„ ციყვების საქმე“ Print E-mail
2016 წლის 20 სექტემბერს, 12 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს ე,წ, ,,ციყვების'' საქმეს. თბილისის საკრებულომ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ,,უსაფრთხო სივრცის'' სარჩელი დაკმაყოფილდა. საქმე ეხება ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბისკენ მიმავალი გზის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთს (ციყვების ტერიტორია) შეეცვალა ფუნქციური ზონა და ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონა შეიცვალა სარეკრეაციო ზონა 3–ით, რითაც ტერიტორიაზე შესაძლებელი გახდა რესტორნის მშენებლობის განხორციელება. ტერიტორიის ნაწილი კერძო პირის – შპს ,,კოლორიტის'' საკუთრებაშია, მასზე აშენდა რესტორანი და ის უკვე ფუნქციონირებს. ხოლო დარჩენილი 1220 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ,,უსაფრთხო სივრცის'' მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მხოლოდ სადავო ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოსამართლის მიერ შეთავაზებულ მორიგებაზეც უარი განაცხადეს.. საკრებულოს წარმომადგენელმა ვერაფრით ვერ ახსნა გადაწყვეტილება რატომ არ იყო დასაბუთებული, მან აღიარა კიდევაც რომ მისი მიღების პროცესში გარკვეული პროცესუალური შეცდომები იქნა დაშვებული. საქმეს განიხილავდა მოსამრთლე ნინო ყანჩაველი ეს გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.