Safe Space Tbilisi
პარტნიორები
რატომ არ რწყავენ „მზიურში“ მცენარეებს | ||
„უსაფრთხო სივრცე“ ექსპერტ–ბოტანიკოს ნინო ბურკაძესთან ერთად „მზიურში“ იმყოფებოდა. ექსპერტმა პარკში მცენარეების ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. ნინო ბურკაძე (ექსპერტ-ბოტანიკოსი):პარკში „მზიური“ მცენარეების მოვლის თვალსაზრისით ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ვნახეთ მთლიანად გამხმარი მცენარეები, ასევე, ხემცენარეებზე გამხმარი ტოტები მოსაშორებელია. პარკი მორწყული არ არის. გავესაუბრეთ შ.პ.ს. „თბილისის პარკების“ მომსახურე პერსონალს, რომელმაც გვითხრა, რომ სარწყავი სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. ბუჩქებს ირგვლივ სარწყავი ჯამები არ არის მოწყობილი, ხემცენარეების ირგვლივ ნიადაგიც არაა შემობარულ–გაფხვიერებული. ბუჩქების დიდი ნაწილი ხმობაშეპარულია , გადაკრეჭილი კი არის, მაგრამ გამხმარი ნაწილებია დარჩენილი. მცენარეების გამხმარი და მოჭრილი ნაწილები პარკიდან გატანილი არ არის, რაც ასევე საფრთხეს უქმნის სხვა მცენარეებს, რომ მათაც არ გაუჩნდეთ პარაზიტი. დაავადებული და გაკრეჭილი მასალა დაუყოვნებლივ უნდა გაიტანონ პარკის გარეთ. მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება რეკრეაციულ ზონას. პარკში ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს ბზის ბუჩქებს. მათი 90% გამხმარია ან ხმობა აქვს დაწყებული. მათ გადასარჩენად აუცილებლად მიმაჩნია ფიტოსანიტარული ღონისძიებების ჩატარება და ფიტოპათოლოგების ჩართვა . ასევე, როგორც ჩანს, გაზაფხულზე დარგული ნერგები, რომელიც ერთი შეხედვით ირმის რქას მოგვაგონებს, ერთიანად გამხმარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერდობზე დარგული მცენარეების ფესვები გაშიშვლებულია, ნიადაგს მოკლებულია და გადმოქანებულია, რაც მცენარესთვისაც საზიანოა და საფრთხეს შეუქმნის იქ მოსიარულე და დამსვენებელ ადამიანებს. საჭიროა ამ ფესვების მიწის საფარით დაფარვა.“
პარკში „მზიური“ მწვანე გარემოზე ზრუნვა და მცენარეების მოვლა–პატრონობა 07.02.2012–დან 31.12.2013–მდე შ.პ.ს. „თბილისის პარკებს“ ეკისრება. ამ კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მათი მოვალეობების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, მაგრამ ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ. მათ ევალებათ: – ხემცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა–გაფხვიერება;
{gallery}mziuri{/gallery}
|