ცენტრალური პარკი ბეჭდვა ელფოსტა

 ცენტრალური პარკი წარმოადგენს აშშ-ში, ნიუ იორკში მანჰეტენის საჯარო პარკს. თავდაპირველად პარკი 1857 წელს გაიხსნა, მას ქალაქის ტერიტორიის 843 აკრი (3.41 კმ.მ) უჭირავს.
1963 წელს პარკი მიჩნეული იყო ეროვნულ-ისტორიულ ადგილად, ამჟამად პარკი იმართება საქველმოქმედო ორგანიზაცია `სენთრალ ფარქ კონსერვანის~-ის მიერ,
ცენტრალური პარკი, რომელიც 1963 წლიდან ეროვნულ-ისტორიულ მიწად მიიჩნევა გაშენდა ლანდშაპტის დიზაინერის და მწერლის ფრედერიკ ლო იმსტედის დიზაინის მიხედვით ინგლისელი არქიტექორის კალვერტ ვაუხის მიერ 1858 წელს, დიზაინერთა კონკურსში გამარჯვების შემდეგ. მათი დიზაინის მიხედვითაა ასევე შექმნილი ბრუკლინის პროსპექტის პარკი.
პარკი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს, აშშ-ში მნახველთა რაოდენობის მხრივ ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკად მიიჩნევა. გახსნისას, თავდაპირველად, მას მხოლოდ ქალაქის ტერიტორიის 770 აკრი (3.1 კმ2) ეკავა, ხოლო შემდეგ იგი განივრცო 843 აკრამდე (3.41 კმ2; 1.317 კვ.მ). პარკს ინახავს კერძო ორგანიზაცია `სენთრალ ფარქ ქონსერვანსი ~, რომელიც არ მუშაობს ფინანსურ მოგებაზე და მართავს პარკს ნიუ იორკის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც `ქონსერვანსის~ პრეზიდენტი არის ცენტრალური პარკის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებელი.


მიუხედავად იმისა, რომ პარკის დიზაინი საკმაოდ ბუნებრივ იერს ატარებს, იგი მაინც, თითქმის ბოლომდე ხელოვნურადაა კულტივირებული. პარკს რამდენიმე ნატურალური სახის მქონე ხელოვნურად შექმნილი ტბა და ტბორი აქვს, აგრეთვე, გრძელი სასეირნო ბილიკები, ორი ყინულის საციგურაო მოედანი (რომელთაგან ერთ-ერთი საცურაო აუზად გამოიყენება ივლის-აგვისტოს თვეებში), ცენტრალური პარკის ზოოპარკი, სასათბურე ბაღი, ბუნებრივად გაშენებული ხეების ფართო არეალი, 106 აკრის, 43 (ჰექტარი) მილიარდი გალონის მოცულობის მქონე რეზერვუარი, რომელიც გარს ეკვრის სარბენ ბილიკს, ღია ამფითეატრი და დელაკორტეს თეატრი, რომელიც `შექსპირის პარკში~ ზაფხულის ფესტივალს  მასპინძლობს. შიდა ატრაქციონები მოიცავს ბელვედერის ციხესიმაგრეს, შვედური კოტეჯის მარიონეტის თეატრს და ისტორიულ კარუსელს. გარდა ამისა, აქ არის შვიდი უზარმაზარი გაზონი `მდელოები~ და შედარებით მომცრო ზომის ბალახის საფარიანი არეალები. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება არაფორმალური ან ჯგუფური სპორტული თამაშებისთვის, ხოლო ზოგი კი უბრალოდ დასასველებელი, მშვიდი ადგილია; არის, აგრეთვე, რამდენიმე სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი დახურული სათამაშო ბაღი.
ექვსი მილი (10კმ) მანქანით სავალი გზა პარკის შიგნით გამოიყენება მორბენალების, ველოსიპედების, სკეიტბორდისტებისა და მოციგურავეების მიერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საავტომობილო გზა გადაკეტილია, შაბათ-კვირას და საღამოობით 7:00-ის შემდეგ.
2005 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, ცენტრალური პარკის რეალური ღირებულება დადგინდა ქონების შეფასების ფირმის `მილერ სამუელის~ მიერ და ის 528, 783, 552,000 აშშ. დოლარს შეადგენს.

 




gamokitxva