დიღმის ტყე ბეჭდვა ელფოსტა

დიღმის ტყე პარკი ხანგრძლივი დაუზოგავი ბრძოლის შედეგად შენარჩუნდა, მაგრამ სტატუსი აქვს ნაწილობრივ დაკარგული. 2017 წლის 10 იანვარს 16.30 საქალაქო სასამართლო განიხილავს დიღმის ტყე პარკისთვის სტატუსის ცვლილების საკითხს.

ამასთან დაკავშირებით სასამართლოს ააიპ უსაფრთხო სივრცემ და მწვანე ალტერნატივამ მიმართეს.თბილისში არსებულ პარკებს შორის ყველაზე მეტად დაზიანდა დიღმის ტყე-პარკი. ამჟამად პარკის ტერიტორია დანაწევრებულია და გასხვისებული.

75 ჰექტრიდან დარჩენილ 20,5 ჰექტარზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მწვანე საფარი.

ქ. თბილისის მთავრობის 05. 06. 2003 წლის დადგენილებით ტყე- პარკის ტერიტორიაზე უნდა შეჩერებილიყო ყოველგვარი მშენებლობისა და მიწის გასხვისების ოპერაციები, მაგრამ 2003 წ.ზაფხულში ტერიტორიაზე მშენებლობა მაინც წამოიწყეს. მშენებლობის შეჩერების და აკრძალვის მიზნით 27. 07. 2003 წელს ქ. თბილისის საკრებულომ მიიღი დადგენილება, რომლითაც დიღმის ტყე პარკში კვლავ აიკრძალა ყოველგავარი სახის კაპიტალური მშენებლობები.

მიუხედავად ამისა, ტყე პარკის ტერიტორიის გასხვისება მაინც გრძელდებოდა. რა უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს გასხვისებული ნაკვეთების ერთი ნაწილი სხვადასხვა დროს უსასყიდლოდ დაუბრუნდა ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს. დღეისათვის ტერიტორიის 78809.00 კვ.მ.

მოსახლეობის მოთხოვნით ქ. თბილისის საკრებულომ მიიღო 31 .03 2006 წელს დადგენილება, რომელითაც დიღმის ტყე პარკს მიენიჭა გამწვანების სპეციალური ზონის სტატუსი. ქ. თბილისის საკრებულოს 22 .02. 2007 წლის 16 დადგენილებით ქალაქ თბილისის მთავრობას დაევალა დიღმის ტყე პარკის 20. 5 ჰექტარზე დადგენილ საზღვრებში ლანდშაფტის გეგმის შემუშავება და დენდრო პროექტის მომზადება, საირიგაციო და სანიაღვრე სისტემის გეგმის შემუშავება და მოწყობა.

მრავალწლინი ბრძოლიას შედეგი იყო ის რომ ტერიტორის ქონდა სტატუსი რომელიც სრულად იცავდა მას, იყო ბუნების დვის ყველაზე მკაცრი რეჯიმი 2006 წელს მერიის დაკვეთით ჩატარებული იყო ნარგაობის პასპორტიზაცია, ნიადაგის შესწავლა, სარწყავი სისტემის პროექტი. ტყე პარკში დაიწყეს სარწყავის მოწყობა, ამოთხარეს 7 კილომეტრი ტრანშეა. მაგრამ სარწავის დასრულება ვერ მოხერხდა მესაკუთრეების წინააღმდეგომის გამო. მილები წაიღეს საწყობში. დღესაც ახალდარგულ ხეებს რწყავენ თბილის ზღვიდან ცისტერნებით მოზიდული წყლით.

ქ. თბილისის საკრებულოს 05. 07. 2009 წლის №6-17 გადაწყვეტილებით „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ'' დიღმის ტყე პარკს 20,5 ჰა მიენიჭა სარეკრიაციო ზონა №1 სტატუსი.

მრავალწლინი ბრძოლიას შედეგი იყო ის რომ ტერიტორის ქონდა სტატუსი რომელიც სრულად იცავდა მას, იყო ბუნების დვის ყველაზე მკაცრი რეჯიმი მრავალწლინი ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ ტერიტორიას ჰქონდა სტატუსი, რომელიც სრულად იცავდა მას, იყო ბუნების დაცვის ყველაზე მკაცრი რეჟიმი. 2006 წელს მერიის დაკვეთით ჩატარებული იყო ნარგაობის პასპორტიზაცია, ნიადაგის შესწავლა, სარწყავი სისტემის პროექტი. ტყე პარკში დაიწყეს სარწყავის მოწყობა, ამოთხარეს 7 კილომეტრი ტრანშეა. მაგრამ სარწავის დასრულება ვერ მოხერხდა მესაკუთრეების წინააღმდეგომის გამო. მილები წაიღეს საწყობში. დღესაც ახალდარგულ ხეებს რწყავენ თბილისის ზღვიდან ცისტერნებით მოზიდული წყლით.

ქ. თბილისისსაკრებულოს 05. 07. 2009 წლის№6-17 გადაწყვეტილებით„დედაქალაქისპერსპექტიულიგანვითარებისგენერალურიგეგმისდამტკიცებისშესახებ''დიღმისტყეპარკს 20,5 ჰამიენიჭასარეკრიაციოზონა№1 სტატუსი.

2009 წლის 11 სექტემბერსთბილისისსაკრებულომ№ 10 -24 გადაწყვეტილებითცვლილებაშეიტანამის მიერმიღებულ 2009 წლის 5 ივნისისგადაწყვეტილებაშიდატყე-პარკისდიდნაწილს შეუცვალასტატუსისარეკრეაციოზონა 1–დანდაისსაზოგადოებრივსაქმიანზონა 2–ადგადააკეთა.

ფაქტიურად არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების ქალაქგეგმარებითი დასაბუთება. გადაწყვეტილების ტექსტურ ნაწილში აღნიშნულია რომ, ცვლილების პროექტი მომზადებულია მერიის და საკრებულოს ერთობლივი კომისიის მიერ. ასეთი კომისიის არსებობა კი საკრებულოში არ დასტურდება.

ასევე საყურადღებოა ფაქტი, რომ ტყე-პარკის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელსაც სტატუსი-ფუნქცია შეეცვალა, არ არის განთავსებული იმდენი შენობა -ნაგებობა, რომ საჭიროება დამდგარიყო მთელი 1 ჰექტრისთვის სტატუსის შესაცვლელად. დადგენილია, რომ სტატუს შეცვლილია 1 ჰა და ნაგებობები განთავსებულია მხოლოდ 1300 კვ.მ-ზე (1/10), რაც ჩანს ტოპო გადაღებიდან და სხვადსხვა რუკებიდან. დანარჩენი ტერიტორია კი ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, თუ ვიმსჯელებთ, რომ საჯარო ინტერესთან შედარებით პრიორიტეტულია კერძო ინტერესი, მაშინ ტყე-პარკის მთელი ტერიტორია, რომელიც უკვე კერძო საკუთრებაში არსებულია, უნდა გახდეს სტატუსის შეცვლის მსხვერპლი. სადავოა ასევე და გაურკვეველი თუ საერთოდ რამდენ ჰექტარს შეეცვალა სტატუსი. თუ ჩავთვლით, რომ სტატუსი შეეცვალა 8 ჰექტარს, როგორც ეს ზოგიერთი რუკიდან ჩანს , მაშინ საერთოდ დაუსაბუთებელია დანარჩენ 7 ჰა-ზე სტატუსის შეცვლის საფუძველი, ვინაიდან მათზე არ დგას არანაირი ნაგებობა.

რაც შეეხება სამხედრო გზის მხრიდან განლაგებულ შენობებს, რომლის ინტერესები გაიზიარა საკრებულომ, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ უპირატესობა უნდა მინიჭებოდა საჯარო ინტერესებს, მით უმეტეს, რომ კერძო ინტერესები, რომლებიც აღმოცენდა ტყე-პარკის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების მოპოვებით, ეწინააღმდეგებოდა მათი აღმოცენების მომენტისათვის მოქმედ ქ.თბილისის გენერალურ გეგმას, როგორც კანონმდებლობას, რომელიც ტყე-პარკს ანიჭებდა რეკრეაციულ სტატუსს და კრძალავდა მიწის გასხვისებას და მასზე რაიმე ნაგებობის არსებობას. საკრებულოს მიწის ნაკვეთის სტატუსი კი არ უნდა მოეყვანა შესაბამისობაში არსებულ შენობებთან ან კერძო მესაკუთრეების ინტერესებთან, არამედ პირიქით მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს უნდა მინიჭებოდათ შეუსაბამო ნაკვეთისა და ნაგებობის სტატუსი. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტს და მივიღეთ მათი დასკვნა პრობლემის გადაწყვეტის შესახებ.

უნდა აღინიშნოს რომ ამ ობიექტებს სასტიკი ზიანი მოაქვს ტყე პარკისთვის. არც ერთი მათგანი არ არის ჩართული საკანალიზაციო ქსელში და მათი მოხმარებული წყალი პირდაპირ ტყე-პარკში ჩაედინება. მიწა ვეღარ იღებს წყალს და მთელ ტერიტორიაზე კანალიზაციის გუბეებია, ხმება ნარგაობა. სამხედრო გზის მხრიდან ერთ-ერთი ნაკვეთის მფლობელმა იქ ცხვრის დაყენებისდართო ნება. ცხვარი ტყე პარკში შემოყავთ, აქვე კლავენ და ატყავებენ. ამავდროულად, 2009 წელს 11 სექტემბერს საკრებულოს დადგენილებასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ გაყალბებული იყო რუკა. ამასთან დაკავშირებით 2009 წელს პროკურატურას მიმართა საიას მაშინდელმა თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა, 2011 წელს უსაფრთხო სივრცის თავმჯდომარე ანა გაბრიაძემ.

ფაქტიურად 2002 წლიდან ტყე პარკთან დაკავშირებით არსებობს 2 რეალობა: 90 წლებში ტერიტორია იყო გასხვისებული , ფირმა სანს ეკუთნოდა 18.5 ჰა რომელშიც გადაიხადეს 39120 ლარი და დანარჩენი ნაკვეთები ასევე კანონის დარღვევით გადაცემული იყო სარგებლობაში და 2008 წელს ზოგიერთი ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ხდებოდა. დღეს ტყე პარკის ტერიტორია დაყოფილია 56 საკადასტრო ერთეულად (ეს ციფრი მუდმივად მერყეობს ვინაიდან ხდება ნაკვეთების გაერთიანება და გაყოფა) ამ ტერიტორიის ნაწილი სახელმწიფოს დაუბრუნდა. მეორეს მხრივ მერია 2006 წლიდან ატარებს ტერიტორიის მოვლას.

2009 წელს სტატუსის ცვლილებამ გამოიწვია საზოგადოების მწვავე პროტესტი . რამაც შედეგი გამოიღო და მაშინვე არ დაიწეს მშენებლობა, თუმცა მიწა სხვისდებოდა. 2012 წელს ტყე-პარკში დაგემილი იყო ოლიმპიური კომპლექსის აშენება. საბედნიეროდ მოხეხდა ამის თავიდან აცილება. მიწის გასხვისების კანონიერებასთან დაკავშირებით ააიპ უსაფრთხო სივრცემ ასევე მიმართა პროკურატურას და ესეც სრულიად უშედეგოდ. სამწუხაროდ ბოლო 3 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე სამხედრო გზის მხრიდან აშენდა კიდევ ერთი ობიექტი ( ამასთან დაკავშირებით ააიპ უსაფრთხო სივრცემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამრთლო 2 წლის განმალობაში იხილავდა საქმეს და მთავარ სხდომაზე შეწყვიტა წარმოება. ეს გასაჩივრებული იქნება აპელაციაში ). ასევე დიდუბის გამგეობამ ყველანაირი სამშენებლო ნებართვის გარეშე ,ზონის სტატუსის დარღვევით აწარმოა სარეკრეაციო ზონა 1-ში სტადიონის მშენებლობა, რაზეც სახელმწიფო ბუჯეტიდან დაიხარჯა 163000 ლარი, უკანონოდ გაფართოვდა კიდევ ერთი ობიექტი „მარი მარკეტი“ -მან მოხსნა ღობე და აწარმოა უკანონო მშენებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადასტურებს ამ ფაქტს და დემონტაჟზე უთითებს.

2014 წელს 30 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მიწათსარგებლობის გეგმა, რომელშიც ტყე-პარკის ტერიტორია ასევე სტატუს შეცვლილ მდგომარეობაშია.ამ ეტაპისთვის საქალაქო სასამართლო იხილავს ააიპ „ უსაფრთხო სივრცის და მწვანე ალტერნატივის სარჩელს“.სარჩელს,რომლის მოთხოვნაა საკრებულოს დადგენილების ,რომლითაც სტატუსი შეეცვალა ,ბათილად ცნობა. საკრებულო არ ცნობს სარჩელს ანუ ფაქტიურად უარს ამბობენ ტერიტორიისთვის სტატუსის დაბრუნებაზე.( ადვოკატი ლალი პეტრიაშვილი) ამავდროულად მთელი ამ წლების განმავლობაში სტატუსშეცვლილ ტერიტორიაზე რეგულარულად ირგვება ხეები , მარტო წელს დიღმის ტყე პარკში 600 ხე დარგეს მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სრულიად საქართველოს კათალიკოს პარტრიარქმა. https://youtu.be/ofNBZFb7-vM

2017 წელს იგეგმება ახალი გენერალური გეგმის მიღება.ჩვენ მივმართეთ წერილით მერიის არქიტექტურის სამსახურს და სიპს რომელსაც ევალება ახალი გენერალური გეგმის შემუშავება.

წელს თბილისის 10 პარკის მოვლა პატრონობა დაევალა შპს „თბილსერვის ჯგუფს“

სხვადასხვა წლებში დიღმის ტყე–პარკში ქ. თბილისის მერიის და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის მიერ რეგულარულად ტარდებოდა გამწვანების აქციები. დაირგო დიდი რაოდენობით ფიჭვის, კიპარისის და ფოთლოვანი მცენარეების ნერგები. წელს დიღმის ტყე პარკის მოვლა დაევალა შპს თბილსერვის ჯგუფს. სამწუხაროდ ამან გამოიღო უარყოფითი შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზაფხულში თიბვის დროს დაზიანდა მრავალი მცენარე. მთიბავებმა სათიბებით გადაუჭრეს ნერგებს ქერქი. დიღმის მოსახლეობამ მიმართა კოლექტიური განცხადებით ქ. თბილის მერს, ქ. თბილისის მერიის ზედმხედველობის სამსახურს, გარემოსდაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თხოვნით:

,,გთხოვთ დაუყონებლივ მიიღოთ ზომები - აიკრძალოს შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ დაზიანებული მცენარეების ამოღება. გთხოვთ გამოაგზავნოთ სპეციალისტები და საზოგადოების წარმომადგენლებთან დათვალირებულ იქნას მცენარეები, შეფასდეს მდგომარეობა რომელი ნერგების გადარჩენა შეიძლება და ჩაინაცვლოს გამხმარი მცენარეები და ის ნერგები რომლებიც იმდენად არი დაზიანებული რომ გახმება.

გთხოვთ არ დაუშვათ შემდგომში ნარგაობის მსგავსი დაზიანება.’’

ამ განცხადებას შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ამ ეტაპზე ააიპ „ უსაფრთხო სივრცემ“ მიმართა სასამართლოს მთავრობის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე რითიც 10 პარკზე მოვლა პატრონობა ევალება თბილსერვისს. (ადვოკატი ნანა რამიშვლი)

ასევე მოსახლეობამ კოლექტიური წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს თხოვნით:

დიღმის ტყის წინა ნაწილში სადაც ბოლო წლებში გახმა და მოიჭრა ბევრი ფიჭვი ,გთხოვთ დარგოთ წიწოვანი და ფოთლოვანი ხეები.

ასევე გთხოვთ არ დაუშვათ დიღმის ტყე პარკის ტერიტორიაზე ხელოვნური ბილიკების, საქანელების და სხვა საპარკო ობიექტების ჩადგმა. მთელი ეს წლები ჩვენი მთავარი მიზანი იყო ცოცხალი ბუნების - ტყე-პარკის შენარჩუნება მაქსიმალურად ბუნებრივი სახით. 2006 წელს 2000 კაცმა მიმართა საკრებულოს.ზუსტად ამ მოთხოვნის საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭა სპეციალური გამწვანების ზონის სტატუსი და სარეკრეაციო ზონა 1 სტატუსი და აქ აკრძალულია ნებისმიერი მშენებლობა.

 




gamokitxva