"უსაფრთხო სივრცის" მიერ გასაჩივრებული ტენდერები ბეჭდვა ელფოსტა
ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.
ნანა რამიშვილი: „წარმოებაში გვაქვს 3 სარჩელი: გლდანის, ნაძალადევის და კრწანისის გამგეობების მიერ  გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. ეს ტენდერები (SPA130020875; SPA 130021761; სპა130021268), თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით,  დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, მაგრამ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი  არ დააკმაყოფილა.  ეს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტაციასთან ერთად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გვაქვს გასაჩივრებული. სამივე ტენდერის გასაჩივრების მოტივი სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილება  იყო.  კერძოდ,  ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული  იმ ხეების კონკრეტული  მისამართები, რომელთა მოჭრაზე, გადაბელვასა და ფორმირებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი.  ეს  კანონის პირდაპირი დარღვევაა, რადგან შესყვიდვების შესახებ კანონიც,  დებულებაც და წესიც ითვალისწინებს იმ ადგილის კონკრეტულად მითითებას,  სადაც შესყიდვა უნდა განხორციელდეს . დავების საბჭოს მოტივაცია იყო ის, რომ რაიონების  ტერიტორია, შედარებით შემოსაზღვრულია  და უფრო გასაგებია სად უნდა განხორციელდეს მომსახურება. ამასთან, დავების  საბჭომ გამგეობების პოზიცია გაიზიარა  იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  მოჭრებს, გადაბელვებს და ფორმირებებს მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების   საფუძველზე ახორციელებენ  და წინასწარ მათთვის არ არის ცნობილი, სად რა მომსახურება უნდა განხორციელდეს.  ჩვენ ამ პოზიციას არ დავეთანხმეთ იმ ნაწილში, რომ მათ ჯერ განცხადებები უნდა შეეკრიბათ    და რაც უკვე ცნობილია, რომ მოსაჭრელია, იმაზე გამოეცხადებინათ  ტენდერი.  ამას კანონი  არ უკრძალავს არც  გამგეობას და ა რცერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას.  სამივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული, ხოლო  სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.“

ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“  თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო დავას აწარმოებს. ამჯერად, მოპასუხე მხარე დავების განხილვის საბჭოა, რომელმაც „უსაფრთხო სივრცის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.  ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ორგანიზაციის იურისტი, ნანა რამიშვილი გვესაუბრა.

ნანა რამიშვილი: „წარმოებაში გვაქვს 3 სარჩელი: გლდანის, ნაძალადევის და კრწანისის გამგეობების მიერ  გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით. SPA 130020875 ტენდერის მიხედვით ნაძალადევის რაიონში უნდა მოიჭრას ზეხმელი და ავარიული 111 ხე, გადაიბელოს 235 და გაისხლას 54. SPA 130021761 ტენდერის მიხედვით გლდანის რაიონის ტერიტორიაზე უნდა მოიჭრას 95 ხე, გადაიბელოს 175, გაისხლას 30. SPA 130021268 ტენდერის მიხედვით კრწანისის რაიონში უნდა მოიჭრას 50 ხე, გადაიბელოს 50, გაისხლას 35 .ეს ტენდერები (SPA130020875; SPA 130021761; სპა130021268), თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით,  დავების საბჭოში გავასაჩივრეთ, მაგრამ დავების განხილვის საბჭომ საჩივარი  არ დააკმაყოფილა.  ეს გადაწყვეტილება იმ დოკუმენტაციასთან ერთად,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გვაქვს გასაჩივრებული. სამივე ტენდერის გასაჩივრების მოტივი სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილება  იყო.  კერძოდ,  ტექნიკურ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული  იმ ხეების კონკრეტული  მისამართები, რომელთა მოჭრაზე, გადაბელვასა და ფორმირებაზე იყო გამოცხადებული ტენდერი.  ეს  კანონის პირდაპირი დარღვევაა, რადგან შესყვიდვების შესახებ კანონიც,  დებულებაც და წესიც ითვალისწინებს იმ ადგილის კონკრეტულად მითითებას,  სადაც შესყიდვა უნდა განხორციელდეს . დავების საბჭოს მოტივაცია იყო ის, რომ რაიონების  ტერიტორია, შედარებით შემოსაზღვრულია  და უფრო გასაგებია სად უნდა განხორციელდეს მომსახურება. ამასთან, დავების  საბჭომ გამგეობების პოზიცია გაიზიარა  იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი  მოჭრებს, გადაბელვებს და ფორმირებებს მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების   საფუძველზე ახორციელებენ  და წინასწარ მათთვის არ არის ცნობილი, სად რა მომსახურება უნდა განხორციელდეს.  ჩვენ ამ პოზიციას არ დავეთანხმეთ იმ ნაწილში, რომ მათ ჯერ განცხადებები უნდა შეეკრიბათ    და რაც უკვე ცნობილია, რომ მოსაჭრელია, იმაზე გამოეცხადებინათ  ტენდერი.  ამას კანონი  არ უკრძალავს არც  გამგეობას და ა რცერთ სხვა სახელმწიფო დაწესებულებას.  სამივე სარჩელი წარმოებაშია მიღებული, ხოლო  სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.“

 

 




gamokitxva