ფიტოსანიტარული მდგომარეობა ბეჭდვა ელფოსტა

 

xeebi1რა ელოდება თბილისი ნარგაობას 2013 წელს
2011წ აგვისტო- ოქტომბერში  და 2012 წლის მაისში-ოქტომბერში ჩვენი დაკვეთით  ფიტოსანიტარული გამოკვლევა ჩატარდა თბილისის 22 ობიექტზე- დიღმის ტყე პარკი, კიკვიძის ბაღი, კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანი - ნაძალადევის რაიონი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვარკეთილის ტერიტორია, მარშალ გელოვანის პროსპექტი, დენდროლოგიურ პარკი, კახეთის გზატკეცილი, მუხიანი და სხვა ლაბორატორილი კვლევები ტარდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს“ ბიოაგროს“ ლაბორატორიებში. გამოკვლეულ იყვნენ როგორც წიწოვანი ასევე ფოთლოვანი  მცენარეები.მცენარეებზე მრავლად გამოვლინდა როგორც პათოგენური სოკოები ასევე მავნებლები.

betania5
2011- 2012 წლებში თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას „ ფორესტ კოლსალტინგს“ უნდა დაედგინა  ხეების დაავადებები. სამწუხაროდ ორგანიზაციმ ვერ წარმოადგინა კვლევები, რომელიც აგვიხსნიდა მასიური ხმობის მიზეზებს

 

xeebi2

http://tv9.ge/?m=6&id=2797

( კორუფციის ბრალდება)
ჩვენ შევხვდით მერიის და  გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს, წარვუდგინეთ ჩვენს მიერ დაკვეთილი კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები - ამან გამოიღო გარკვეული შედეგი . ქალაქში დაიწყო  ნარგავების შეწამვლა დიღმის ტყე პარკში, ვერის  და კიკვიძის ბაღებში,  ჭადრები სანაპიროზე, და დაავადებების ის კერები, რომელიც ჩდებოდა ქალაქის სავადასხვა რაიონში. გასუფთავდა ხმელი ხეებისგან ვაკის პარკი, რამდენიმე წლის მანძილზე ვაკის პარკის  ტერიტორიაზე დაავადებები ინტენსიურად ვრცელდებოდა: გახმა არა მარტო ცენტრალური ხეივნის ნაწილი, არამედ  მთელ პარკში გავრცლდა ხმობა .-წელს მოხერხდა ამ პრობლემის გადაწყვეტა - პარკი გასუფთავდა ხმელი ხეებისგან და დაირგო ახალი ნარგავები


http://www.youtube.com/watch?v=Llj5SrKikiE( გამხმარი ხეივანი)
სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში წამლობა ტარდება წესების დარღვევით: ტერიტორია არ სუფთავდება გამხმარი ხეებისგან ,ხშირად  წამლავენ  არასწორ  ვადებში -შესაბამისად ნაკლებ ეფექტურად


http://www.youtube.com/watch?v=farCS3V9QwY

xeebi3პირველად  ბოლო წლების განმავლობაში ფიტოსანიტარული გამოკვლევა ჩატარდა გარეუბნებში,აღსანიშნავია რომ თბილისის ირგვლივ ტყეები ხელოვნურად არის გაშენებული და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს . შესწავლილი იყო  თბილისის ზღვის ტერიტორია, ბეთანია- წყნეთის ტერიტორია, მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია,ოქროყანა  , კოჯრის ტერიტორია, კონიაკის დასახლების მიმდებარე ტერიტორია


xeebi4.ტყეებში არ ტარდება მოვლითი ღონისძიებები , ამიტიმ მასობრივად არის გავრცელებული  დაავადებები.   გავრცელების აცილების მიზნით, აუცილებელია გამხმარი ხეების მოჭრა და გატანა ნაკვეთიადან.

სავალდებულოა 2013 წლის გაზაფხულზე როგორც ქალაქში ასვე გარეუბნებში მონიტორინგის ჩატარება და ფიტოსანიტარული ღონისძიებების დაგეგმვა იმისთვის, რომ სამუშაოები სწორ ვადებში ჩატარდეს.

DSCN5923

DSCN5933

 




gamokitxva