ვაკის პარკი ბეჭდვა ელფოსტა

 ვაკის პარკი - გაშენებულია ვაკის ბოლოში, მთაწმინდის ქედის გაშიშვლებულ ფერდობსა და მის წინა უკაცრიელ ტერიტორიაზე. 1946 წელს, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დაიწყო „გამარჯვების პარკის“ მშენებლობა (არქიტექტორი: კ. დგებუაძე, დენდროლოგი: ნ. ციციშვილი). ვაკის პარკიOგაშლილია ბუნებრივ ამფითეატრზე, სამი მხრიდან მაღლობებით არის შემოფარგლული, ფართობით 200 ჰა-ზე მეტი უჭირავს და წარმოადგენს ქალაქის დიდ მწვანე მასივს, სადაც დარგულია მრავალი ათასი ხე – ფოთლოვანი, წიწვოვანი, ხეხილი, ბუჩქნარი. პარკში მოწყობილია საბავშვო ქალაქი, გასართობი ატრაქციონებით, ჩოგბურთის მოედნით, მრავალი საპარკე ნაგებობებით.