თბილისის ეკოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი ღონისძიებები: ბეჭდვა ელფოსტა
  1. გაირკვეს თბილისის პარკების საკუთრების კანონიერების საკითხი
  2. შემუშავდეს და დამტკიცდეს პარკების წითელი ხაზები  (საზღვრები)

3     მოძიებულ იქნას ძველი ან ახალი შემუშავებული და დამტკიცებული  აგროსტანდარტების განმსაზღვრელი დოკუმენტი.

4     შეტანილ იქნას  ცვლილება 2011 წლის 31 იანვრის ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებაში #2.01.32 ,,ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ; და სავალდებულო გახდეს ნებართვების გაცემა  სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიის დასკვნის საფუძველზე,

5 დაიხვეწოს საკანონდებლო ბაზა და აიკრძალოს სარეკრიაციო ზონებში მშენებლობა.

6.დაიგეგმოს და ჩატარდეს ქალაქის ნარგავების ინვენტარიზაცია

7დამტკიცდეს  თბილისის ზღვის სანიტარული ზონები

8  გაზაფხულზე მოხდეს ნარგავების ფიტოსანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი. დაიგეგმოს და ჩატარდეს სანიტარული ჭრები და შეწამვლა

9. შესწავლილ იქნას თბილისის ტექნიკური წყლით მორწყვის საკითხი.

 

 




gamokitxva