9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები ბეჭდვა ელფოსტა

9 აპრილისა და გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღები (ყოფილი ალექსანდრეს ბაღი) – გაშენდა 1859 წელს არქიტექტორ ო. სიმენსონის პროექტით. 1865 წელს ბაღმა საბოლოო სახე მიიღო. მას  დაახლოებით 36.000 მ2 ფართობი ეკავა. ბაღს სახელი დაერქვა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის პატივსაცემად. XX საუკუნის 30-იან წლებში, ბაზრისა და ძნელაძის (ახლანდელი თაბუკაშვილის) ქუჩების გაერთიანების შემდეგ, ალექსანდრეს ბაღი ზედა და ქვედა ბაქნებად დაიყო. ქვედა ნაწილში XIX საუკუნის ბოლოს აშენდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მცირე ზომის, სამონასტრო კომპლექსის ეკლესია, ზედა ნაწილში იყო წყლის აუზი შადრევანით (ასევე არქიტექტორ სიმენსონის), კაფე და რესტორანი. 1885 წელს გოლოვინის პროსპექტის მხრიდან აიგო `დიდების ტაძარი~ (ახლანდელი სურათების ეროვნული გალერეა). 80-იან წლებში ბაღის ქვედა ნაწილს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (ავტორი: თ. თევზაძე, დ. სულთანიშვილი, გ. ჯაფარიძე, მოქანდაკე გ. შხვაცაბაია). 2000 წლიდან იწოდება გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღად.

 

Comments 

 
#1 Peradze Natalia 2012-06-17 05:53
ბოლო რეკონსტრუქციისთ ვის რამდენი ხე მოიჭრა, და ბეტონიანი გზებით ჩანაცვლდა,
არ გაქვთ ინფო?
Quote