში  და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა . ოქროყანაში  ვნახეთ ტყის საკმაოდ დიდი  ფართობი, რომელიც შარშან წინ  დაიწვა ,იქვე შეიმჩნეოდა უფრო გვიან გაჩენილი  ცეცხლის კერებიც.

 

damwvri

 

დამწვარი ტყე

http://www.youtube.com/watch?v=Xctn2clSHPg

 

სრულიად დაუცველია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია . აქ ჩვენს მიერ დაფიქსირებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა -  ზღვის ნაპირთან შუაზე გადაჭრილია ფიჭვისა და კვიპაროსის 62 მრავალწლიანი ნარგავი. ხეების უმეტესობას მოჭრილი ქონდა  კენწერო და ჩამოსხეპილი ტოტები. 10 მეტრში ამ ადგილიდან ახალგაზრდა კვიპაროსები დამწვარი დაგვხვდა..
თბილის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულში  შევამჩნიეთ,  რომ  ათეულობით ფიჭვს ნაჯახით 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე მერქანი ჰქონდა დაზიანებული . დაზიანებული ფიჭვნარი  დაახლოვებით 2 ჰა ფართობს იკავებდა. 

dazianebuli

 

დაზიანებული ხეები

http://www.youtube.com/watch?v=vwJUr_hJS1w

DSCN6146

 

 

სამწუხაროდ თბილისის სანაპიროს გამწვანებულ ტერიტორიაზეც ხანძარს შევესწარით ,იწვოდა ბალახი ,ბუ ჩქ ბი, ცეხლი მოკიდებოდა  ხეებს.იქვე ბანერია გამოკრული, რომ ტერიტორია გაყიდულია

ყველა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მიმართა გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურს და პოლიციას.

და თუ შარშან უნებართვო ჭრები გარეუბნებში და ძნელად მისავლელ ადგილებზე ხორციელდებოდა, წელს სამწუხაროდ დაფიქსირდა ხეების უნებართვო ჭრის ფაქტებიც ქალაქში. ეს კადრები გადაღებულია  2 დეკემბერს დიღომში ჭოხონელიძის 11 ნომერთან. აქ მოიჭრა 4 სრულიად ჯანმრთელი ვებერთელა კვიპაროსი . ჩვენს მიერ გამოძახებული იქნა პატრული და ზედამხედველობის სამსახური .პატრონს არ აღმოაჩნდა ხეების მოჭრისთვის სავალდებულო ნებართვა.

 

DSCN3608

 




gamokitxva