რა ბედი ელის 2 მილიონ 640 ათას ლარს? ბეჭდვა ელფოსტა

ანუ, რამდენი ხე, ბუჩქი და ურნაა ქალაქში

 

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერით, თბილისის რამდენიმე რაიონში  უნდა აღიწეროს  ხეები, ბუჩქები, ურნები, წყლის სოკოები, დეკორატიული ქოთნები, სკამები,კედლის სანათი, პროჟექტორი, მონუმენტი და ა.შ. ტენდერის შემსრულებელმა ორგანიზაციამ თან რუკაზე უნდა დაიტანოს თითოეული ობიექტი, თან განსაზღვროს რომელ ხეს უნდა ჩაუტარდეს ფორმირება, გადაბელვა, რომელია ხმელი, არახმელი და ა.შ. ამ ყველაფრის განსაზღვრა და შესრულება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სატენდერო დოკუმენტაციით კი  არ არის განსაზღვრული რა კვალიფიკაციის, რომელი პროფესიის  წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება;

26 სექტემბერს დავების საბჭოში „უსაფრთხო სივრცის“ 4 საჩივარი შევიდა, რომლითაც სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე გამოცხადებული 4 ტენდერი (სპა 130019990; სპა 130019989; სპა 130019988;  სპა 130019986) გასაჩივრდა. ტენდერების საერთო ღირებულებამ, ჯამში, 2 მილიონ 640 ათასი ლარი შეადგინა.  საჩივრების განხილვა დღეს, 17 საათზე იგეგმება. 

 თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერით, თბილისის რამდენიმე რაიონში  უნდა აღიწეროს  ხეები, ბუჩქები, ურნები, წყლის სოკოები, დეკორატიული ქოთნები, სკამები,კედლის სანათი, პროჟექტორი, მონუმენტი და ა.შ. ტენდერის შემსრულებელმა ორგანიზაციამ თან რუკაზე უნდა დაიტანოს თითოეული ობიექტი, თან განსაზღვროს რომელ ხეს უნდა ჩაუტარდეს ფორმირება, გადაბელვა, რომელია ხმელი, არახმელი და ა.შ. ამ ყველაფრის განსაზღვრა და შესრულება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, სატენდერო დოკუმენტაციით კი  არ არის განსაზღვრული რა კვალიფიკაციის, რომელი პროფესიის  წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება;

1) სპა 130019990 ტენდერით გათვალისწინებულია  შემდეგი მომსახურება:  ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მუნიციპალურ და დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; მომსახურების  სავარაუდო ღირებულებაა  780 000 ლარი.

2) სპა 130019989 ტენდერით გათვალისწინებულია  შემდეგი მომსახურება:  თბილისში, სამგორის რაიონში, მუნიციპალურ და დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; მომსახურების  სავარაუდო ღირებულებაა 690 000 ლარი.

3) სპა 130019988 ტენდერით გათვალისწინებულია  შემდეგი მომსახურება:  ქ. თბილისში, მთაწმინდის, კრწანისის, ისნისა და ჩუღურეთის რაიონებში, მუნიციპალურ და დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;მომსახურების  სავარაუდო ღირებულებაა 590 000 ლარი.

4) სპა 130019986 ტენდერით გათვალისწინებულია  შემდეგი მომსახურება:  ქ. თბილისში, დიდუბის, ნაძალადევის და გლდანის რაიონებში, მუნიციპალურ და დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; მომსახურების  სავარაუდო ღირებულებაა 580 000 ლარი. 

საჩივრების  იურიდიული საფუძველი შემდეგია:  სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული არ არის შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და მოცულობა;  ტენდერები ატვირთულია სატყეო მეურნეობებთან დაკავშირებული მომსახურეობების  CPV  კოდით, რეალურად,  კი გამოცხადებული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურებები სცდება სატყეო მეურნეობებთან დაკავშირებულ მომსახურებებს;  არ არის დადგენილი ზუსტი ფართობი იმ ტერიტორიისა, სადაც უნდა ჩატარედეს ინვენტარიზაცია , შესაბამისად შემსრულებელ კომპანიას ვერ გადაეცემა ზუსტი საზღვარი, თუ რის ფარგლებში არის ჩასატარებელი მომ სახურება; გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტერიტორიებზე არსებული ხეებისა და ბუჩქების ინვენტარიზაცია, როცა საქართველოს კანონმდებლობით არცაა განსაზღვრული რომელია ახალგაზრდა ხე/ბუჩქი და რომელი ზრდასრული, რომელს ესაჭიროება ფორმირება და რომელს გადაბელვა. 

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ იხილოთ საჩივრის სრული ტექსტი:

 სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია კანონმდებლობის დარღვევითაა შედგენილი. კერძოდ: 

1. სატენდერო განცხადებაში მითითებული შესყიდვის კონკრეტული შესაძლო ყველაზე დეტალური ობიექტი და მისი შესაბამისი CPV კოდი არ შეესაბამება რეალურად არსებულ სატენდერო მოთხოვნას, ასევე არ არის მოცემული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა.

2. სატენდერო დოკუმენტაციაში საერთოდ არ არის საუბარი იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; არ არის განსაზღვრული რომელი პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი მომსახურება.

3. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის დაზუსტებული შესასყიდი მომსახურების მოცულობა. სწორედ შესასყიდი მომსახურების მოცულობა არის ფასის განმსაზღვრელი. მართალია ჩვენ არ ჩაგვიტარებია გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის ფინანსური ანალიზი, მაგრამ უხეში დათვლებით აღნიშნული მომსახურების სრულყოფილად ჩატარება გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე ეს სატენდერო განცხადებაშია მოცემული.

4. სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის-გეგმებს, ნახაზებს. 

4.1 ტექნიკურ დავალებაში მითითებულია: მუნიციპალურ და დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციის მომსახურება. შემსრულებელს უნდა გადაეცეს დეტალური ინფორმაცია, რომელი ტერიტორიები განეკუთვნება მუნიციპალურს (შესაბამისი აზომვითი ნახაზებით და საკადასტრო კოდებით). თუკი აღნიშნული ტენდერის ჩატარების მიზანი ქ.თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის სამუშაოების სწორი დაგეგმვაა, მაშინ გაუგებარია რატომ არ ტარდება ინვენტარიზაცია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი ამ ტერიტორიებზეც ვრცელდება. 

4.2 სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავს არც მუნიციპალური და არც დაურეგისტრირებელი ტერიტორიების აზომვით ნახაზებს, არ არის დადგენილი ზუსტი ფართობი იმ ტერიტორიისა, სადაც უნდა ჩატარედეს ინვენტარიზაცია , შესაბამისად შემსრულებელ კომპანიას ვერ გადაეცემა ზუსტი საზღვარი, თუ რის ფარგლებში არის ჩასატარებელი მომსახურება.

4.3 აღსანიშნავია, რომ სამუშაოს შესრულების ადგილია ქ.თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, მაშინ როდესაც შემსრულებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესრულებული ინფორმაციის შეყვანა ქ.თბილისის ელექტრონულ რუკაზე. შესაბამისად აღნიშნული წარმოადგენს თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის პრეროგატივას. 

იმისათვის, რომ შემსრულებელმა კომპანიამ მითითებულ ტერიტორიაზე მოახდინოს არსებული პარკების, ბაღ-სკვერების, თარგების, ქუჩის ნარგაობისა და გამწვანებული ტერიტორიების აღწერა-ინვენტარიზაციია, უპირველეს ყოვლისა უნდა გააკეთოს შესაბამისი ტერიტორიის ტოპოგრაფიული აზომვა , რაც არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის ობიექტს. 

ზემოაღნიშნული სატენდერო დავალება შეიცავს მინიმუმ სამი სახელმწიფო შესყიდვის ობიექტს: 1. ტოპოგრაფიულ მომსახურებაზე; 2. გამწვანებული ტერიტორიების ინვენტარიზაცია; 3. პარკების, ბაღ-სკვერების ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ინვენტარიზაცია;

5. გაუგებარია როგორ უნდა განხორციელდეს ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტერიტორიებზე არსებული ხეებისა და ბუჩქების ინვენტარიზაცია, როცა საქართველოს კანონმდებლობით არცაა განსაზღვრული რომელია ახალგაზრდა ხე/ბუჩქი და რომელი ზრდასრული, რომელს ესაჭიროება ფორმირება და რომელს გადაბელვა. არ არის მითითებული თუ რა პარამეტრებში უნდა ჯდებოდეს ხე-ბუჩქი, რომ ექვემდებარებოდეს სპეციალისტის მიერ დაფიქსირებას და შესაბამისი საინვენტარიზაციო ნომრის მინიჭებას.

6. სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული რა წესით უნდა მიენიჭოს ხეებსა და ბუჩქებს საინვენტარიზაციო ნომერი. ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილ EXCEL ფაილში საერთოდ არ არის მითითებული როგორ უნდა იქნეს დატანილი რუკაზე ინვენტარიზაციის ნომერი.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ განხორციელებული საჯარო უფლებამოსილება, ვინაიდან სატენდერო განცხადებით და სატენდერო დოკუმენტაციით უდავოდ არის დადასტურებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-12 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის; „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტების და ამავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის უხეში დარღვევები.

მოთხოვნა: გაუქმდეს სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი, გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება, კერძოდ: გაუქმდეს კანონმდებლობის უხეში დარღვევით შედგენილი სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია მთლიანად. 

სამართლებრივი საფუძველი:

საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მე-12 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილი; 

გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტები და ამავე წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი.

საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 12¹. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია

გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

მუხლი 8. სატენდერო განცხადება

გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

მუხლი 9. სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

 

 

 

 




gamokitxva