სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება „ ციყვებთან“ დაკავშირებით ბეჭდვა ელფოსტა

>2016 წლის 9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაიმართა ე.წ. ,,ციყვების'' ნაკვეთთან დაკავშირებული დავის განხილვა. შეგახსენებთ რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ტერიტორიის ნაწილზე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მას დაუბრუნდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონის სტატუსი, აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

საკრებულოს წარმომადგენლის მტკიცებით ტერიტორია არც გადაწყვეტილების მიღების დროს და არც დღეს ფაქტობრივად არ შეესაბამება ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონას და ამითომაც შეუცვალეს სტატუსი. მის მოსაზრებებს ცალსახად ეთანხმებოდა ქ.თბილისის მერიის წარმომადგენელი. სხდომაზე აგრეთვე გამოცხადდა საქმეში მესამე პირად ჩართული შპს ,,კოლორიტის'' წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა რომ , დავის საგანთან არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ, რომ მათ აუქციონის პირობების შესაბამისად დაევალათ ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ფუნქციის მქონე ადგილის შექმნა – ის დასასვენებელი სკამებისა და ბილიკების კოწყობა, რაც უკვე შეასრულეს. თუმცა მაიუხედავად ამისა, მაინც ეთანხმებოდნენ სააპელაციო საჩივარს. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ადგილზე თათბირით, მიიღო გადაწყვეტილება არ დაეკმაყოფილებინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

რაც შეეხება საქმეში აგრეთვე მესამე პირებად ჩართულ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს, მათი წარმომადგენლები სხდომაზე არ გამოცხადებულან.

 




gamokitxva