Safe Space Tbilisi

პარტნიორები


თბილისის ზღვა ,,დასაშვები დაბინძურების“ კლასიფიკაციას მიეკუთვნება ბეჭდვა ელფოსტა

 თბილისის ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის მიზნით „უსაფრთხო სივრცემ“ 2011 წლის აგვისტოში კვლევა ჩაატარა.  კვლევა უშუალოდ განახორციელა გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა. კვლევის ფარგლებში დამუშავდა თბილისის ზღვის წყლის სამი ნიმუში (ორი - ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხის სათავედან და თბილისის ზღვის N1 სატუმბი სადგურის წყალაღების ადგილიდან;  ერთი - ჟინვალის წყლის ნიმუში თბილისის ზღვაში ჩასვლამდე).

 

კვლევის შედეგად, სამივე ნიმუში მიეკუთვნება დამაკმაყოფილებელი მინერალიზაციის  რბილ წყლებს. ეპიდემიური უსაფრთხოების სანიტარულ-ქიმიური მაჩვენებლები დადგენილი ჰიგიენური ნორმების ფარგლებშია. შესწავლილი მძიმე ლითონების შემცველობა მათ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე ბევრად დაბალია, ორგანული დაბინძურების ქიმიური მაჩვენებლები: ზედაპირულად აქტიური ნივთერებები, ფენოლები და ჯამური ნავთობპროდუქტები არ დაფიქსირდა. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დადგენილი ჰიგიენური ნორმების ფარგლებშია.

ამრიგად, თბილისის ზღვა წყლის ობიეტების გაბინძურების ხარისხის ჰიგიენური კვალიფკაციის მიხედვით, მიეკუთვნება „დასაშვები დაბინძურების“ წყლის ობიექტებს. 

 

დოკუმენტები იხილეთ აქ