ბავშვის თვალით დანახული სამყარო ბეჭდვა ელფოსტა
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება. ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო. ყველას განსხვავებული თემა ჰქონდა და ყველა ნამუშევარი ორიგინალურია. ძალიან საინტერესოა  გურანდა ტაბატაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია – „დედამიწა“ : ძველ ქოლგებზე მოხატულ–მოქარგული, 2 ქოლგაზე განაწილებული, 2 ნახევარსფერო. ნოდარ დეკანოსიძის ნამუშევარში „ეგვიპტე“  ასახულია  ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა: პირამიდები, სფინქსი, ძველეგვიპტური ღვთაებები, ფარაონთა  სამარხები, ნილოსი, აქლემების ქარავანი,  უცხოდ ფრთებმოხატული ფრინველები, ეგვიპტური იეროგლიფები. დათო ჩილაჩავას „საქართველო“  დღევანდელ საქართველოზე ბევრად დიდია. რუკაზე შავი ზღვა მართლაც შავია, ხოლო ყველგან ძველქართული წარწერები ჩანს. საქართველოს რუკაზე  საქართველოს ისტორიაა ასახული: არგონავტებიდან დაწყებული, ერეკლე მეორით დამთავრებული. ნამუშევრიდან ჩანს საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის: რუკის თითქმის ყველა წერტილში ბრძოლებია გაჩაღებული. ასევე საინტერესოა გიორგი ქებურიას „ციხე“. სურათი ნახევრად აბსტრაქტულია, იგრძნობა დაძაბულობა. რუკის მთავარი ხაზი არის გზა, რომლითაც „პატიმრები“ თავიანთ შემოსაზღვრულ  სამყაროში გადაადგილდებიან. ძალიან ლამაზია ნათია გურაბანიძის „რაჭა“: რუკა მთლიანად ფერადი ნაჭრების ფრაგმენტებითაა შექმნილი და ხალისიან განწყობას ქმნის. ნამუშევარში „სომხეთი“ სომხეთის ისტორიაა აღწერილი: ჩანს სომხეთ–თურქეთის ბრძოლა არარატის მთის ირგვლივ. კატია სიმაგინას „რუსეთის“  ნახვისას ცხადი ხდება, თუ რამდენი ინფორმაცია მოუძიებია  ავტორს ამ ნამუშევრის შექმნისას: რუკაზე საზღვრები განსაკუთრებით კარგადაა გამოკვეთილი, აღნიშნულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კერები, გამოყოფილია რუსეთი სხვადასხვა კუთხე თავისი თავისებურებებით: ტუნდრაში ესკიმოსებისა და ლოსის გამოსახულებას ვხედავთ, ხოლო  მოსკოვში:  გაპრანჭული გოგო–ბიჭების. ქეთი აკოპაშვილის „ინგლისი“ მოიცავს ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და  სიმბოლურ ფიგურებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ  შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი,  ბუკინგემის სასახლე და დედა დედოფალი,  სტინგი და რობინ ჰუდი... რუსიკო ტანბატაძესა და ია ცეკვავას  ერთი თემა აქვთ: „სოფელი“,  თუმცა მათი გადაწყვეტა აბსოლიტურად განსხვავებულია. რუსიკო ტაბატაძის „სოფელი“ ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის განწყობას ქმნის, ხოლო ია ცეკვავას ნამუშევარი – შავ–თეთრი.  სწორედ ია ცეკვავას ნამუშევრიდან წამოვიდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ნამუშევრების სერია.  ნაილი ვახანიას  „აფრიკა“ მთლიანად აფრიკის კინტინენტს მოიცავს. გამოკვეთილია ეგვიპტე თავისი პირამიდებით, იეროგლიფებით, სარკოფაგებითა და სფინქსით. აფრიკის კონტინენტის გარშემო აღნიშნულია პატარ–პატარა, ველური კუნძულებიც. გიორგი შანიძის „ამერიკაში“ გაერთიანებულია    ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პასაჟია ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ იორკის ცათამბჯენებით, თეთრი სახლით, თავისუფლების ქანდაკებით, დოლარითა და ბანკებით.  სამხრეთ ამერიკის მთავარი თემა ბრაზილია და არგენტინაა: რიო დე ჟანეირო,  ფეხბურთი, კარნავალი და სერიალები.
ასეთია ბავშვის თვალით დანახული სამყარო.
როგორ აღიქვამს ბავშვი იმ უსასრულო სივრცეს, სამყაროს,  რომელშიც ვცხოვრობთ? როგორია მისი წარმოდგენით დედამიწა, სხვადასხვა ქვეყანა, მისი კულტურა?  ამ სამხატვრო სტუდიის ბავშვების  ნამუშევრები სწორედ ამის შესახებ გვიყვებიან. ბავშვების მიერ შექმნილი რუკების ფოტოები ანა გაბრიაძის პირად არქივში ინახება.ამოცანა ასეთი იყო:  ბავშვებს  ძველ, გვერდებშემომწვარ ქაღალდზე რუკების დახატვა დაევალათ. მათ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ  იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიხედვითაც რუკა უნდა შექმნილიყო. ყველას განსხვავებული თემა ჰქონდა და ყველა ნამუშევარი ორიგინალურია. ძალიან საინტერესოა  გურანდა ტაბატაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია – „დედამიწა“ : ძველ ქოლგებზე მოხატულ–მოქარგული, 2 ქოლგაზე განაწილებული, 2 ნახევარსფერო. ნოდარ დეკანოსიძის ნამუშევარში „ეგვიპტე“  ასახულია  ეგვიპტის ყველა ღირსშესანიშნაობა: პირამიდები, სფინქსი, ძველეგვიპტური ღვთაებები, ფარაონთა  სამარხები, ნილოსი, აქლემების ქარავანი,  უცხოდ ფრთებმოხატული ფრინველები, ეგვიპტური იეროგლიფები. დათო ჩილაჩავას „საქართველო“  დღევანდელ საქართველოზე ბევრად დიდია. რუკაზე შავი ზღვა მართლაც შავია, ხოლო ყველგან ძველქართული წარწერები ჩანს. საქართველოს რუკაზე  საქართველოს ისტორიაა ასახული: არგონავტებიდან დაწყებული, ერეკლე მეორით დამთავრებული. ნამუშევრიდან ჩანს საქართველოს განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის: რუკის თითქმის ყველა წერტილში ბრძოლებია გაჩაღებული. ასევე საინტერესოა გიორგი ქებურიას „ციხე“. სურათი ნახევრად აბსტრაქტულია, იგრძნობა დაძაბულობა. რუკის მთავარი ხაზი არის გზა, რომლითაც „პატიმრები“ თავიანთ შემოსაზღვრულ  სამყაროში გადაადგილდებიან. ძალიან ლამაზია ნათია გურაბანიძის „რაჭა“: რუკა მთლიანად ფერადი ნაჭრების ფრაგმენტებითაა შექმნილი და ხალისიან განწყობას ქმნის. ნამუშევარში „სომხეთი“ სომხეთის ისტორიაა აღწერილი: ჩანს სომხეთ–თურქეთის ბრძოლა არარატის მთის ირგვლივ. კატია სიმაგინას „რუსეთის“  ნახვისას ცხადი ხდება, თუ რამდენი ინფორმაცია მოუძიებია  ავტორს ამ ნამუშევრის შექმნისას: რუკაზე საზღვრები განსაკუთრებით კარგადაა გამოკვეთილი, აღნიშნულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კერები, გამოყოფილია რუსეთი სხვადასხვა კუთხე თავისი თავისებურებებით: ტუნდრაში ესკიმოსებისა და ლოსის გამოსახულებას ვხედავთ, ხოლო  მოსკოვში:  გაპრანჭული გოგო–ბიჭების. ქეთი აკოპაშვილის „ინგლისი“ მოიცავს ამ ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და  სიმბოლურ ფიგურებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ  შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი ვოტსონი,  ბუკინგემის სასახლე და დედა დედოფალი,  სტინგი და რობინ ჰუდი... რუსიკო ტანბატაძესა და ია ცეკვავას  ერთი თემა აქვთ: „სოფელი“,  თუმცა მათი გადაწყვეტა აბსოლიტურად განსხვავებულია. რუსიკო ტაბატაძის „სოფელი“ ნათელი და ფერადია, სიმწვანისა და სიმყუდროვის განწყობას ქმნის, ხოლო ია ცეკვავას ნამუშევარი – შავ–თეთრი.  სწორედ ია ცეკვავას ნამუშევრიდან წამოვიდა იდეა შექმნილიყო მსგავსი ნამუშევრების სერია.  ნაილი ვახანიას  „აფრიკა“ მთლიანად აფრიკის კინტინენტს მოიცავს. გამოკვეთილია ეგვიპტე თავისი პირამიდებით, იეროგლიფებით, სარკოფაგებითა და სფინქსით. აფრიკის კონტინენტის გარშემო აღნიშნულია პატარ–პატარა, ველური კუნძულებიც. გიორგი შანიძის „ამერიკაში“ გაერთიანებულია    ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები. ჩრდილოეთ ამერიკის მთავარი პასაჟია ამერიკის შეერთებული შტატები: ნიუ იორკის ცათამბჯენებით, თეთრი სახლით, თავისუფლების ქანდაკებით, დოლარითა და ბანკებით.  სამხრეთ ამერიკის მთავარი თემა ბრაზილია და არგენტინაა: რიო დე ჟანეირო,  ფეხბურთი, კარნავალი და სერიალები. ასეთია ბავშვის თვალით დანახული სამყარო.

 

 




gamokitxva