8106 ჰა ტყისთვის ტყის სტატუსის გაუქმება ბეჭდვა ელფოსტა

2016 წლის 26 სექტემბერს, 15 საათზე ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ,,უსაფრთხო სივრცე''–ს სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ცვლილებით 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწევს შეეცვალათ სატყეო სტატუსი და მიენიჭათ ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა, აგრეთვე მოხდა წყნეთი–ბაგების რეკრეაციულ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის დაზუსტება.

 

ააიპ უსაფრთხო სივრცე 2013 წლიდან სწავლობდა თილისის ირგვლივ მდებარე ტყეების საკითხს . მე– 19 საუკუნეში თბილისის ირგვლივ ტყეები პრაქტიკულად განადგებული იყო ინტენსიური ტყის გაშენების სამუშაოები საქართველოში მე–19 საუკუნის 20 წლებიდან დაიწყო. მე–19 საუკუნის ნახევრიდან თბილისში ფუნქციონირებდა ბოტანიკური ბაღი , რაც წარმოადგენდა ერთ–ერთ მაჩვენებლს , რომ საჭირო იყო ტყის გაშენება და იქვე არსებობდა სანერგე, სადაც სხვადასხვა მერქნიანი სახეობის ნერგები გამოყავდათ და ხდებოდა მისი გამრავლება სხვადასხვა ადგილებში

1891 წელს შეიქმნა თბილისის სატყეო მეურნეობა, 1891 –1914 წლამდე 150 ჰექტარი ტყე გაუშენებიათ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის გარშემო ფერდობების გატყევებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. 1922 წლიდან ტყის გაშენების ღონისძიებების პროექტი შემუშავდა, რომელიც მთაწმინდაზე, სოფელ ოქროყანიდან კუს ტბამდე, ხოლო მარცხნივ – ხუდადოვის ტყიდან მახათის მთამდე არსებული ტერიტორიებიდან 1000 ჰექტარი ტყეების გაშენებას ითვალისწინებდა. თბილისის განსაკუთრებულად მშრალი კლიმატის გამო, ტყეების გაშენება სხვადასხვაგვარ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თბილისის შემოგარენის გამწვანებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე 1949 წლიდან მიიღო. 1947–1964 წლებში თბილისის შემოგარენში 4093 ჰექტარი ხელოვნური ტყე გაშენდა. ამის გარდა ქალაქის ირგვლივ ბუნებრივი ტყეებიც არსებობდა . 2007–2014 წლებში კი, კანონმდებლობაში გატარებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგად, თბილისის გარშემო გაშენებული ტყეებიდან ტყის სტატუსი მხოლოდ 400ჰა.–ს შეუნარჩუნდა. 20.08.2010 წ. საქართველოს მთავრობამ N1070 განკარგულებით ამოირცხა სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდიდან (8106.9 ჰა) მიწის ფართობი და გადაეცა ქ. თბილისის მერიას.

2010 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისის საზღვრებში საკრებულოს დადგენილების საფუძველზე ტყის სტატუსი შეეცვალა ლანშაფტურ–სარეკრიაციო და სარეკრეაციო ზონის სტატუსად. ამ გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში: –ქ.თბილისის ყოფილი ტყის ფონდის მიწების ლანშაფტურ –სარეკრიაციო ზონით შეცვლა და წყნეთი ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტება. შესაბამისად ფუნქციური ზონის ცვლილება მოხდა 67 ერთეულ შემთხვევაში. წყნეთი მიწებთან დაკავშირებით დადგენილებაში ძალიან მწირი ინფორმაციაა და რაც შეეხება დანარჩენი ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას და ტყის სტატუსის ლანშაფტურ– სარეკრიაციო სტატუსის შეცვლას ის პრაკტიკულად არ არის დასაბუთებული. არის გამოთქმული აზრი რომ ამ ცვლილების შედეგად ეს ტერირორია უკეთ იქნებოდა დაცული.

ქ.თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-56 გადაწყვეტილებას ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც არანაირი დასაბუთება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას განმარტავს, არ არსებობს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში - რუკაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მისი შემდგომი სრულყოფა, რის გამოც ხდება ფუნქციური ზონების ცვლილება 67 ერთეულ შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა (საკითხი 1) ქ.თბილისში ყოფილი ტყის ფონდის მიწების ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონით შეცვლა და წყნეთი-ბაგების სარეკრეაციო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონების დაზუსტებაა. გადაწყვეტილებას აგრეთვე ახლავს დანართი, სადაც აღნიშნულია რომ, ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონით აღნიშნული ტერიტორიები უკეთესი დაცვითაა უზრუნველყოფილი, ვიდრე ეს გააჩნდათ სატყეო ფონდის სტატუსით.

ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ,,ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) წარმოადგენს თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისთვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობის განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: ,,სატყეო ზონა - ქალაქ თბილისის საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.' შესაბამისად გაუგებარია რამდენად უფრო დაცულია ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსით აღნიშნული ტერიტორია. სტატუსის შეცვლა აუცილებლად მოითხოვს მნიშვნელოვან დასაბუთებას, ასეთი კი არც გადაწყვეტილებაში და არც ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ გვხვდება. ამავდროულად იმის მერე რაც ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი ტყეს ტყე აღარ ქვია ამ მომენტიდან მას მწვანე ნარგავები უწოდეს და მისი მოვლა აღარ ხორციელდება ტყის კოდექსის შესაბამისად. დეტალურად ამ ტერიტორიების პრობლემებზე ააიპ უსაფრთხო სივრცეს გადაღებული აქვს ფილმი სტატუსების შეცვლა, ტერიტორიების გაყიდვა, ხეების ჭრა, მძიმე ფიტოსანიტარული მდგომარეობა, ქ. თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები და ტყეში ასობით ხის მოჭრაზე გაცემული ნებართვები – ეს ის საკითხებია, რომელიც დღეს თბილისის ისტორიული მწვანე ზონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა გადადგა პირველი ნაბიჯი თბილისის ტყეების გადასარჩენად აიკრძალა საქართველოს მთავრობამ N1070 განკარგულებით ტყის ფონდიდან ამორიცხული ტერიტორიების (8106.9 ჰა) გარდა კერძო საკუთრებისა გასხვისება.

 




gamokitxva