პარკი თუ სამშენებლო მოედანი? კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების ჭიდილი ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე ბეჭდვა ელფოსტა
ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიას პარკის სტატუსი არასოდეს ჰქონია,   რეალურად კი ის დიდი ისტორიის მქონე პარკია.  პარკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ირგვლივ, შრომითი თერაპიის ფარგლებში, იქ მომუშავე ფსიქიატრებს და მათ პაციენტებს გაუშენებიათ. ერთადერთი პარკი, რომელიც დღეს საბურთალოს შემორჩა,  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერაა გაშენებული. თავისთავად საინტერესოა საკითხი, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ  დიდი ისტორიის მქონე ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაუქმება  მისი გარემონტების და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად. სად წავიდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, არის თუ არა საკმარისი პაციენტების მომსახურების დასაკმაყოფილებლად  ის რამდენიმე ფსიქიატრიული განყოფილება, რომელიც სხვადასხვა კლინიკებში გაიხსნა, რა გაკეთდა რეალურად ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს სხვა თემა და ცალკე კვლევის საგანია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციას ცდება.  ჩვენი ორგანიზაცია ამ მოვლენებში მოსახლეობის აქტივობის შედეგად ჩაერთო.  არასამთავრობო ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები გამუდმებით  მოუწოდებენ მოსახლეობას აქტიურად ჩაებას მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში  და,  აი ,  მოსახლეობამ ხმა ამოიღო: ავრცელებს ელექტრონულ პეტიციას, რომელსაც 5000 მდე ადამიანმა მოაწერა ხელი, აგროვებს ხელმოწერებს,  მართავს შეხვედრებს ,  აწყობს აქციებს  და თავგამოდებით იცავს  მრავალწლოვან ხეებს გაჩეხვისაგან.  თავის დროზე ხელისუფლებამ ეს ტერიტორია ისე გაასხვისა, აქ გაშენებული პარკი  საერთოდ ვერ შენიშნა.  ტერიტორია, როგორც უნიკალური ნარგავებით გაშენებული პარკი, არ შეფასებულა.  მოსახლეობას მოუხდა  იმის მტკიცება,  თუ რამდენად  ღირებულია ეს ტერიტორია. მათი  ძალისხმევით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“  ასათიანის #10–ში  ხეების აღწერა ჩაატარა.
ტერიტორიაზე, რომლის ფართობით 4 ჰექტარს აღწევს, 600 მდე ხეა, რომელთა შორისაცაა უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი ჯიშები.   აი რას წერს გიგი უგულავას ამ პარკის შესახებ  ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდენტი გია ნახუცრიშვილი , რომელიც  ხეების აღწერაში მონაწილეობდა: „ამ პარკის შესწავლამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბოტანიკოსებზე, რადგან ტერიტორიის არც თუ ისე დიდ ფართობზე ჩვენს მიერ აღწერილ იქნა წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების 600–მდე ინდივიდი, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენს 60–70 წელს, ხოლო  მათი საშუალო სიმაღლე აღწევს 20–30 მეტრამდე. ეს ქალაქის დიდი სიმდიდრეა, ყველა ამ მცენარის ზრდას დიდი დრო სჭირდება, –  სულ მცირე 20–40 წელი. გარდა მაღალტანიანი მცენარეებისა,  პარკში შესანიშნავადაა დაცული ბუჩქოვანი მცენარეებისგან შექმნილი ხეივნები, რომელთა შორისაცაა ზოგიერთი იშვიათი და ენდემური სახეობა. გავრცელდა  ხმა ამ პარკის გაჩეხვის შესახებ, რომლის დაჯერება ჩვენთვის წარმოუდგენელია. მოგმართავთ თხოვნით: ეს პარკი გამოაცხადოთ როგორც თბილისის ერთერთი ძეგლი და არ მოხდეს ამ ტერიტორიიდან არცერთი მცენარის გატანა“.
ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე, ასათიანის #10–ში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო ინვესტორსა და ასათიანის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.  2012 წლის 10 ოქტომბერს ტერიტორიის მფლობელმა  BD Property-მ  თბილისის მერიასთან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების პროექტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე ექვსი 24 სართულიანი და ორი  30 სართულიანი ცათამბჯენის აშენებაა  განსაზღვრული.  მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი 30 სართულიანი ნაგებობის ასაშენებლადაა გაცემული, მაგრამ რადგან განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია თბილისის მერიასთან, ინვესტორს   დანარჩენი შენობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის მიღება არ გაუჭირდება.   მოსახლეობის პროტესტს, პირველ რიგში, ამ  ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ნარგავების გაჩეხვის საფრთხე იწვევს (როგორც ჩანს, არც თუ უმიზეზოდ). მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი არასოდეს ჰქონია, მოსახლეობა მას „საბურთალოს პარკს“  და „საბურთალოს ფილტვებს“ უწოდებს.  (ლინკი #1)
ინვესტორებსა და მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფს შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა: ერთი საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება– თბილისელების“ ინიციატივით და მეორე გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის ხათუნა გოგალაძის  ინიციატივით. ორივე შემთხვევაში შეხვედრა მწვავე კამათში გადაიზარდა და კონსესუსი არ შედგა.   შეხვედრაზე ინვესტორის წარმომადგენელი  გულზე ხელის დადებით ირწმუნებოდა, რომ ისინი ხეების მოჭრას არ აპირებენ, რომ მხოლოდ დაავადებული 37 ხე მოიჭრება და, საკომპენსაციოდ, 3–ჯერ მეტი დაირგვება.  (ლინკი)
ამ სტატიის მზდების პროცესში   ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე ხეები მაინც მოიჭრა, რასაც მოსახლეობის  მხრიდან  პროტესტი და  აქციების ახალი ტალღა მოყვა. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  მოვლენების განვითარების თანამონაწილე და თვითმხილველი გახდა. აქციაზე  მისულებს მოსახლეობამ მოგვაწოდა სახლების აივნებიდან გადაღებული კადრები, თუ როგორ ჭრიან  დაქირავებული მუშები   სრულიად ჯანსაღ მცენარეებს. (ლინკი#2)
ინვესტორის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ 137 ხის მოჭრის ნებართვა, ოფიციალურად, მერიისგან ჰქონდათ მიღებული. ლადო აბრამიშვილი (არქიტექტორი, ინვესტორის წარმომადგენელი):
– ნებართვა გვაქვს 100 ხის სანიტარულ ჭრაზე და დამატებით კიდევ 37 ხეზე. მარტო იმ ნაკვეთზე, რომელზეც მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
–  შეგიძლიათ ეს ნებართვები ელექტრონულად მოგვაწოდოთ?
– არა. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მერიას და გამოითხოვოთ ნებისმიერი დოკუმენტაცია.
– დამიზუსტეთ თუ შეიძლება, 100 ხეზე გქონდათ სანიტარული ჭრის ნებართვა? და იმ 37 ხეზე როგორი ნებართვა გქონდათ?
– 100–ზე გვქონდა სანიტარული ჭრის ნებართვა. ხოლო 37–ზე, მითითებულია კონკრეტულად ჩემს მიერ ჩაბარებულ დოკუმენტებში, რომ ის 37 ხე უნდა მოიჭრას. ვინაიდან, ვიზუალური მხარე დაკარგულია და მე იქ მჭირდება შენობა.
თბილისის მერიაში  მხოლოდ 37 ხის მოჭრის ნებართვას ადასტურებენ. 37 ხის ნებართვის დოკუმენტია  ატვირთული მშენებლობის ნებართვის მისაღებად თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე tas.ge. ეს მაგიური რიცხვი 37 მუდმივად ფიგურირებდა ინვესტორსა და მოსახლეობას შორის ხეების მოჭრის თაობაზე საუბრების დროს. მაგრამ მოიჭრა 46 ხე, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის მესაკუთრე დააჯარიმა და საკითხი ამ ეტაპზე ამით დასრულდა. თუმცა, მოსახლეობის მხრიდან აქციებს პერმამენტული ხასიათი აქვს. ისინი დანებებას არ აპირებენ და ხელისუფლებას ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
გასხვისების ისტორია
2010 წლის თებერვალში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იანვრის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები  გააცნო. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიული დაწესებულებების მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე, არაეფექტური მკურნალობის სქემებსა და მედპერსონალის კვალიფიკაციაზე. მონიტორინგის შედეგები მოგვიანებით  სახალხო დამცველის ანგარიშშიც აისახა, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.  პარალელურად, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში,  ასათიანის და მსგავსი ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახურვა და მათ ნაცვლად სხვადასხვა კლინიკებში ახალი ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნა დაანონსდა.
2010 წლის მარტში  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია შენობა–ნაგებობებით და 32 935 კვ.მ.  მიწის ნაკვეთით აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი 2400000 ლარით განისაზღვრა.  როგორც ინტერნეტით მოძიებული მასალებიდან ირკვევა, აუქციონის პირობები   შ.პ.ს. "თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბაზაზე - 120 ფსიქიატრიული საწოლის, "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე - 100 ფსიქიატრიული საწოლის, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე კი 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფრის შექმნას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მყიდველს საპრივატიზებო თანხის 50% აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა, ხოლო დანარჩენი 50%–ის დაფარვა 6 თვის ვადაში უწევდა.  აუქციონი ჩაიშალა, რადგან ტერიტორიის  შესყიდვის არცერთი მსურველი არ გამოჩნდა.
ამის შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში,  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია   შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“  კაპიტალზე დარიცხა.  2010 წლის 14 დეკემბერს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“  ხელშეკრულება შ.პ.ს. BD Property–სთან გააფორმა და ასათიანის #10–ში არსებული  ქონება: 37 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედ განლაგებული შენობა–ნაგებობებით, 6 300 000 აშშ დოლარად,  პირდაპირი მიყიდვის წესით, მიყიდა.    ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ქონებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს საცხოვრებელი, ბიზნეს და/ან სხვა ტიპის შენობებისა და  დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დეველოპმენტი. ამასთან, ეკისრება ვალდებულება მესაკუთრედ რეგისტრაციიდან 3 წლის ვადაში, სულ მცირე, 13 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.  ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისიც, რომ მყიდველს  ამ ან ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა ევალება.
მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაყიდვის შედეგად ქუთაისის ახალი პარლამენტის მშენებლობა დაფინანსდა, კვლევებით დასტურდება.  ამ კვლევების ნახვა შეგვიზლია „ საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე“, სადაც საჯარო ინფორმაციის ანალიზი  ხორციელდება    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  ფარგლებში .
ინვესტორის პოზიცია
მფლობელი კომპანიის BD Property-ს პოზიციის დასაზუსტებლად  და მათი საქმიანობის დეტალებში გასარკვევად კომპანიის   პიარ–მენეჯერს,  ნინი გორგოძეს ინტერვიუ ვთხოვეთ:
ნინი გორგოძე:  – BD property, რომელიც საბურთალოზე, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიას  ფლობს,   ინგლისური კომპანიის   Quadrum Property Group-ის შვილობილი კომპანიაა. რადგან  Quadrum Property Group ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა, იმისათვის, რომ საქართველოში ოპერირებდეს,  ქართული იურიდიული პირია საჭირო. სწორედ ამიტომ  შ.პ.ს. BD Property შეიქმნა, რათა განხორციელდეს პროექტი საბურთალოზე, რომელსაც „Tbilisi Garden“ ეწოდება. ჩვენი პროექტების არქიტექტურულ ნაწილზე  პასუხისმგებლობა  ებრაულმა კომპანიამ MYS Arcitects-მა აიღო, რომელიც მსოფლიოში  ძალიან ცნობილი კომპანიაა.
როგორი ტიპის და რა მასშტაბის მშენებლობაა დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე?
–  ეს  ახალი ტიპის, თანამედროვე,  კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. პირველ ეტაპზე  მხოლოდ ერთი კორპუსის  მშენებლობას ვგეგმავთ, რომელსაც   კომფორტული ინფრასტრუქტურა: აუზი, სპა ცენტრი ექნება.  რადგან პროექტს ქვია „Tbilisi Garden”, ანუ თბილისის ბაღი,  შესაბამისად, მწვანე საფარს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ.  ეს მწვანე გარემო   ჩვენი  დიდი უპირატესობა და ბაზარზე ამ პროექტის განმასხვავებელი ნიშანია.  ზოგადად,   ამ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა  გაკეთდა და  ქალაქთან შეთანხმდა, მაგრამ ამ ეტაპზე ბაზრიდან და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, უახლოესი 3 წლის განმავლობაში  მხოლოდ 1 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. თავიდანვე განაშენიანების გეგმით  გათვალისწინებული მასშტაბური  მშენებლობის დაწყება ოპტიმალური არ არის .  თუ პროექტი მოსახლეობამ კარგად მიიღო, იქნება მოთხოვნა და აქტიურად გაიყიდება,  არ არის გამორიცხული რომ კორპუსების   რაოდენობა დავამატოთ.  გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი  იმ თვალსაზრისითაც დავიჭიროთ, რომ ეს  მწვანე გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ჩვენმა არქიტექტორებმაც  გაითვალისწინეს ჩვენი დავალება და ახალი შენობები  იქ არსებული შენობების საძირკვლების ადგილას აშენდება. ამჟამად, გამოცხადებულია ტენდერი მოსამზადებელ სამუშაოებზე და ეს სამუშაოები ,სავარაუდოდ, მალე დაიწყება.
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია:  მწვანე საფარის შენარჩუნებას  ითხოვს და ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებს. ..
–  მე მგონია, რომ ეს პრეტენზიები  თითიდან გამოწოვილია, რადგან ამ საკითხს ჩვენც ძალიან ფაქიზად ვეკიდებით. პროექტს  ეწოდება “Tbilisi Garden”,  რაც, თავისთავად, ტერიტორიის გამწვანებას გულისხმობს.  ვცდილობთ, რომ  ხეები ამ ტერიტორიაზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ,  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე მდგომარეობა: ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მოუვლელი იყო და, შესაბამისად, ხეების ნაწილი  სანიტარულ ჭრას ითხოვს. ყველა მოჭრილი ხის საკომპენსაციოდ, კანონის შესაბამისად,  3-ჯერ მეტი ხე  დაირგება. რადაგან 37 ხის მოჭრა გვიწევს, დამატებით 112 ხე გვაქვს  გათვალისწინებული, რომელიც  ამ პირველი კორპუსის გარშემო უნდა დაირგას. გამწვანებასთან დაკავშირებით ორი ორგანიზაციის: ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღის“ და „ვასილ გულისაშვილის სატყეო კვლევითი ინსტიტუტის“ დასკვნა გვაქვს. მათი დახმარებით  ჩვენ ეს მწვანე საფარი შევისწავლეთ,   სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარეთ და ამის მიხედვით ვმოქმედებთ. მივიღეთ კონსულტაციები თუ რა ჯიშის ხეები უნდა დაირგოს, რომ გარემოს მოერგოს და ა.შ.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხეებში  ნერგები არ იგულისხმება: მოჭრილი ხეების სანაცვლოდ  მინიმუმ 4 მეტრიანი, ზრდასრული ხეები დაირგვება.
მოსახლეობა აცხადებს იმასაც, რომ ამ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და აქ  ამ მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. ჩატარდა   თუ არა ამ ტერიტორიაზე  გრუნტის კვლევა სპეციალისტების მიერ?
რაც შეეხება გრუნტის კვლევას,  ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ  ჩვენი არქიტექტორები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ვვარაუდობ, რომ ეს კვლევა ჩატარებული იქნება.  როდესაც პროექტი მზადდება, პირველი ეტაპია გეოლოგიური კვლევა, რადგან  მშენებლობის დაწყება ასეთი კვლევის გარეშე შეუძლებელია. ლოგიკურია, რომ ასეთი კვლევა ჩატარდებოდა. მე მოვიძიებ ამ კვლევის შედეგებს და  ემეილზე გადმოგიგზავნით. მოსახლეობა რატომღაც ცდილობს რომ ამ ადგილის განაშენიანებას  ხელი ხელოვნურად შეუშალოს და გაუგებარია რატომ. მათ პირიქით,  უნდა უხაროდეთ,  რომ  ქალაქში ასეთი ინვესტიცია იდება და მსოფლიო დონის არქიტექტორების მიერ დაპროექტებული პროექტი განხორციელდება. როგორც იცით,  ეს იყო ფსიქიატრიულის ტერიტორია და რეკრეაციული ზონა არასდროს არ ყოფილა. ეს მათთვის იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც  სულით ავადმყოფები  ბინადრობდნენ. დამერწმუნებით, რომ ეს იდეალური სამეზობლო არავისთვის არ არის. ჩვენ კი ვგეგმავთ ავაშენოთ  თანამედროვე საცხოვრებელი, რომლის ინფრასტრუქტურით  ვინც გარშემო ცხოვრობს, ის ადამიანებიც ისარგებლებენ: გასუფთავებული, განათებული, კეთილმოწყობილი ტერიტორიით. აქ ტერიტორიის შემოფარგვლას ხუთმეტრიანი  ღობით არავინ გეგმავს, სადაც შესვლა ლიმიტირებული იქნება. პროექტით გათვალისწინებულია,  რომ აქ მწვანე ეზო იყოს, ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი და ა.შ. პარკს მებაღე ეყოლება, ტერიტორია მუდმივად  გასუფთავებული და მოვლილი იქნება. მე ოპონირების სურვილი არ მაქვს და  შემიძლია  მხოლოდ სიამაყით ვისაუბრო იმ პროექტზე, რომელზეც ვმუშაობ.  ეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის სასარგებლო პროექტი არ არის, ყველაფრისთვის კარგია: ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას ქალაქის იერსახე იცვლება, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები იგეგმება,  საცხოვრებელი გარემო უმჯობესდება.  რაც მეტი იქნება ასეთი პროექტი,  მით უკეთ განვითარდება ყველაფერი.
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა  მშენებლობას ეწინააღმდეგება და ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ხომ არ გიცდიათ მათთან მოლაპარაკება?
–  ჩვენ ეს მიწა ყველა წესის დაცვით, კანონიერად შევისყიდეთ სახელმწიფოსგან. ავიღეთ ვალდებულებები, უზრუნველვყოფთ ამ ვალდებულებების შესრულებას და ამ პროცესს გამჭირვალედ ვახორციელებთ.  შესაბამისად,  ჩვენი მხრიდან მოსახლეობასთან მოლაპარაკებაზე საუბარი არასწორად  მიმაჩნია. მაგრამ, თუ რამე თხოვნა იქნება მათი მხრიდან, მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ და დავეხმაროთ.
ნინი გორგოძემ ინგლისურ ენაზე შესრულებული გეოლოგიური კვლევა ემეილით გამოგვიგზავნა, რომლის კომპეტენტურობის დადგენა სპეციალისტების საქმეა.    4 მეტრიანი ხეების დარგვასთან დაკავშირებით კი აზრი ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტ–ბოტანიკოსს ნინო ბურკაძეს ვკითხეთ. ნინო ბურკაძე: „4 მეტრიანი ხეების გადარგვა ისტორიას არ ახსოვს. ასეთი რამ არსად და არასდროს არ ხდება. ყოველშემთხვევაში, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ასეთი შემთხვევა არ შემხვედრია. შეუძლებელია 112 ზრდასრული, 4 მეტრიანი ხე ახალ ნიადაგს ისე მოერგოს, რომ არ გახმეს. ყოფილა ცალკეული შემთხვევები, ზრდასრული ხე გადაურგავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხმება. შეიძლება რომელიმე  განსაკუთრებული ჯიშის ხის დარგვას აპირებენ, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებლად მიმაჩნია.“
მერიის პოზიცია
ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მალხაზ კუმელაურის აზრი შემდეგნაირია: „იმისთვის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღოთ, ამ გადაწყვეტილების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, რომელიც თავის დროზე  ეკონომიკის სამინისტრომ  გაასხვისა. გასხვისების მომენტშივე იგი  სარეკრეაციო ზონას, სკვერს ან პარკს არ წარმოადგენდა. ეს ტერიტორია ქალაქის გენგეგმით  სრულიად ჩვეულებრივი, სამშენებლო ფუნქციით დატვირთული ტერიტორია იყო, სადაც მშენებლობა დასაშვებია.   არ შეიძლება ადამიანს იმის იურიდიული ინტერესი ჰქონდეს , რომ ვიღაცის  კერძო საკუთრება ოდესმე სარეკრეაციო ბაღის ან სკვერის სტატუსის მატარებელი აღმოჩნდეს.  ეს ტერიტორია  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის გენგეგმით, რომელიც 2009 წელს  მიიღეს და  ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, სამშენებლო განვითარებისთვის შესაბამისი ტერიტორიაა და არა რეკრეაციული ტერიტორია.  ასე რომ, არქიტექტურის სამსახური  უფლებამოსილი არ არის რაიმე ფორმით  ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც სამშენებლო განვითარების პირდაპირ უარის მთქმელი იქნება. თუმცა, იმის გამო, რომ  საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო , ჩვენ მენაშენეს  პირობა წავუყენეთ,  რომ ხეებთან დაკავშირებული საკითხი  ფაქიზად გადაწყვეტილიყო  და ჯანსაღი  ხეები არ მოეჭრათ.  მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს  შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ჩვენი გამწვანების სამსახურთან. ეს პირობა ძალაში რჩება და დანარჩენი ბლოკების მშენებლობის განხორციელებაც ამ პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.  ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილება დადებითი გაცილებით უკეთაა დასაბუთებული, ვიდრე ის შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება უარი ყოფილიყო. უარის გამყარებას ჩვენ კანონით ვერ შევძლებდით.  დღემდე,  მოქმედი კანონმდებლობიდან  გამომდინარე სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც ამ გადაწყვეტილების სხვაგვარად მიღების  და  უარის თქმის შესაძლებლობას გვაძლევდა, დღემდე ვერავისგან ვერ მოვისმინე.“
არქიტექტურის სამსახურის უფროსი მალხაზ კუმელაური მერიის გადაწყვეტილებას საფუძვლად ქალაქის გენგეგმას ასახელებს.  თუმცა, როგორც არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, ქალაქის გენგეგმა საერთოდ არ არსებობს: „გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.   დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. ის, რაც 2009 წელს შედგა, იყო მიწათსარგებლობის გეგმა  და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც ხელმძღვანელმა წარადგინა , რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს გენგეგმა და ეს ტყუილია.“
არავინ იცის, როგორ დამთავრდება ასათიანის #10–ის გარშემო განვითარებული მოვლენები. ცხადია, არც ინვესტორი და არც მოსახლეობა დანებებას არ აპირებს.  ჯერჯერობით ძნელია ივარაუდო გამოიღებს თუ არა მოსახლეობის აქტიურობა შედეგებს, მაგრამ  მაშინ, როდესაც  მთავრობა გამუდმებით მოუწოდებს მოსახლეობას ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და აიმაღლოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, უნდა არსებობდეს კიდეც ბერკეტი რაც მოსახლეობის აქტიურობას  აქტიურობად არ დატოვებს და მათი  ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს.

ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიას პარკის სტატუსი არასოდეს ჰქონია,   რეალურად კი ის დიდი ისტორიის მქონე პარკია.  პარკი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ირგვლივ, შრომითი თერაპიის ფარგლებში, იქ მომუშავე ფსიქიატრებს და მათ პაციენტებს გაუშენებიათ. ერთადერთი პარკი, რომელიც დღეს საბურთალოს შემორჩა,  ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მიერაა გაშენებული. თავისთავად საინტერესოა საკითხი, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ  დიდი ისტორიის მქონე ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაუქმება  მისი გარემონტების და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად. სად წავიდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, რა გაკეთდა რეალურად ამ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს სხვა თემა და ცალკე კვლევის საგანია,რომელსაც ამ სტატიაში არ შევეხებით.      

 

         2012 წლის 10 ოქტომბერს ტერიტორიის მფლობელმა  BD Property-მ  თბილისის მერიასთან მრავალფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად განაშენიანების რეგულირების პროექტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე ექვსი 24 სართულიანი და ორი  30 სართულიანი ცათამბჯენის აშენებაა  განსაზღვრული.  მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი 30 სართულიანი ნაგებობის ასაშენებლადაა გაცემული, მაგრამ რადგან განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია თბილისის მერიასთან, ინვესტორს   დანარჩენი შენობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის მიღება არ გაუჭირდება.   მოსახლეობის პროტესტს, პირველ რიგში, ამ  ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ნარგავების გაჩეხვის საფრთხე იწვევს (როგორც ჩანს, არც თუ უმიზეზოდ). მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი არასოდეს ჰქონია, მოსახლეობა მას „საბურთალოს პარკს“  და „საბურთალოს ფილტვებს“ უწოდებს.  

 არასამთავრობო ორგანიზაციები და სამთავრობო სტრუქტურები გამუდმებით  მოუწოდებენ მოსახლეობას აქტიურად ჩაებას მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში  და,  აი ,  მოსახლეობამ ხმა ამოიღო: ავრცელებს ელექტრონულ პეტიციას, რომელსაც 5000 მდე ადამიანმა მოაწერა ხელი, აგროვებს ხელმოწერებს,  მართავს შეხვედრებს ,  აწყობს აქციებს  და თავგამოდებით იცავს  მრავალწლოვან ხეებს გაჩეხვისაგან.  

ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოებში  თანმიმდევრულადაა აღწერილი მოვლენათა განვითარების სტადიები: მოსახლეობის პროტესტი; შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში  მოსახლეობას, გარემოს დაცვის მინისტრსა და ინვესტორის წარმომადგენელს შორის, სადაც ინვესტორის წარმომადგენელი  ირწმუნება რომ მხოლოდ სანიტარული ჭრის ჩატარებას აპირებს, რის შემდეგადაც, რამდენიმე დღეში, ჭრიან სრულიად ჯანსაღ ხეებს;  მოსახლეობის პროტესტი პიკს აღწევს და აქციები უფრო მასშტაბური ხდება. 

     

 

  გასხვისების ისტორია

    2010 წლის თებერვალში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მაშინდელ ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იანვრის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები  გააცნო. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ფსიქიატრიული დაწესებულებების მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე, არაეფექტური მკურნალობის სქემებსა და მედპერსონალის კვალიფიკაციაზე. მონიტორინგის შედეგები მოგვიანებით  სახალხო დამცველის ანგარიშშიც აისახა, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული ასათიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა.  პარალელურად, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში,  ასათიანის და მსგავსი ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახურვა და მათ ნაცვლად სხვადასხვა კლინიკებში ახალი ფსიქიატრიული განყოფილებების გახსნა დაანონსდა.

      2010 წლის მარტში  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია შენობა–ნაგებობებით და 32 935 კვ.მ.  მიწის ნაკვეთით აუქციონზე გაიტანა. საწყისი ფასი 2400000 ლარით განისაზღვრა.  როგორც ინტერნეტით მოძიებული მასალებიდან ირკვევა, აუქციონის პირობები   შ.პ.ს. "თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" ბაზაზე - 120 ფსიქიატრიული საწოლის, "მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის" საკუთრებაში არსებული ქონების ბაზაზე - 100 ფსიქიატრიული საწოლის, ხოლო  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე კი 100 საწოლიანი ფსიქიატრიული თავშესაფრის შექმნას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მყიდველს საპრივატიზებო თანხის 50% აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა, ხოლო დანარჩენი 50%–ის დაფარვა 6 თვის ვადაში უწევდა.  აუქციონი ჩაიშალა, რადგან ტერიტორიის  შესყიდვის არცერთი მსურველი არ გამოჩნდა.   

    ამის შემდეგ, 2010 წლის ნოემბერში,  ეკონომიკის სამინისტრომ ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია   შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“  კაპიტალზე დარიცხა.  2010 წლის 14 დეკემბერს შ.პ.ს. „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“  ხელშეკრულება შ.პ.ს. BD Property–სთან გააფორმა და ასათიანის #10–ში არსებული  ქონება: 37 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედ განლაგებული შენობა–ნაგებობებით, 6 300 000 აშშ დოლარად,  პირდაპირი მიყიდვის წესით, მიყიდა.    ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ქონებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს საცხოვრებელი, ბიზნეს და/ან სხვა ტიპის შენობებისა და  დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დეველოპმენტი. ამასთან, ეკისრება ვალდებულება მესაკუთრედ რეგისტრაციიდან 3 წლის ვადაში, სულ მცირე, 13 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.  ხელშეკრულებით განსაზღვრულია ისიც, რომ მყიდველს  ამ ან ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე 1200 კვ.მ ფართობზე პარკის მოწყობა ევალება.

   მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გაყიდვის შედეგად ქუთაისის ახალი პარლამენტის მშენებლობა დაფინანსდა, კვლევებით დასტურდება.  ამ კვლევების ნახვა შეგვიძლია „ საჯარო ინფორმაციის ანალიტიკურ ბლოგზე“, სადაც საჯარო ინფორმაციის ანალიზი  ხორციელდება    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)  ფარგლებში . 

ინვესტორის პოზიცია

       მფლობელი კომპანიის BD Property-ს პოზიციის დასაზუსტებლად  და მათი საქმიანობის დეტალებში გასარკვევად კომპანიის   პიარ–მენეჯერს,  ნინი გორგოძეს ინტერვიუ ვთხოვეთ: 
– BD property, რომელიც საბურთალოზე, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიას  ფლობს,   ინგლისური კომპანიის   Quadrum Property Group-ის შვილობილი კომპანიაა. რადგან  Quadrum Property Group ლონდონში დაფუძნებული კომპანიაა, იმისათვის, რომ საქართველოში ოპერირებდეს,  ქართული იურიდიული პირია საჭირო. სწორედ ამიტომ  შ.პ.ს. BD Property შეიქმნა, რათა განხორციელდეს პროექტი საბურთალოზე, რომელსაც „Tbilisi Garden“ ეწოდება. ჩვენი პროექტების არქიტექტურულ ნაწილზე  პასუხისმგებლობა  ებრაულმა კომპანიამ MYS Arcitects-მა აიღო, რომელიც მსოფლიოში  ძალიან ცნობილი კომპანიაა. 
როგორი ტიპის და რა მასშტაბის მშენებლობაა დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე?
–  ეს  ახალი ტიპის, თანამედროვე,  კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. პირველ ეტაპზე  მხოლოდ ერთი კორპუსის  მშენებლობას ვგეგმავთ, რომელსაც   კომფორტული ინფრასტრუქტურა: აუზი, სპა ცენტრი ექნება.  რადგან პროექტს ქვია „Tbilisi Garden”, ანუ თბილისის ბაღი,  შესაბამისად, მწვანე საფარს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ.  ეს მწვანე გარემო   ჩვენი  დიდი უპირატესობა და ბაზარზე ამ პროექტის განმასხვავებელი ნიშანია.  ზოგადად,   ამ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა  გაკეთდა და  ქალაქთან შეთანხმდა, მაგრამ ამ ეტაპზე ბაზრიდან და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, უახლოესი 3 წლის განმავლობაში  მხოლოდ 1 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. თავიდანვე განაშენიანების გეგმით  გათვალისწინებული მასშტაბური  მშენებლობის დაწყება ოპტიმალური არ არის .  თუ პროექტი მოსახლეობამ კარგად მიიღო, იქნება მოთხოვნა და აქტიურად გაიყიდება,  არ არის გამორიცხული რომ კორპუსების   რაოდენობა დავამატოთ.  გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოქროს შუალედი  იმ თვალსაზრისითაც დავიჭიროთ, რომ ეს  მწვანე გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ჩვენმა არქიტექტორებმაც  გაითვალისწინეს ჩვენი დავალება და ახალი შენობები  იქ არსებული შენობების საძირკვლების ადგილას აშენდება. ამჟამად, გამოცხადებულია ტენდერი მოსამზადებელ სამუშაოებზე და ეს სამუშაოები ,სავარაუდოდ, მალე დაიწყება.
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგია:  მწვანე საფარის შენარჩუნებას  ითხოვს და ტერიტორიაზე ხეების მოჭრას აპროტესტებს. ..
–  მე მგონია, რომ ეს პრეტენზიები  თითიდან გამოწოვილია, რადგან ამ საკითხს ჩვენც ძალიან ფაქიზად ვეკიდებით. პროექტს  ეწოდება “Tbilisi Garden”,  რაც, თავისთავად, ტერიტორიის გამწვანებას გულისხმობს.  ვცდილობთ, რომ  ხეები ამ ტერიტორიაზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ,  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე მდგომარეობა: ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მოუვლელი იყო და, შესაბამისად, ხეების ნაწილი  სანიტარულ ჭრას ითხოვს. ყველა მოჭრილი ხის საკომპენსაციოდ, კანონის შესაბამისად,  3-ჯერ მეტი ხე  დაირგება. რადაგან 37 ხის მოჭრა გვიწევს, დამატებით 112 ხე გვაქვს  გათვალისწინებული, რომელიც  ამ პირველი კორპუსის გარშემო უნდა დაირგას. გამწვანებასთან დაკავშირებით ორი ორგანიზაციის: ა(ა)იპ „ბოტანიკური ბაღის“ და „ვასილ გულისაშვილის სატყეო კვლევითი ინსტიტუტის“ დასკვნა გვაქვს. მათი დახმარებით  ჩვენ ეს მწვანე საფარი შევისწავლეთ,   სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარეთ და ამის მიხედვით ვმოქმედებთ. მივიღეთ კონსულტაციები თუ რა ჯიშის ხეები უნდა დაირგოს, რომ გარემოს მოერგოს და ა.შ.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხეებში  ნერგები არ იგულისხმება: მოჭრილი ხეების სანაცვლოდ  მინიმუმ 4 მეტრიანი, ზრდასრული ხეები დაირგვება.
მოსახლეობა აცხადებს იმასაც, რომ ამ ტერიტორიაზე მცოცავი გრუნტია და აქ  ამ მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია. ჩატარდა   თუ არა ამ ტერიტორიაზე  გრუნტის კვლევა სპეციალისტების მიერ?
- რაც შეეხება გრუნტის კვლევას,  ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ  ჩვენი არქიტექტორები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ვვარაუდობ, რომ ეს კვლევა ჩატარებული იქნება.  როდესაც პროექტი მზადდება, პირველი ეტაპია გეოლოგიური კვლევა, რადგან  მშენებლობის დაწყება ასეთი კვლევის გარეშე შეუძლებელია. ლოგიკურია, რომ ასეთი კვლევა ჩატარდებოდა. მე მოვიძიებ ამ კვლევის შედეგებს და  ემეილზე გადმოგიგზავნით. მოსახლეობა რატომღაც ცდილობს რომ ამ ადგილის განაშენიანებას  ხელი ხელოვნურად შეუშალოს და გაუგებარია რატომ. მათ პირიქით,  უნდა უხაროდეთ,  რომ  ქალაქში ასეთი ინვესტიცია იდება და მსოფლიო დონის არქიტექტორების მიერ დაპროექტებული პროექტი განხორციელდება. როგორც იცით,  ეს იყო ფსიქიატრიულის ტერიტორია და რეკრეაციული ზონა არასდროს არ ყოფილა. ეს მათთვის იყო ჩაკეტილი სივრცე, სადაც  სულით ავადმყოფები  ბინადრობდნენ. დამერწმუნებით, რომ ეს იდეალური სამეზობლო არავისთვის არ არის. ჩვენ კი ვგეგმავთ ავაშენოთ  თანამედროვე საცხოვრებელი, რომლის ინფრასტრუქტურით  ვინც გარშემო ცხოვრობს, ის ადამიანებიც ისარგებლებენ: გასუფთავებული, განათებული, კეთილმოწყობილი ტერიტორიით. აქ ტერიტორიის შემოფარგვლას ხუთმეტრიანი  ღობით არავინ გეგმავს, სადაც შესვლა ლიმიტირებული იქნება. პროექტით გათვალისწინებულია,  რომ აქ მწვანე ეზო იყოს, ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი და ა.შ. პარკს მებაღე ეყოლება, ტერიტორია მუდმივად  გასუფთავებული და მოვლილი იქნება. მე ოპონირების სურვილი არ მაქვს და  შემიძლია  მხოლოდ სიამაყით ვისაუბრო იმ პროექტზე, რომელზეც ვმუშაობ.  ეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის სასარგებლო პროექტი არ არის, ყველაფრისთვის კარგია: ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას ქალაქის იერსახე იცვლება, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები იგეგმება,  საცხოვრებელი გარემო უმჯობესდება.  რაც მეტი იქნება ასეთი პროექტი,  მით უკეთ განვითარდება ყველაფერი. 
როგორც იცით, ადგილობრივი მოსახლეობა  მშენებლობას ეწინააღმდეგება და ამ ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ხომ არ გიცდიათ მათთან მოლაპარაკება?
–  ჩვენ ეს მიწა ყველა წესის დაცვით, კანონიერად შევისყიდეთ სახელმწიფოსგან. ავიღეთ ვალდებულებები, უზრუნველვყოფთ ამ ვალდებულებების შესრულებას და ამ პროცესს გამჭირვალედ ვახორციელებთ.  შესაბამისად,  ჩვენი მხრიდან მოსახლეობასთან მოლაპარაკებაზე საუბარი არასწორად  მიმაჩნია. მაგრამ, თუ რამე თხოვნა იქნება მათი მხრიდან, მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ და დავეხმაროთ. 
     ნინი გორგოძემ ინგლისურ ენაზე შესრულებული გეოლოგიური კვლევა ემეილით გამოგვიგზავნა, რომლის კომპეტენტურობის დადგენა სპეციალისტების საქმეა.    4 მეტრიანი ხეების დარგვასთან დაკავშირებით კი აზრი ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტ–ბოტანიკოსს ნინო ბურკაძეს ვკითხეთ:  „4 მეტრიანი ხეების გადარგვა ისტორიას არ ახსოვს. ასეთი რამ არსად და არასდროს არ ხდება. ყოველშემთხვევაში, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე ასეთი შემთხვევა არ შემხვედრია. შეუძლებელია 112 ზრდასრული, 4 მეტრიანი ხე ახალ ნიადაგს ისე მოერგოს, რომ არ გახმეს. ყოფილა ცალკეული შემთხვევები, ზრდასრული ხე გადაურგავთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხმება. შეიძლება რომელიმე  განსაკუთრებული ჯიშის ხის დარგვას აპირებენ, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებლად მიმაჩნია.“  
      მერიის პოზიცია      
   ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მალხაზ კუმელაურის აზრი შემდეგნაირია: „იმისთვის, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მივიღოთ, ამ გადაწყვეტილების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა, რომელიც თავის დროზე  ეკონომიკის სამინისტრომ  გაასხვისა. გასხვისების მომენტშივე იგი  სარეკრეაციო ზონას, სკვერს ან პარკს არ წარმოადგენდა. ეს ტერიტორია ქალაქის გენგეგმით  სრულიად ჩვეულებრივი, სამშენებლო ფუნქციით დატვირთული ტერიტორია იყო, სადაც მშენებლობა დასაშვებია.   არ შეიძლება ადამიანს იმის იურიდიული ინტერესი ჰქონდეს , რომ ვიღაცის  კერძო საკუთრება ოდესმე სარეკრეაციო ბაღის ან სკვერის სტატუსის მატარებელი აღმოჩნდეს.  ეს ტერიტორია  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქის გენგეგმით, რომელიც 2009 წელს  მიიღეს და  ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, სამშენებლო განვითარებისთვის შესაბამისი ტერიტორიაა და არა რეკრეაციული ტერიტორია.  ასე რომ, არქიტექტურის სამსახური  უფლებამოსილი არ არის რაიმე ფორმით  ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც სამშენებლო განვითარების პირდაპირ უარის მთქმელი იქნება. თუმცა, იმის გამო, რომ  საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო , ჩვენ მენაშენეს  პირობა წავუყენეთ,  რომ ხეებთან დაკავშირებული საკითხი  ფაქიზად გადაწყვეტილიყო  და ჯანსაღი  ხეები არ მოეჭრათ.  მოჭრის აუცილებლობის შემთხვევაში, ეს  შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ჩვენი გამწვანების სამსახურთან. ეს პირობა ძალაში რჩება და დანარჩენი ბლოკების მშენებლობის განხორციელებაც ამ პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული.  ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვეტილება დადებითი გაცილებით უკეთაა დასაბუთებული, ვიდრე ის შესაძლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება უარი ყოფილიყო. უარის გამყარებას ჩვენ კანონით ვერ შევძლებდით.  დღემდე,  მოქმედი კანონმდებლობიდან  გამომდინარე სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც ამ გადაწყვეტილების სხვაგვარად მიღების  და  უარის თქმის შესაძლებლობას გვაძლევდა, დღემდე ვერავისგან ვერ მოვისმინე.“                                                  
   არქიტექტურის სამსახურის უფროსი მალხაზ კუმელაური მერიის გადაწყვეტილებას საფუძვლად ქალაქის გენგეგმას ასახელებს.  თუმცა, როგორც არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, ქალაქის გენგეგმა საერთოდ არ არსებობს: „გასხვისების მოთხოვნაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ რისი გაკეთება უნდა ქალაქს ამ ტერიტორიაზე. გამოირკვა, რომ ძველი გენგეგმით ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა გათვალისწინებული არ არის. კი ბატონო, გუშინ არაფერი არ იყო, დღეს რის საფუძველზე ასხვისებთ ამ ტერიტორიას? საკითხი დგას შემდეგნაირად: ქალაქის გენერალური გეგმის, ტერიტორიის ფუნქციის დადგენის გარეშე მოახდინეს ტერიტორიის გასხვისება. ეს ტერიტორია უნდა გაყიდულიყო სწორად დადგენილი სტატუსით. გაყიდვამდე უნდა შეფასებულიყო როგორც სარეკრეაციო ზონა. გენგეგმის არარსებობის პირობებში სამსახური ვალდებული იყო დაედო დასკვნა ამის შესახებ. გენგეგმა რომ ყოფილიყო, გენგეგმაზე დაყრდნობით გააკეთებდნენ ამ დასკვნას.   დღეს კი გენგეგმა არ არსებობს. საბჭოთა გენგეგმას, რომელიც გაკეთებული იყო, 1970 წლამდე ჰქონდა სიცოცხლის უფლება. მერე მას  ქმედების ვადა  2–ჯერ გაუგრძელეს ბრძანებით. იმის შემდეგ  გენგეგმა აღარ გაკეთებულა.  იმან ამოწურა თავის თავი. არ არის გენერალური გეგმა და ამას ვებრძვი უკვე 8 წელიწადია. მე  არაერთი წერილი და სტატია მაქვს დაწერილი ამ თემაზე. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გენერალური გეგმა არის ბორკილი ქალაქის ხელმძღვანელობისთვის იმიტომ, რომ მაშინ ის  ვალდებულია,  გენგეგმის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები.   როცა არ არსებობს გენერალური გეგმა, მერია თავისი სუბიექტური შეხედულებების  მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს.  ის, რაც 2009 წელს დაამტკიცეს,  არის მიწათსარგებლობის გეგმა. მიწათსარგებლობის გეგმა სხვა რამეა და კეთდება გენგეგმის საფუძველზე, მაგრამ ეს  გეგმა გაკეთდა არა გენგეგმიდან, არამედ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ანუ დღევანდელი თავისუფალი და არათავისუფალი ტერიტორიების, რეალური მდგომარეობის აღწერაა მხოლოდ: სად არის თავისუფალი ტერიტორია, სად არის სარეკრეაციო, სად კერძო და ა.შ.   გენგეგმა ითვალისწინებს თავისუფალ და არათავისუფალ ტერიტორიებსაც კი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ასევე ითვალისწინებს იმას, ქალაქის  ჯანსაღი ორგანიზმის შესაქმნელად თუ რა არის საჭირო: სად რა მაგისტრალის მშენებლობაა საჭირო, სად საავტომობილო, სად მეტროპოლიტენი, სად საჰაერო, საბაგირო სად თეატრი, კინო და ა.შ.  ამათ ეს მომენტი საერთოდ გამორიცხეს. ის, რაც 2009 წელს შედგა, იყო მიწათსარგებლობის გეგმა  და მე ვიყავი მათი კონსულტანტი.  მაგრამ, როდესაც ხელმძღვანელმა წარადგინა , რომ ეს არის მიწათსარგებლობის გეგმა, ამათ დაარქვეს გენგეგმა და ეს ტყუილია.“
   არავინ იცის, როგორ დამთავრდება ასათიანის #10–ის გარშემო განვითარებული მოვლენები. ცხადია, არც ინვესტორი და არც მოსახლეობა დანებებას არ აპირებს.  ჯერჯერობით ძნელია ივარაუდო გამოიღებს თუ არა მოსახლეობის აქტიურობა შედეგებს, მაგრამ  მაშინ, როდესაც  მთავრობა გამუდმებით მოუწოდებს მოსახლეობას ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში და აიმაღლოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, უნდა არსებობდეს კიდეც ბერკეტი,  რაც მოსახლეობის აქტიურობას  მხოლოდ აქტიურობად არ დატოვებს და მათი  ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს.  მოსახლეობა სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და  შედეგი გვიჩვენებს, თუ როგორ დამთავრდება კერძო და საზოგადოებრივ ინტერესთა ჭიდილი ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე. 
სოფიო ქორიძე

 

 




gamokitxva