ქართული ორგანიზაციები ჩეხეთში და ულამაზესი ქალაქი კუტნა ჰორა ბეჭდვა ელფოსტა
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების (NGO) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდნენ.  ვიზიტი   აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისადა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში ჩატარდა. მასპინძელი  ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდი პრაღა“(OPEN SOCIETY FUND PRAGUE) იყო. ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთში იმყოფებოდა  ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე. ვიზიტი 2დან 8 ივლისამდე გაგრძელდა და  ჩეხეთის სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებს მოიცავდა. სასწავლო ვიზიტის მიზანი  საქართველოსა და ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის მომავალი თანამშრომლობის აღმოჩენა იყო.
ვიზიტის მესამე დღეს  ქართველმა სტუმრებმა ქალაქი  კუტნა ჰორა  დაათვალიერეს.  ჩეხეთის ეს პატარა ქალაქი UNESCO-ს  მსოფლიო კულტურული  მემკვიდრეობის სიაშია შესული.  კუტნა ჰორას ისტორია 1142 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქის მიდამოებში ვერცხლის 3 მაღარო აღმოაჩინეს. სწორედ ვერცხლის მაღაროების დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიაზე ქალაქი გაშენდა. აღმოჩენილი ვერცხლის წყალობით კუტნა ჰორა  მალევე ჩადგა ჩეხეთის მდიდარი ქალაქების რიცხვში. დღეს ქალაქი კუტნა ჰორა  ჩეხეთის ერთერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების (NGO) წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდნენ.  ვიზიტი   აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისადა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში ჩატარდა. მასპინძელი  ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდი პრაღა“(OPEN SOCIETY FUND PRAGUE) იყო.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთში იმყოფებოდა  ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე. ვიზიტი 2დან 8 ივლისამდე გაგრძელდა და  ჩეხეთის სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან შეხვედრებს მოიცავდა. სასწავლო ვიზიტის მიზანი  საქართველოსა და ჩეხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის მომავალი თანამშრომლობის აღმოჩენა იყო.   ვიზიტის მესამე დღეს  ქართველმა სტუმრებმა ქალაქი  კუტნა ჰორა  დაათვალიერეს.

 

 

ჩეხეთის ეს პატარა ქალაქი UNESCO-ს  მსოფლიო კულტურული  მემკვიდრეობის სიაშია შესული.  კუტნა ჰორას ისტორია 1142 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქის მიდამოებში ვერცხლის 3 მაღარო აღმოაჩინეს. სწორედ ვერცხლის მაღაროების დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიაზე ქალაქი გაშენდა. აღმოჩენილი ვერცხლის წყალობით კუტნა ჰორა  მალევე ჩადგა ჩეხეთის მდიდარი ქალაქების რიცხვში. დღეს ქალაქი კუტნა ჰორა  ჩეხეთის ერთერთ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.

ქართულმა   ორგანიზაციებმა წმინდა ბარბარეს ეკლესია დაათვალიერეს, სადაც მათ  მასპინძელმა ალექს პოსპისილმა ტაძრის მშენებლობის ისტორია მოუთხრო. როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ შუასაუკუნეებისას დაწყებული ტაძრის მშენებლობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში დასრულდა. ტაძარში ერთმანეთის გვერდითაა უძველესი ბარელიეფები და მეოცე საუკუნეში მოხატული ვიტრაჟები. ალექს პოსპისილმა სტუმრებს აჩვენა ქალაქის რუკა, რომელიც პირდაპირ ქვაფენილზეა განთავსებული. 

მან  განმარტა, რომ ქალაქის ჩამოყალიბებისას მაღაროების გარშემო ქაოტურად დაიწყო საცხოვრებლების აშენება და ეს ყველაფერი რუკაზეც შესაბამისად აისახა, რამაც საბოლოო ჯამში კუტნა ჰორას დასაბამს ჩაუყარა საფუძველი. ბოლოს ქართველმა სტუმრებმა ნახეს ფილმი, სადაც ვერცხლის მოპოვების პროცედურებია აღბეჭდილი.

 

    ბარბარეს ეკლესიის დათვალიერების შემდეგ ვერცხლის მუზეუმის დათვალიერების დრო მოვიდა. ქართულ ორგანიზაციებს სამოქალაქო ასოციაცია ვერცხლის კუტნა ჰორას დირექტორმა სვეტლანა ჰრაბანკოვამ უმასპინძლა. 

ანა გაბრიაძე  ამ ვიზიტის შესახებ თავად მოგვითხრობს: „ ვერცხლის მუზეუმში ქალბატონი სვეტლანა ძალიან თბილად შეგვხვდა: სპეციალურად ჩვენთვის სუფრა იყო გაშლილი და გემრიელი ნამცხვრებით გაგვიმასპინძლდნენ. მუზეუმში საოცარი გარემო იყო, ყველაფერს სიძველის იერი ჰქონდა, ყველაფერი ხის მასალისგან იყო დამზადებული. როგორც წესი,  კომერციული მიზნებისთვის რაღაც სიახლეების  შეტანა იციან ხოლმე, მაგრამ იქ არა - არანაირი კომერციული სვლები - ჩეხები წმინდა კულტურული თვალსაზრისით ინარჩუნებენ ამ მემკვიდრეობას. ქალბატონმა სვეტლანამ მოგვითხრო, რომ ყოველწლიურად, ზაფხულში მეჯლისი იმართება, რომელსაც საუკუნეების ისტორია აქვს. ამ მეჯლისის პერსონაჟები არიან მეფე-დედოფალი და მათი სამეფო კარი. იმართემა ტრადიციული „რაინდთა    ტურნირები“. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონი სვეტლანა მთელი ოჯახითაა ჩართული ამ მეჯლისის ორგანიზებაში: მისი და კერავს კოსტიუმებს მეჯლისისათვის, ხოლო მისი ქალიშვილი - დედოფლის როლს ასრულებს.

ვერცხლის მუზეუმში ვნახეთ ოთახები, სადაც ადამიანის ზომის თოჯინების გამოყენებით შუასაუკუნეების ყოფაა აღწერილი. ვნახეთ უძველესი სკივრი, ვერცხლის მონეტების ნიმუშები და უამრავი საინტერესო ექსპონატი. 

 

ბარბარეს ეკლესიასთან ვნახეთ იეზუიტების  საცხოვრებელი, სადაც დღეს თანამედროვე მხატვრების გალერეაა მოწყობილი. საერთო ჯამში კუტნა-ჰორა ჯადოსნური ქალაქია, სადაც ჩასვლისთანავე სხვა სამყაროში ხვდები.“  

 

სოფიო ქორიძე


 




gamokitxva