შეხვედრები სამთავრობო უწყებებთან ბეჭდვა ელფოსტა

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს  არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მოსახლეობის აქტიურობამ პიკს მიაღწია რამდენიმე „ცხელ“, წერტილში, როგორიცაა:  ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია –  ასათიანის #10, სადაც გამწვანებულ ტერიტორიას გაჩეხვა ემუქრება 8 ცათამბჯენის აშენების მიზნით;   კუს ტბის ფერდობი –  სადაც ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, სტატუსის ცვლილებისა და  გასხვისების შედეგად, რესტორნის აშენებაა დაგეგმილი;  წავკისი  – სადაც წავკისის ტყეში, თბილისის მერიის მიერ გასხვისებულ, დაახლოებით 20 ჰა მიწის ფარდობზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოსახლეობის პროტესტი პერმამენტულ აქციებში გამოიხატა.ამ თემაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანთა  რაოდენობა, რომლებიც  თბილისში მწვანე საფარის შემცირებას ეწინააღმდეგებიან და ამის შესაჩერებლად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. საზოგადოების ნაწილი მერიას და საკრებულოს არასწორი ეკოლოგიური პოლიტიკის გატარებაში   ადანაშაულებს და გამწვანებული ტერიტორიების მშენებლობისგან დასაცავად რეალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

მოსახლეობის აქტიურობამ პიკს მიაღწია რამდენიმე „ცხელ“, წერტილში, როგორიცაა: ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია –  ასათიანის #10, სადაც გამწვანებულ ტერიტორიას გაჩეხვა ემუქრება 8 ცათამბჯენის აშენების მიზნით;   კუს ტბის ფერდობი –  სადაც ტერიტორიაზე, რომელსაც ადრე ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდა, სტატუსის ცვლილებისა და  გასხვისების შედეგად, რესტორნის აშენებაა დაგეგმილი;  წავკისი  – სადაც წავკისის ტყეში, თბილისის მერიის მიერ გასხვისებულ, დაახლოებით 20 ჰა მიწის ფარდობზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.       მოსახლეობის პროტესტი პერმამენტულ აქციებში გამოიხატა.ამ თემაზე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და საკრებულოში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გთავაზობთ ამ შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს.

შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში ასათიანის #10–ის თემაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ინვესტორი კომპანიის, მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფისა  და ააიპ "უსაფრთხო სივრცის" წარმომადგენლები. 

 

შეხვედრა საკრებულოში, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს სხვა წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის", "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის"  წარმომადგენლები, ასევე, წავკისის საინიციატივო ჯგუფისა და ააიპ "საბურთალოს პარკის" წევრები.  შეკრებილებმა შეხვედრაზე  კუს ტბის ფერდობზე, წავკისში,  ასათიანის#10–ში  შექმნილის სიტუაცია განიხილეს. 

 

გამწვანებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით,  საკრებულოში რიგით  მეორე შეხვედრისას წავკისის ტყის უმძიმესი პრობლემა გამოიკვეთა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ასათიანის #10--ის, კუს ტბის ფერდობის პრობლემები.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი მალხაზ კუმელაური, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია, მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი,  არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცე", "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", წავკისის საინიციატივო ჯგუფისა და ააიპ "საბურთალოს პარკის" წარმომადგენლები.

 

მესამე შეხვედრას საკრებულოში ინვესტორების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ნაწილი 1: -   წავკისში დაგეგმილი  პროექტის პრეზენტაცია საკრებულოში. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები:  მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები; წავკისის საინიციატივო ჯგუფის, ააიპ "საბურთალოს პარკის"; "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს", "უსაფრთხო სივრცის" წარმომადგენლები. ასევე, წავკისში, ასათიანის #10--ში, და კუს ტბის ფერდობზე დაგეგმილი პროექტების ინვესტორების წარმომადგენლები.

 

მესამე შეხვედრას საკრებულოში ინვესტორების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ნაწილი 2: - წარმოდგენილი პროექტის შესახებ გამოთქმული კითხვები და მოსაზრებები. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები:  მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები; წავკისის საინიციატივო ჯგუფის, ააიპ "საბურთალოს პარკის"; "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს", "უსაფრთხო სივრცის" წარმომადგენლები. ასევე, წავკისში, ასათიანის #10--ში, და კუს ტბის ფერდობზე დაგეგმილი პროექტების ინვესტორების წარმომადგენლები.

კუს ტბის ფერდობზე მისული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილების შესახებ საუბრობს. საუბარში მონაწილეობდნენ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფირუაშვილი, "უსაფრთხო სივრცის" თავმჯდომარე ანა გაბრიაძე და ინვესტორი კომპანიის, M ჯგუფის წარმომადგენლები.

საკრებულოში   "უსაფრთხო სივრცესა" და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძის  შორის  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კუს ტბის ფერდობის, ე.წ. "ციყვების" ტერიტორიისთვის  ძველი სტატუსის დაბრუნებას  უკავშირდებოდა. "უსაფრთხო სივრცემ", 2013 წლის 9 აგვისტოს,  ამ თემაზე, საკრებულოს განცხადებით მიმართა, საპასუხო წერილი კი ჯერაც არ მიუღიათ. საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საკრებულოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლება არ აქვს.

 




gamokitxva