უენოს პარკი ბეჭდვა ელფოსტა

 უენოს პარკი არის საჯარო პარკი, რომელიც მდებარეობს იაპონიაში, ტოკიოში, ტაიტოს უენოს ნაწილში. მას უჭირავს ყოფილი `კანეი-ჯის~ ადგილი, ტაძარი, რომელიც ასოცირდება ტოკუგავა შოგუნთან, რომელმაც იგი ააგო, რათა დაეცვა ედოს ციხე-სიმაგრე ჩრდილო-აღმოსავლეთისგან, თუმცა მიმართულება წარუმატებლად შეარჩია. ტაძარი განადგურდა ბოშინის ომის დროს.

უენოს პარკი დაარსდა საიმპერიო მიწაზე, რომელიც საჩუქრად გადაეცა ტოლიოს ქალაქს იმპერატორ ტაიშოსაგან 1924 წელს. პარკის ოფიციალური სახელწოდებაა `უენო ონში კოენი~, რომელიც ითარგმნება, როგორც `უენოს საიმპერიო ძღვენის პარკი~. პარკში აღმართულია საიგო ტაკამორის ქანდაკება, რომელიც ასეირნებს თავის ძაღლს.

სამი მუზეუმი (ტოკიოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული კვლევითი მუზეუმი და დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი), საკონცერტო დარბაზი, ტოშო-გუს აკლდამა, შინობაზუს ტბორი, გოჯოს აკლდამა (რომელშიც ბინადრობს წითელი ინარის მელიის ქანდაკება ატმოსფერულ გროტოში) და უენოს ზოოპარკი, რომლის წყალობითაც ეს ტურისტული და გაშენებული ტერიტორია პოპულარობით სარგებლობს როგორც იაპონელებში, ასევე უცხოელებშიც.

 

 

 




gamokitxva