შპს „ზამბახის „მშენებლობა Print E-mail

2016 წლის 26 აგვისტოს 17 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ,,უსაფრთხო სივრცე'–ს სარჩელის განხილვა თბილისის მერიისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. აღნიშნული სარჩლით გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება , რომლითაც დიღმის ტყე–პარკის ე.წ. ზოლში მდებარე ერთ–ერთ ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 01.13.01.022.170 თხოვნით

 

დაუდგინდა მიწის ნაკვეთის სამშნებლოდ გამოყენების პირობები. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების წარმოშობა მოხდა კანონმდებლობის არაერთი ნორმის დარღვევით, ვინაიდან 1934 წლიდან დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია წარმოადგენდა რეკრეაციულ ზონას და მასზე მიწის ნაკვეთების გაცემა რაიმე ნაგებობების ასაშენებლად იყო დაუშვებელი,აგრეთვე 2003 წლიდან ამ ტერიტორიის გასხვისება აიკრძალა ცალკე დადგენილებით. 2006 წელს ტერიტორია გამოიყო როგორც გამწვანების სპეციალური ზონა, თუმცა ამის წინააღმდეგ თავად თბილისის საკრებულომ გასცა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიწები კერძო საკუთრებაში. ამასთან დაკავშირებით ააიპ უსაფრთხო სივრცემ მიმართა პროკურატურას.

სამხედრო გზის მხრიდან არსებული ობიექტებს (რომლებიც ბენზაგასამართ სადგურებს,სამრეცხაოებს და სავაჭრო ობიექტებს წარმოადგენენ სასტიკი ზიანი მოქვს ტყე პარკის ტერიტორიისთვის. არც ერთ ობიექტი არ არის ჩართული საკანალიზაციო ქსელში - მათ მიერ მოხმარებული წყალი პირდაპირ ტყე-პარკში ჩაედინება. ტერიტორია ასევე ბინძურდება საყოფაცხოვრებო ნაგვით. ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ არსებული სიტუაცია https://youtu.be/RTbnjhoE0IU 2003 წლიდან 2014 წლამდე ეს იყო პირველი პრეცენდენტი როცა ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ამ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს დაუდგინა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მოგვიანებით კი მშენებლობის ნებართვაც გასცა. მაშინ როდესაც ამავე ზოლში მდებარე ნაკვეთებზე , მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა იმ მომენტამდე , არცერთი გაპი და მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.