მიმდინარე პროექტები

პროექტი ,,თბილისის ეკოლოგია“  („საზოგადოების ჩართულობა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულობა თბილისის ეკოლოგიასთან მიმართებით“) ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საქმიანობებს:

 

  • ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვა
  • საზოგადოებოს ინფორმირება დედაქალაქის წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საქმიანობის შესახებ
  • საზოგადოების აქტიური ჩართვა თბილისის განაშენიანების თემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში
  • თბილისის საკრებულოს, მერიისა და მისი შეაბამისი ორგანოების  იმ საქმიანობის შესწავლა, რომელიც დედაქალაქის გარემოს დაცვასა და გამწვანებას ეხება
  • საზოგადოების ჩართულობის გაზრდით ეკოლოგიური პრობლემების ადვოკატირება
  • კანონის უზენაესობის ხელშეწყობა გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ: საზოგადოების ინტერესების დაცვა-წარმოდგენა სასამართლოში, მოსახლეობის ჩართულობის პრაქტიკის დანერგვა  სასამართლო საქმის წარმოებაში.

პროექტის ფარგლებში  ,,უსაფრთხო სივრცე“  მიმართავს პასუხისმგებელ ორგანიზაციებს  თბილისის სარეკრეაციო ზონებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაძიებლად. მოიპოვებს დარგის სპეციალისტების დასკვნებს, ამზადებს ჟურნალისტურ კვლევებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 




gamokitxva