საქმიანობის ფორმები

თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციებთან. ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლების დაცვის მიზნით;

 

თავისი მიზნების მისაღწევად და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომლობს უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ფონდებთან;

პერიოდულად ამზადებს მის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშებს, მასალებს აწვდის საზოგადოებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართვას დარღვევების გამოვლენაში. აწყობს საჯარო დებატებსა და დისკუსიებს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში მოამზადებს კანონპროექტებს გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით. იზრუნებს გამოვლენილი პრობლემებით ხელისუფლების წარმომადგენლების დაინტერესებაზე;

გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოდან. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს, ან საქმეს წარმართავს სამართალდამცავ ორგანოებში;

ასოციაცია ეწევა კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, სასწავლო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას, აწყობს სემინარებს და კონფერენციებს; ახორციელებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან და სხვა საქმიანობას (აქტივობებს), რომლებიც მისი მიზნების შესრულებას ემსახურება.

 

Comments 

 
#2 უძლევი 2012-11-25 02:06
შესანიშნავ საქმეს აკეთებს თქვენი ორგანიზაცია. იმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მედიასთან მოსახლეობის მხარდაჭერა აჩვენეთ ტელევიზიით. აქტუალური გახადეთ ბუნების და პარკების დაცვა. შემოწირულობების მიღება შესაძლებელი გახადეთ თქვენს საიტზე. ჯანდაცვის ხარჯები შემცირდება თუ ტყეპარკებში სასიარულო არატალახიანი ბილიკები გაკეთდება. იქნება გარემოს და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გააკეთოთ პროექტები?
Quote
 
 
#1 comment 2011-11-28 20:24
ურიგო არ იქნებოდა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ კრიტიკულ შეხედულებებს მოდერატორი რომ არ შლიდეს ხოლმე. ვფიქრობ ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და საზოგადოებრივი აზრი აქ თავისუფალი განსჯის საგანი უნდა იყოს.
Quote
 




gamokitxva