დიღმის ტყე–პარკი ბეჭდვა ელფოსტა


 დიღმის  მასივში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის მდებარეობს დიღმის  ტყე-პარკი. მისი ისტორია 1934 წლიდან იწყება, როდესაც აქ თბილისის საბაზისო სანერგე დაარსდა. ქალაქის გენგეგმის მიხედვით მისი ტერიტირია 75 ჰექტარს შეადგენდა. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.


    დაარსების დღიდან დიღმის ტყე-პარკი  “ქალაქის ფილტვებად“ითვლებოდა. თბილისში არ არსებობს დიღმის ტყე-პარკის ანალოგიური ადგილი.
   2006 წელს ჩატარდა ტყე-პარკის ინვენტარიზაცია და მერქნიან მცენარეთა პასპორტიზაცია, ნიადაგის შესწავლა და ფიტოსანიტარული გამოკვლევა, რის საფუძველზეც შეიქმნა მერქნიან მცენარეთა 7 000-მდე პასპორტი.
  ტყე-პარკში გვხვდება როგორც ადგილობრივი, უნიკალური მერქნიანი სახეობები, ასევე ინტროდუცირებული (შემოტანილი).
  ადგილობრივი მცენარეებიდან მეტად მნიშვნელოვანია სახეობები, რომლებიც საქართველოს “წითელ წიგნშია” შეტანილი და საყურადღებოა იმითაც, რომ ეს სახეობები უნდა იქნეს განსაკუთრებულად დაცული.
1. Acer campestre  - მინდვრის ნეკერჩხალი – ევროპულ -კავკასიური, მესამეული რელიქტი.
2. Acer cabadocicum - ქორაფი-კოლხურ-ჰირკანული, ჰემიქსეროფიტი, მესამეული რელიქტი.
3. Acer platanoides - ლეკა- ევროპულ - კავკასიური, მესამეული რელიქტი.
4. Acer velutinum - დიადი ბოყვი – ჰირკანულ - კავკასიური, მესამეული რელიქტი
5. Celtis caucasica - კავკასიური აკაკი - კავკასიური, მესამეული რელიქტი. ქსეროფიტი, საქართველოს “წითელ წიგნში” შეტანილი
6. Diospyros lotus - ხურმა-მესამეული რელიქტი, საქართველოს “წითელ წიგნში” შეტანილი.
7. Juglans regia  - მესამეული რელიქტი, საქართველოს “წითელ წიგნში” შეტანილი.
8. Pinus eldarica - ელდარის ფიჭვი, რელიქტი, საქართველოს “წითელ წიგნში” შეტანილი.
9. Pinus pityusa – რელიქტი, ხმელთაშუაზღვეთის ენდემი,საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი.
10. Platanus orientalis - აღმოსავლეთის ჭადარი, უძველესი რელიქტი.
11. Punica granatum - ბროწეული, მესამეული რელიქტი, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი.
12. Quercus castaneifolia  - თალიშის მესამეული რელიქტი.
13. Qercus longipes – ჭალის მუხა-მესამეული რელიქტი. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი.
14. Zelkova carpinifolia - ძელქვა, კოლხურ-თალიშის მესამეული რელიქტი, შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
  ასევე ბევრია აღრიცხული: თელები, ვერხვები, გლედიჩიები, ფშატი და სხვ.
ბევრია ნატურალიზირებული სახეობები: ამერიკული ნეკერჩხალი, დიადი ბოყვი, ჭყორფოთოლა მაჰონია, ცხრატყავა, ხურმა, ამორფა, არღავანი, სამეკალა გლედიჩია, იაპონური სოფორა, ესპანური კურდღლისცოცხა, წაბლფოთოლა მუხა, იასამანი, დასავლეთის და აღმოსავლეთის ჭადრები, საპნის ხე, კავკასიური და დიდფოთოლა ცაცხვები, ძელქვა და სხვ. ეს სახეობები დიდი ხნის წინ არის ინტროდუცირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ საუკუნეების მანძილზე იმდენად შეეგუენ თბილისის კლიმატს, რომ იძლევიან უხვ თვითნათესს და ველურდებიან კიდეც. ბევრი მათგანი ადგილობრივ სახეობადაც მიიჩნევა.
      ამჟამად დიღმის  პარკი თავისი კლიმატური პირობებით ხელსაყრელია მშრალი, ზომიერად თბილი და ნაწილობრივ მშრალი სუბტროპიკული ზონების მცენარეების ინტროდუქციისათვის, ხოლო მეზოფილური მცენარეების კულტივირება აქ შესაძლებელია მხოლოდ რეგულარული მორწყვის პირობებში.
     ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს  ღმოჩნდა 150 წელს გადაცილებული უნიკალური ხეებიც, კერძოდ მუხები, ფიჭვები და სხვა, რასაც თბილისისათვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

 

დიღმის ტყე–პარკის რუკა

 

სტატია "დიღმის ტყე-პარკის უახლესი ისტორია"

 

დოკუმენტები

დოკუმენტი 1

დოკუმენტი 2

დოკუმენტი 3