Safe Space Tbilisi

პარტნიორები

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულებით გამოწვეული შედეგების შეფასება
ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა.  ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.
თბილისის ტერიტორიების გაფართოების შემდგომ მოხდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით ტყის ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხავა და  მათი გადაცემა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში.
ა(ა)იპ  „უსაფრთხო სივრცის„ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შეეხება სატყეო სამეურნეო ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხვას, (8106.9 ჰა) რომლის უმეტესი ნაწილი განფენილია  წავკისის, ტაბახმელას, შინდისის და სხვ.  ტერიტორიაზე, ნათლად დაგვანახა, ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების კატასტროფული მდგომარეობა, რომელთა გაჩეხვა დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასე მაგ.:
შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ ეტაპობრივად ხდებოდა  მიწის ნაკვეთების შესყიდვა-გაყოფა და დღეისათვის  შპს „ მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში აღრიცხულია 324890 კვმ-მდე მიწის ნაკვეთი , რომლის უმეტესი ნაწილი 2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის N1070 განკარგულებით ამორიცხულ იქნა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან. მოცემულ ტერიტორიაზე ბიზნეს-საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით, მოხდა ამ ტერიტორიის ფუნქციურ-ზონალური ცვლილება. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 10 იანვარს „ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა“ კომისიის მიერ, რომლითაც  მოხდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და სასოფლო-სამეურნეო ზონის სარეკრეაციო ზონა 3-ითა და სატრანსპორტო ზონა 1-ით შეცვლა. კერძოდ, შპს „მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს ფართობით 283357 კვმ-მდე  მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი, რომელიც ადრე სარგებლობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის სტატუსით. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი განახორციელოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ქმედება, მითუმეტეს რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს რაიმე შემაკავებელი ნორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრის აკრძალვის შესახებ, ან თუნდაც მასზე ნებართის გაცემის შემთხვევაშიც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ვერ იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საკითხის სპეციალისტების მიერ შესწავლას.საექსპერტო დასკვნით, რომელიც შეეხება სოფ.წავკისში მშენებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მცენარეული საფარის დახასიათებას და თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას,  ირკვევა, რომ 2012 წელს საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით ბუნებრივი ტყის კორომში, დაახლოებით 2ჰა ფართობზე ჩატარდა ტყის პირწმინდა ჭრა. საკურორტო კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის ზედა მხარეს, კოჯრის გზატკეცილიდან ახლადგაყვანილი გზის გასწვრივ გაშენებულია კავკასიური ფიჭვის კულტურა. ტყე კულტურები გაშენდა გასული საუკუნის 30–40იან წლებში და ამდენად დღეს ეს ხელოვნური კორომები, უაღრესად დიდ გარემოსდაცვით და სარეკრეაციო ფუნქციებს ასრულებენ. გზის მონაკვეთის გარდა საკურორტო კომპლექსის მიდამოებში ჭრა ჩატარებულია, აგრეთვე ობიექტის მოპირდაპირე, ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე. დაახლოებით 2000 კვმ ფართობზე ნაკვეთი დატერასებულია.  შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ტყეკაფვის აღრიცხვის უწყისიდან ჩანს, რომ 3152 ხე იქნა გაჩეხილი. სხვა ტერიტორიების შესწავლის შემდეგაც, სავარაუდოდ მსგავსი სიტუაცია შეგვხვდება. აღსანიშნავია ისიც რომ, დღეის მდგომარეობით თბილისის საზღვრებში არსებულ მხოლოდ 400 ჰა მიწის ფართობს აქვს ტყის სტატუსი. ბუნებრივია, ყოველივე ეს ძალიან დიდ  საფრთხეს უქმნის მწვანე ნარგავებს და მთლიანად მწვანე საფარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულს, წინ უძღოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განხორციელებული  ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო სამართლებრივი ქმედებები:
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებითდამტკიცებული „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების მე–3 მუხლის თანახმად, 06.08.2010წ.  ქ. თბილისის მერმა  გიგი უგულვამ მიმართა თხოვნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონგ. ხაჩიძეს, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, „ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის წესის“ პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც განპირობებული იყო საკურორტო–რეკრეაციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონით ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ მიღებული 2000 წლის 1 დეკემბერს N594–Iს პირველი მუხლით აკრძალული იყო  ქ.თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა. 18.12.2007 წელს (N5642-IIს) ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება , რომლითაც შესაძლებელი გახდა   – ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა , მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.
მერიას არანაირი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არ წარუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ ყოფილა  განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განხორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება, რომლითაც მოხდა სატყეო ფონდიდან ფართობების ამორიცხვა ეფუძნება  ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი განიხილას აქ არ თველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ სატყეო სააგენტომ, რომელმაც 2010 წლის 16 აგვისტოს N25/05-2-7/76 წერილით, აღნიშნა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებული მიწის ფართობები ნაწილობრივ განფენილია სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, საერთო ფართობით 8106.9 ჰა (80788366.4 მ2), ითვალისწინებს რა საკითხის მნიშვნელობას ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის წინააღმდეგი განხორციელედეს 8106.9 ჰა მიწის ფართობების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა.
18.08.2010 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ N16/2346/3–10 წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აცნობა რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ტყის ფონდიდან ამორიცხულიქნას აღნიშნულ წერილში მითითებული მიწის ფართობი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ  2010 წლის 18 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი გაგზავნილ N17/08/3905 წერილით მხარი დაუჭირა ქ.თბილისის ადმინმისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საერთო ფართობი 8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვას.
აღნიშნული საკითხი 19.08.2010წ. განიხილა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფოკომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: გ.ხაჩიძე, გ.მამაცაშვილი, პ.ხაჩიძე, ა. ადამია, დ. იოსელიანი, ზ. ბატიაშვილი, პ.ჭიპაშვილი, ა. ცინცაძე, შ. ჯავახაზედავ. გეგლაშვილი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 8106.9 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა. კომისიის გადაწყვეტილებით ( სხდომის ოქმი N8, 19.08.2010წ.) დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის. ამ უკანასკნელმა 19.08.2010 წ. საქართველოს მთავრობას წარუდგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი.
20.08.2010 წ. საქართველოს მთავრობამ განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების ( 8106.9 ჰა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ და N1070 განკარგულებით ამოირცხა სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან  (8106.9 ჰა) მიწის ფართობი და გადაეცა ქ. თბილისის მერიას.
კანონმდებლობაში არსებობს უამრავი ხარვეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადრე მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ფონდში არსებული ტყეები უფრო დაცული იყო, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ფაქტობრივად დაუცველი გახდა ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა. ასე მაგ:,
„გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მიღებული 1996 წელს , სატყეო ფონდის მიწების (50-დან 100 ჰექტრამდე ფართობის) არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენება და ტყის ჭრა - 100-დან 500 ჰექტრამდე ფართობის ტყე კაფაზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით) აუცილებელი იყო ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური ორგანოები. ნებართვის გაცემის პროცედურების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო: სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 12/14/2007 N5602 გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ტყის ჭრასთან და სატყეო ფონდის მიწების არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილებით დგება საფრთხე მწვანე ნარგავების განადგურების, ვინაიდან,  არ არსებობს დღესდღეობით კანონით გათვალისწინებული ტყის ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება.
ამავდროულად თუ თბილისის ირგვლივ მდებარე 7 კილომეტრიანი ზონა ითვლებოდა მწვანე ზონად და აქედან არ იყო დაშვებული სამეწარმეო ჭრები  დღეისთვის არსად არის გაწერილი ამის აკრძალვა.
სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხულ (8106.9 ჰა)  ამორიცხული მიწის ფართობებს მიენიჭა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი. დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე ტყის სტატუსით დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ 400 ჰა.
ნათელ მაგალითს იმისა თუ  პრაქტიკულად რა შედეგი მოიტანა ამ გადაწყვეტილებებმა წარმოადგენს წავკისის მაგალითი:აქ  გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის შეძენილ მიწაზე ტყეს შეეცვალა სტატუსი და გახდა    ლანდშაფტურ–სარეკრეაქციო ზონა . შემდგომ კი  ტერიტორიას სხვადასხვა დროს მიენიჭა სატრანსპორტო ზონის და სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ხეების ჭრაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი რეგულირდება ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N02.01.32 დადგენილებით დამტკიცებული „ ქ. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესით“, მასში არ არის განსაზღვრული კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. ნებართვას გასცემს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, თუმცა არ არსებობს არანაირი წინაპირობა, თუ რის საფუძველზე უნდა გაიცეს ნებართვა. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები ფაქტიურად დაუცველია და კერძო მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში (მშენებლობის წარმოებისას) ყოველთვის შეუძლია მათი განადგურება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე გაცემული ნებართვის საფუძველზე.
საქართველოს მთვარობის 2010 წლის  20 აგვისტოს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ N 1070 განკარგულება არის უკანონო. ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების და საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშე.  არყოფილა ეს საკითხი შესწავლილი არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და არც საქართველოს კულტურისა და ძელგთადაცვის სამინისტორების მიერ.
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით. ზემოაღნიშნული კანონის მუხლში პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილების შემთხვევაში. ქ. თბილისის მერიამ იმდაგვარად დასვა საკითხი დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, რომ ამის არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. ქ. თბილისის მერიას არ წარუდგენია არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ არის განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება ეფუძნება ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს,  მათი  მხრიდან შემდგომი რეაგირებისათვის.
ასევე,  2014 წლის 25 მარტს „უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N1070 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქ.თბილისის საკრებულომ 05.06.2009 წელს მიიღო N6-17 გადაწყვეტილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ქ. თბილისის საკრებულომ 2009 წლის 11 სექტემბერს შეიტანა N10-24 გადაწყვეტილებით ცვლილება, რომლითაც თბილისის ტერიტორია მისი შემოგარენის შეერთების ხარჯზე გაიზარდა.  ასეთი ტერიტორიებში აღმოჩნდა სოფლები: ტაბახმელა, წავკისი, შინდისი და სხვა.

თბილისის ტერიტორიების გაფართოების შემდგომ მოხდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს განკარგულებით ტყის ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხავა და  მათი გადაცემა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში.

ა(ა)იპ  „უსაფრთხო სივრცის„ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც შეეხება სატყეო სამეურნეო ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხვას, (8106.9 ჰა) რომლის უმეტესი ნაწილი განფენილია  წავკისის, ტაბახმელას, შინდისის და სხვ.  ტერიტორიაზე, ნათლად დაგვანახა, ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების კატასტროფული მდგომარეობა, რომელთა გაჩეხვა დიდი ხანია დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასე მაგ.:

შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ ეტაპობრივად ხდებოდა  მიწის ნაკვეთების შესყიდვა-გაყოფა და დღეისათვის  შპს „ მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში აღრიცხულია 324890 კვმ-მდე მიწის ნაკვეთი , რომლის უმეტესი ნაწილი 2010 წლის 20 აგვისტოს მთავრობის N1070 განკარგულებით ამორიცხულ იქნა სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან. მოცემულ ტერიტორიაზე ბიზნეს-საქმიანობის წარმართვასთან დაკავშირებით, მოხდა ამ ტერიტორიის ფუნქციურ-ზონალური ცვლილება. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2012 წლის 10 იანვარს „ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა“ კომისიის მიერ, რომლითაც  მოხდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონისა და სასოფლო-სამეურნეო ზონის სარეკრეაციო ზონა 3-ითა და სატრანსპორტო ზონა 1-ით შეცვლა. კერძოდ, შპს „მედჯგუფი საქართველოს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილს ფართობით 283357 კვმ-მდე  მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი, რომელიც ადრე სარგებლობდა ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სასოფლო-სამეურნეო ზონის სტატუსით. შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინვესტორს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი განახორციელოს ნებისმიერი მისთვის სასურველი ქმედება, მითუმეტეს რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს რაიმე შემაკავებელი ნორმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრის აკრძალვის შესახებ, ან თუნდაც მასზე ნებართის გაცემის შემთხვევაშიც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ვერ იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული ხეების ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საკითხის სპეციალისტების მიერ შესწავლას.საექსპერტო დასკვნით, რომელიც შეეხება სოფ.წავკისში მშენებარე გამაჯანსაღებელი კომპლექსის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მცენარეული საფარის დახასიათებას და თანამედროვე მდგომარეობის შეფასებას,  ირკვევა, რომ 2012 წელს საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით ბუნებრივი ტყის კორომში, დაახლოებით 2ჰა ფართობზე ჩატარდა ტყის პირწმინდა ჭრა. საკურორტო კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის ზედა მხარეს, კოჯრის გზატკეცილიდან ახლადგაყვანილი გზის გასწვრივ გაშენებულია კავკასიური ფიჭვის კულტურა. ტყე კულტურები გაშენდა გასული საუკუნის 30–40იან წლებში და ამდენად დღეს ეს ხელოვნური კორომები, უაღრესად დიდ გარემოსდაცვით და სარეკრეაციო ფუნქციებს ასრულებენ. გზის მონაკვეთის გარდა საკურორტო კომპლექსის მიდამოებში ჭრა ჩატარებულია, აგრეთვე ობიექტის მოპირდაპირე, ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე. დაახლოებით 2000 კვმ ფართობზე ნაკვეთი დატერასებულია.  შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ტყეკაფვის აღრიცხვის უწყისიდან ჩანს, რომ 3152 ხე იქნა გაჩეხილი. სხვა ტერიტორიების შესწავლის შემდეგაც, სავარაუდოდ მსგავსი სიტუაცია შეგვხვდება. აღსანიშნავია ისიც რომ, დღეის მდგომარეობით თბილისის საზღვრებში არსებულ მხოლოდ 400 ჰა მიწის ფართობს აქვს ტყის სტატუსი. ბუნებრივია, ყოველივე ეს ძალიან დიდ  საფრთხეს უქმნის მწვანე ნარგავებს და მთლიანად მწვანე საფარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულს, წინ უძღოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით განხორციელებული  ყოვლად დაუსაბუთებელი და უკანონო სამართლებრივი ქმედებები:

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილებითდამტკიცებულისახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებდებულების მე–3 მუხლის თანახმად, 06.08.2010. ბილისის მერმა  გიგი უგულვამ მიმართა თხოვნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონგ. ხაჩიძეს, . თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, „. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის წესისპირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც განპირობებული იყო საკურორტორეკრეაციული, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონით ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ მიღებული 2000 წლის 1 დეკემბერს N594–Iს პირველი მუხლით აკრძალული იყო  ქ.თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა. 18.12.2007 წელს (N5642-IIს) ზემოაღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება , რომლითაც შესაძლებელი გახდა   – ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა , მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.

მერიას არანაირი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არ წარუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ ყოფილა  განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განხორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება, რომლითაც მოხდა სატყეო ფონდიდან ფართობების ამორიცხვა ეფუძნება  ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა. 

მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხი განიხილას აქ არ თველოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ სატყეო სააგენტომ, რომელმაც 2010 წლის 16 აგვისტოს N25/05-2-7/76 წერილით, აღნიშნა, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებული მიწის ფართობები ნაწილობრივ განფენილია სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდში, საერთო ფართობით 8106.9 ჰა (80788366.4 2), ითვალისწინებს რა საკითხის მნიშვნელობას ქალაქის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის წინააღმდეგი განხორციელედეს 8106.9 ჰა მიწის ფართობების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა.

18.08.2010 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ N16/2346/3–10 წერილით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აცნობა რომსახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებდებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N96 დადგენილების მე–4 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ტყის ფონდიდან ამორიცხულიქნას აღნიშნულ წერილში მითითებული მიწის ფართობი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ  2010 წლის 18 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსადმი გაგზავნილ N17/08/3905 წერილით მხარი დაუჭირა ქ.თბილისის ადმინმისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საერთო ფართობი 8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვას.

აღნიშნული საკითხი 19.08.2010. განიხილა საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფოკომისიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: .ხაჩიძე, .მამაცაშვილი, .ხაჩიძე, . ადამია, . იოსელიანი, . ბატიაშვილი, .ჭიპაშვილი, . ცინცაძე, . ჯავახაზედავ. გეგლაშვილი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია 8106.9 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვა. კომისიის გადაწყვეტილებით ( სხდომის ოქმი N8, 19.08.2010.) დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის. ამ უკანასკნელმა 19.08.2010 . საქართველოს მთავრობას წარუდგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი.

20.08.2010 . საქართველოს მთავრობამ განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების ( 8106.9 ჰა) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ და N1070 განკარგულებით ამოირცხა სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან  (8106.9 ჰა) მიწის ფართობი და გადაეცა ქ. თბილისის მერიას.

კანონმდებლობაში არსებობს უამრავი ხარვეზი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ადრე მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ფონდში არსებული ტყეები უფრო დაცული იყო, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე ფაქტობრივად დაუცველი გახდა ქ. თბილისის საზღვრებში მდებარე ტყეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა. ასე მაგ:,

გარემოს დაცვითი ნებართვის შესახებსაქართველოს კანონით, მიღებული 1996 წელს , სატყეო ფონდის მიწების (50-დან 100 ჰექტრამდე ფართობის) არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენება და ტყის ჭრა - 100-დან 500 ჰექტრამდე ფართობის ტყე კაფაზე (ყველა სახეობის ჭრის ჩათვლით) აუცილებელი იყო ნებართვის მიღება, რომელსაც გასცემდა საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეგიონალური ორგანოები. ნებართვის გაცემის პროცედურების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო: სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 12/14/2007 N5602 გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით, რომელიც არ ითვალისწინებს ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ტყის ჭრასთან და სატყეო ფონდის მიწების არასატყეო - სამეურნეო დანიშნულების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილებით დგება საფრთხე მწვანე ნარგავების განადგურების, ვინაიდანარ არსებობს დღესდღეობით კანონით გათვალისწინებული ტყის ჭრაზე ნებართვის გაცემის დროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება.

ამავდროულად თუ თბილისის ირგვლივ მდებარე 7 კილომეტრიანი ზონა ითვლებოდა მწვანე ზონად და აქედან არ იყო დაშვებული სამეწარმეო ჭრები  დღეისთვის არსად არის გაწერილი ამის აკრძალვა.

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან ამორიცხულ (8106.9 ჰა)  ამორიცხული მიწის ფართობებს მიენიჭა ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი. დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე ტყის სტატუსით დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ 400 ჰა.

ნათელ მაგალითს იმისა თუ  პრაქტიკულად რა შედეგი მოიტანა ამ გადაწყვეტილებებმა წარმოადგენს წავკისის მაგალითი:აქ  გამაჯანსაღებელი კომპლექსისთვის შეძენილ მიწაზე ტყეს შეეცვალა სტატუსი და გახდა    ლანდშაფტურ–სარეკრეაქციო ზონა . შემდგომ კი  ტერიტორიას სხვადასხვა დროს მიენიჭა სატრანსპორტო ზონის და სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ხეების ჭრაზემიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი რეგულირდება ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N02.01.32 დადგენილებით დამტკიცებული. თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესით“, მასში არ არის განსაზღვრული კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოჭრის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. ნებართვას გასცემს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, თუმცა არ არსებობს არანაირი წინაპირობა, თუ რის საფუძველზე უნდა გაიცეს ნებართვა. შესაბამისად, კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავები ფაქტიურად დაუცველია და კერძო მესაკუთრეს საჭიროების შემთხვევაში (მშენებლობის წარმოებისას) ყოველთვის შეუძლია მათი განადგურება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე გაცემული ნებართვის საფუძველზე.

საქართველოს მთვარობის 2010 წლის  20 აგვისტოს დედაქალაქის საკურორტორეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, . თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ N 1070 განკარგულება არის უკანონო. ვინაიდან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოცემულია ყოველგვარი დასაბუთების და საკითხის სათანადოდ შესწავლის გარეშეარყოფილა ეს საკითხი შესწავლილი არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და არც საქართველოს კულტურისა და ძელგთადაცვის სამინისტორების მიერ.

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყით სარგებლობა, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების განკარგვა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით. ზემოაღნიშნული კანონის მუხლში პირდაპირ მითითებულია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ტყის ფონდიდან ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორცილების შემთხვევაში. . თბილისის მერიამ იმდაგვარად დასვა საკითხი დედაქალაქის საკურორტორეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, . თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის თაობაზე, რომ ამის არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა. . თბილისის მერიას არ წარუდგენია არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ არის განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტორეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება ეფუძნება ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა